ანანასი
ევროპაში ის ქრისტეფორე კოლუმბმა კარტოფილსა და თამბაქოსთან ერთად შემოიტანა. ის აღფრთოვანებული იყო ამ ნაყოფით, რომელიც ერთდროულად ვაშლსაც ჰგავს და გირჩსაც (pineapple - ეს სახელწოდება, რომელიც „გირჩვაშლად“ ითარგმნება, დღემდე გამოიყენება ინგლისურ ენაში).
ანანასის კულტურული ჯიშების მომჟავო-ტკბილი არომატული ნაყოფედი 2-იდან 15 კგ-მდე იწონის, უთესლოა, შეიცავს (%-ებით): 86,1 წყალს, 4,5 ინვერსირებულ შაქარს, 6,9 საქაროზას, 0,41 აზოტოვან ნივთიერებას, 0,52 მჟავებს, 0,42 ნაცარს. იჭმევა ნედლიცა და დაკონსერვებულიც. მისგან აკეთებენ მურაბას, კანფეტს.
ანანასი უზომოდ გემრიელი და ამავდროულად სასარგებლო ეგზოტიკური ხილია, რომელიც დღესდღეობით უკვე საკმაოდ ხელმისაწვდომია.
აღსანიშნავია ხილის სასარგებლო თვისებები - იგი შეიცავს B, PP, A, C და E ჯგუფის ვიტამინებს; კალიუმს, მაგნიუმს, კალციუმს, თუთიას, რკინას, სპილენძს, მარგანეცს, იოდს და ფოსფორს.
ანანასი ებრძვის ათეროსკლეროზის განვითარებას, ამცირებს სისხლის წნევას, აუმჯობესებს ღვიძლის, ფარისებრი ჯირკვლისა და თირკმელების მუშაობას, სასარგებლოა ბრონქიტის დროს, ხელს უწყობს წონის დაკლებას.
ანანასის მიღება არ არის რეკომენდებული გასტრიტისა და წყლულოვანი დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. აგრეთვე 3 წლამდე ბავშვებისთვის.
ანანასის არჩევისას აუცილებელია გაითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა:
- უნდა ჰქონდეს სასიამოვნო, მოტკბო სუნი.
- არ უნდა ჰქონდეს მუქი ლაქები ქერქზე.
- არ უნდა ჰქონდეს რბილი ქერქი.
- მნიშვნელოვანია, რომ არ შეინახოთ ანანასი მაცივარში.
ანანასი მდიდარი პროდუქტია თავისი შემადგენლობით. ის დადებითად მოქმედებს ძვლოვან ქსოვილებზე, გულსა და სისხლძარღვებზე, ამცირებს არტერიულ წნევას, ხელს უწყობს წონის კლებას.
ანანასის კალორიულობა და შემადგენლობა
ანანასის კალორიულობა 100 გრამ პროდუქტზე არის 49 კკალორია. ანანასის რბილობი მდიდარია სხვადასხვა ნივთიერების შემადგენლობით. ის 86% წყლისგან შედგება, რომელიც შეიცავს უბრალო შაქრებს, აქედან ძირითადი ნაწილია საქაროზა. ასევე მდიდარია ორგანული მჟავებით, მათ შორის - ასკორბინის, ლიმონის მჟავებით, ანანასის შემადგენლობაში მცირე რაოდენობით ცილაა, მაგრამ ბევრია ნახშირწყლები და შაქრები. არის ვიტამინები: А, В1, В2, В3, В6, В9, С, Е, РР.
რბილობში არის მინერალური ნივთიერებები: კალიუმი, სპილენძი, რკინა, თუთია, მაგნიუმი, კალციუმი, იოდი, მანგანუმი.
ანანასი ასევე შეიცავს პროტეილიზურ ფერმენტებს, მათ შორის - ბრომელინს. ფერმენტებს აქვთ უნარი, დაშალონ ცილები, რაც ორგანიზმის მიერ ცილოვანი საკვების ათვისებას აუმჯობესებს.
