მცენარეები, რომლებიც აფერხებენ და აუმჯობესებენ სისხლის შედედების უნარს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მცენარეები, რომლებიც აფერხებენ და აუმჯობესებენ სისხლის შედედების უნარს

შესაბამისად, აფერხებენ, ანუ ხელს უშლიან თრომბების წარმოქმნისა და სისხლძარღვთა დაცობის პროცესს. ორგანიზმის ზოგიერთი პათოლოგიური მდგომარეობის, მაგალითად, თრომბოფლებიტის, დროს იცვლება სისხლძარღვთა კედლის სტრუქტურა, სისხლის წებოვნება, რაც თავისთავად ხელს უწყობს სისხლის შესქელებას და თრომბების წარმოქმნას.

ჯანმრთელ ორგანიზმში თრომბების წარმოქმნის პროცესი, ჩვეულებრივ, დაბალანსებული და ერთგვარად გამართლებულია. მისი წყალობით სისხლძარღვის კედლის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში ამ უკანასკნელის აღდგენა და სისხლდენის თავიდან აცილება ხდება. ჯანმრთელ ორგანიზმში სისხლის შედედების სისტემა წონასწორობაშია შედედების საწინააღმდეგო (ანტიკოაგულაციურ) სისტემასთან. ამ ორი სისტემიდან ერთ-ერთის ფუქციის მოშლისას კი ბალანსი ირღვვევა და სხვადასხვა პათოლოგია, ანუ ნორმიდან გადახრა მიიღება. მცენარეთა გარკვეული ნაწილი, როგორც დამაბალანსებელი საშუალება, ამ ორი სისტემის ფუნქციის რეგულატორად გვევლინება. თუმცა არსებობს ისეთი მცენარეები, რომლებიც ქიმიური შედგენილობის, ანუ ამა თუ იმ კომპონენტის, შემცველობის გამო ცალმხრივად ააქტივებენ სისხლის შედედების ან შედედების საწინააღმდეგო სისტემის ფუნქციას. ამ შემთხვევაში საუბრობენ მცენარეთა კოაგულაციურ ან, შესაბამისად, ანტიკოაგულაციურ თვისებებზე.

ყოველივე აღნიშნულის გამო თვითნებურად, ექიმთან კონსულტაციის გარეშე, ამა თუ იმ მცენარეული ნაყენის გამოყენება არათუ არარეკომენდებული, ზოგიერთ შემთხვევაში სახიფათოც კია!

სისხლის შედედების შემაფერხებელი მცენარეები

სისხლის შედედების შემაფერხებელ მცენარეებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ყვითელი ძიძო და ცხენისწაბლა. ძიძოს შემადგენლობაში, სხვა უამრავ ნივთიერებასთან ერთად, აღმოჩენილია კუმარინი, რომელიც ბალახს ახალი თივის სურნელს ანიჭებს. მცენარის ჭკნობის პროცესში კუმარინისაგან დიკუმარინი წარმოიქმნება. ეს უკანასკნელი ხელს უწყობს სისხლდენას.

ლიტერატურაში აღწერილია სპონტანური სისხლდენისა და შინაგან ორგანოებში სისხლჩაქცევების ეპიდემიები ცხოველთა იმ ნაწილში, რომლებსაც საკვებ თივაში ძიძო ჰქონდათ შერეული. სასარგებლო და სამკურნალო თვისებების გამო ძიძოს დიდი გამოყენება აქვს ხალხურ მედიცინაში, თუმცა ის ყოველთვის სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ.

რაც შეეხება ცხენისწაბლას, მისი პრეპარატები წარმატებით გამოიყენება თრომბოფლებიტების, ათეროსკლეროზის, ბუასილის, ვენების ვარიკოზული გაგანიერების სამკურნალოდ (სამკურნალო ნედლეულია მცენარის ქერქი, ყვავილი, თესლი და თესლის კანი). ცხენისწაბლაში წარმოდგენილი გლიკოზიდები - ფრაქსინი და ესკულინი მატონიზებლად მოქმედებს ვენებსა და ვენულებზე (წვრილი ვენური სისხლძარღვები), რაც თავისთავად ზრდის ვენური სისხლის ნაკადის სიჩქარეს. სისხლის შედარებით აჩქარებული ნაკადის გამო თრომბების წარმოქმნისთვის არახელსაყრელი პირობები იქმნება. გარდა ამისა, ცხენისწაბლას მოქმედი ნივთიერებები ამცირებს სისხლის წებოვნებას და ანელებს მისი შედედების პროცესს.

მცენარეები, რომლებიც აუმჯობესებს სისხლის შედედებას

სისხლის შედედებას აუმჯობესებს - გლერძი, იაპონური სოფორას ნაყოფი, ბურბუშელას ფესვი, ფარსმანდუკი.

მომზადება და გამოყენება

აიღეთ აღნიშნული მცენარეები თანაბარი რაოდენობით. წინასწარ დააქუცმაცეთ და ისე შეურიეთ ერთმანეთს. მიღებულ ნარევს (2 სადილის კოვზის მოცულობით) დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, სითხე მცენარის მასითურთ მოათავსეთ თერმოსში და მთელი ღამე გააჩერეთ. მეორე დღეს შეგიძლიათ დაიწყოთ მკურნალობა, ნაყენი დღეში 3-4-ჯერ უნდა მიირთვათ 1/3-1/4 ჭიქის მოცულობით. მკურნალობის კურსი გრძელდება საშუალოდ ერთიდან 2 თვემდე. ერთთვიანი შესვენების პერიოდის შემდეგ აუცილებელია მკურნალობის კურსის განმეორება.

ჰემოფილიით (მემკვიდრული მიდრეკილება სისხლდენისადმი, ამ დროს სისხლის შედედების უნარი დაქვეითებულია) დაავადებულები უნდა იკვებონ იმ პროდუქტებით, რომლებიც ხელს უწყობს სისხლის შედედებას. ესენია: მწვანე ხახვი, ისპანახი, ახალი კომბოსტოს ფურცლები, ნიახურის მწვანე ფოთლები.

  • მცენარე ჩვეულებრივი კოწახურის ყველა ნაწილი შეიცავს ალკალოიდ ბერბერინს, რომელიც აქვეითებს არტერიულ წნევას, ამცირებს გულის შეკუმშვათა სიხშირეს, ხელს უწყობს ნაღვლის გამოყოფას და სისხლის შედედებას, რის გამოც ნაწლავებიდან სისხლდენის დროს რეკომენდებულია ამ მცენარის გამოყენება. ნ აიღეთ ორი ჩაის კოვზი კულმუხოს ფესვი (დაფქული), დაასხით ორი ჩაის ჭიქა წყალი, გააჩერეთ 8 საათი. მიირთვით დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე 1/2 ჭიქის მოცულობით. ანალოგიურად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნემსიწვერას ბალახი, იმ განსხვავებით, რომ ნემსიწვერას ნაყენი უნდა მიირთვათ დღის განმავლობაში ყლუპ-ყლუპად.ნ სისხლის შედედების უნარი განსაკუთრებულად ძლიერად აქვს გამოხატული წიწმატურას ბალახის ნაყენს. უნდა აიღოთ 3 სადილის კოვზი მცენარე და დაასხათ 2 ჭიქა მდუღარე წყალი, თერმოსში გააჩეროთ 3-4 საათი. ნაყენის გამოყენება უნდა მოხდეს ჭამის წინ 1/2 ჭიქის მოცულობით, მომზადებული ნაყენი ერთი დღის განმავლობაში სრულად უნდა გამოიყენოთ.