ანანასის რბილობი შეიცავს უხეშ საკვებ ბოჭკოებს, რომლებიც დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.
С ვიტამინის შემცველობით ანანასი ბევრ პროდუქტს არ უდებს ტოლს - 100 გრამში არის ადამიანისთვის დღე-ღამის განმავლობაში აუცილებელი ასკორბინის მჟავას 80%.
ანანასის სასარგებლო თვისებები
ანანასის შემადგენლობა დადებითად აისახება და შეიძლება ითქვას, აუცილებელია დაზიანებული ძვლის ქსოვილების აღსადგენად.
პროდუქტი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის დაავადებებისა და სისხლძარღვების კედლების გამტკიცებისთვის.
ანანასი ამცირებს არტერიულ წნევას, ათხელებს სისხლს, ეფექტურია ართრიტის, პნევმონიის, ბრონქიტის, სხვადასხვა ინფექციური დაავადების დროს, ასევე ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებებისას. ის ამაღლებს სისხლში სეროტონინის (სიხარულის ჰორმონი, რომელიც ახშობს შიმშილის გრძნობას) დონეს, ორგანიზმიდან გამოაქვს ზედმეტი სითხე. რეკომენდებულია სურავანდისა და სისხლნაკლებობის დროს.
ამას გარდა, ის შლის თრომბებს სისხლძარღვებში, აძლიერებს ანტიბიოტიკების მოქმედებას, ებრძვის შარდ-სასქესო გზებში ინფექციებს.
ანანასი კოსმეტიკაში გამოიყენება აქერცვლის საწინააღმდეგო საშუალებად.
ანანასი, როგორც დაბალკალორიული პროდუქტი, ებრძვის ზედმეტ წონას. კვირაში ერთი დღე თუ ანანასის განტვირთვის დღეს მოაწყობთ, ეს სწრაფად აისახება თქვენს ფიგურაზე.
ანანასის მიღება არ შეიძლება:
- ალერგიული რეაქციებისას, დიდი რაოდენობით ახალი ანანასის ჭამა არ არის რეკომენდებული კუჭის წყლულოვანი დაავადებების, მომატებული მჟავიანობის, გასტრიტების დროს.
რამდენიმე საჭირო რჩევა:
- ანანასის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ის უნდა იყოს მყარი, არ უნდა ჰქონდეს მუქი ფერის ლაქები. მწიფე ანანასი მძიმეა (ხანდახან 3 კილოსაც აღწევს), ფოთოლი უნდა ჰქონდეს ხასხასა და არა მჭკნარი, თუ ფოთოლს ერთი-ორი მცდელობის შემდეგ ამოაძრობთ, ე. ი. ანანასი მწიფეა და მისი ყიდვა შეიძლება.
ანანასის შენახვა შესაძლებელია ოთახის ტემპერატურაზე. ოთახი უნდა ნიავდებოდეს და ანანასს არ ეცემოდეს მზის სხივები. ასე 7-10 დღის განმავლობაში ინახება. თუ მაცივარში შეინახავთ ხილ-ბოსტნეულის განყოფილებაში - ორ კვირამდე და მეტხანსაც ძლებს.
ანანასი წონის დასაკლებად - მითი თუ სინამდვილე
ანანასის მიმართ ინტერესი გაიზარდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ხმა წონის დასაკლებად მისი გამოყენების შესახებ.
მეცნიერებმა გამოარჩიეს ანანასისგან ფერმენტი ბრომელინი, რომელიც შლის ცხიმებს. გამოირკვა ისიც, რომ ანანასი ცხიმების დაშლის თვისებებს ავლენს მხოლოდ უზმოზე, მშიერ კუჭზე მიღების დროს და თანაც საკმაოდ დიდი რაოდენობითაა საჭირო მისი მიღება. ასე რომ, წონის კლების სასწაულმოქმედი ეფექტი არც ისე მარტივი აღმოჩნდა, როგორც სარეკლამო რგოლებიდან გვამცნობენ. ის კი დადგენილია, რომ ანანასს აქვს არაჩვეულებრივი თვისება, რაც გაცილებით უფრო სასარგებლოა ორგანიზმისთვის, ვიდრე წონის კლება. ბოჭავს რა თავისუფალ რადიკალებს, ამით აძლიერებს ორგანიზმის თავდაცვისუნარიანობას, მათ შორის - კიბოსა და უცხო წარმონაქმნების საწინააღმდეგოდ. მისი რეგულარული გამოყენება საკვებთან ერთად სასარგებლოა თრომბოფლებიტის პროფილაქტიკისთვის, აქვეითებს სისხლის შესქელების ფაქტორებს. აქვს ზომიერად გამოხატული შეშუპების საწინააღმდეგო ეფექტიც.
როგორც კვლევებმა აჩვენა, ანანასს არა მარტო სასიამოვნო გემო აქვს, ანტიოქსიდანტების შემცველობის გამო, ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. კერძოდ, ანტიოქსიდანტური თვისებების გამო ის წარმატებით ებრძვის ათეროსკლეროზს, გულის დაავადებებსა და სხვადასხვა ტიპის კიბოს.
ანანასი მდიდარია მარგანეცით, რაც ძლიერი ძვლების შენარჩუნებისთვისაა აუცილებელი.
სპეციალისტები გვირჩევენ დღეში 1 ჭიქა ანანასის წვენის მიღებას, რათა შევინარჩუნოთ ღრძილებისა და კბილების სიჯანსაღე. ანანასში არის ბეტა-კაროტინიც, რომელიც თვალს იცავს მაკულური დეგენერაციისგან. ამან კი შეიძლება მხედველობის დაკარგვა გამოიწვიოს.
ამასთან, ანანასი შედარებით დაბალკალორიულია და შეიცავს უჯრედისის დიდ რაოდენობას. ეს კი მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც წონის დაკლება ან მისი კონტროლი სურს. ანანასი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, კვებავს თმას, კანსა და ფრჩხილებს.
ანანასის და ავოკადოს სმუზიშემადგენლობა:
- 1 ც ავოკადო;
- 150 გ ანანასი;
- 1 ჭიქა რძე;
- 2 ს.კ. თაფლი;
- ყინული - გემოვნებით.
მომზადება:
ავოკადო გაარჩიეთ და სხვა ინგრედიენტებთან ერთად ბლენდერში მოათავსეთ. ათქვიფეთ კარგად და მოათავსეთ ჭიქებში.
ანანასის დესერტი
შემადგენლობა:
- 8 ნაჭერი ანანასი;
- 1/3 ჭიქა ყავისფერი შაქარი;
- 2 ს.კ. გამდნარი კარაქი;
- 2 ს.კ. რომი;
- 1/2 ჭიქა კრეკერი;
- ნაყინი ან კრემი - გემოვნებით.
მომზადება:
საცხობ ფირფიტას წავუსვათ კარაქი, დავდოთ 8 ნაჭერი ანანასი, მოვაყაროთ ყავისფერი შაქარი, მოვასხათ რომი, შევდოთ ღუმელში 180 გრადუსზე 30 წუთით. როდესაც მზად იქნება, გადმოვიღოთ თეფშზე და გავაფორმოთ ნაყინით და კრეკერით.
სალათა ანანასით
შემადგენლობა:
- 500 გ ქათმის ფილე;
- ნახევარი კონა მწვანე ხახვი;
- 4 ც წითელი ბულგარული წიწაკა;
- 500 გ ანანასის კონსერვი;
- 1 ქილა მაიონეზი;
- პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ქათმის ფილეს მოვხარშავთ და კუბიკებად დავჭრით. შემდეგ დავჭრით მწვანე ხახვს წვრილად, წიწაკას და დაჭრილ ფილეს შევურევთ. ანანასსაც ასევე წვრილად დავჭრით და შევურევთ. მოვაყრით მარილსა და პილპილს გემოვნების მიხედვით და ბოლოს მაიონეზს მოვასხამთ.