ხურმა. კარალიოკი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხურმა. კარალიოკი

ხურმა აბანოზისებრთა ოჯახის ხეა. მისი მომრგვალო ნაყოფი სრულ სიმწიფემდე მოყვითალო-მოწითალოა, მწიფე კი - მოშავო-მუქი ლეგა-მოლურჯო ელფერით. ხურმა ბარის მცენარეა, ის, ჩვეულებრივ, ტენით უზრუნველყოფილ დაბლობებზე, ხევებში და ნესტიან ფერდობებზე ხარობს. საქართველოში უმთავრესად გავრცელებულია ორი სახეობის ხურმა: ჩვეულებრივი ხურმა, რომლის ჭამაც სრული დამწიფების შემდეგ არის შესაძლებელი და კარალიოკი - მისი ნაყოფი მაშინაც იჭმევა, როდესაც ის ჯერ კიდევ მკვრივია. ხურმის ნაყოფის კვებითი ღირებულება ძალზე მაღალია.

მის ჩირში ფრუქტოზის შემცველობა 60%-მდეა. ნაყოფი აგრეთვე შეიცავს A და B ვიტამინების მნიშვნელოვან რაოდენობას. ასევე ბევრია მის შემადგენლობაში ნახშირწყლები. ამ მხრივ ის თვით ყურძენსა და ლეღვს არ ჩამოუვარდება. ცილების შემცველობით კი კვერცხსაც არ დაუდებს ტოლს. გარდა ამისა, ხურმასა და კარალიოკში დიდი რაოდენობით არის ტანინები. ხურმის ჭამის დროს ზომიერებაა საჭირო - გადაჭარბებით მიღებამ შესაძლოა ყაბზობა ან თირკმლის დაზიანება გამოიწვიოს. ხურმას ალერგიული რეაქციების გამოწვევაც შეუძლია, ამიტომ ერიდეთ დღეში ოთხ ცალზე მეტის ჭამას. ცივ პერიოდში ადამიანის ორგანიზმს საჭირო ვიტამინებით ხურმა ამარაგებს. ხურმა ყველაზე ხელმისაწვდომი ხილია. ის, გარდა იმისა, რომ გემრიელია, შინაურ კოსმეტოლოგიაშიც აქტიურად გამოიყენება. მისგან ნებისმიერი ტიპის კანისთვის შეიძლება ნიღბის მომზადება. დასავლელი კოსმეტოლოგები ხურმას გეიშების სილამაზის საიდუმლოს უწოდებენ. იაპონელმა ლამაზმანებმა დიდი ხანია დააფასეს ამ ნარინჯისფერი ნაყოფის სიკეთე და კოსმეტოლოგიური თვისებები. შემოგთავაზებთ რამდენიმე პოპულარულ რეცეპტს.

დამარბილებელი ნიღაბი ნებისმიერი ტიპის კანისთვის

გაფცქვენით ერთი საშუალო ზომის ხურმა და მოამზადეთ ფაფა. დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი ბრინჯის ფქვილი და აურიეთ. წაისვით სახესა და დეკოლტეს მიდამოზე, 10-15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

მოდუნებული კანისთვის

ერთი ხურმის პიურეს შეურიეთ ერთი სადილის კოვზი ათქვეფილი ნაღები ან არაჟანი და კარგად აურიეთ. წაისვით სახეზე და 10 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

მატონიზებელი ნიღაბი ცხიმიანი და ფორებიანი კანისთვის

ხურმის პიურეს შეურიეთ ათქვეფილი კვერცხის გული და კარგად აურიეთ, წაისვით სახეზე და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ამ ნიღაბს მათეთრებელი ეფექტიც აქვს.

მკვებავი ნიღაბი მშრალი კანისთვის

ერთ ჩაის კოვზ ხურმის პიურეს შეურიეთ ერთი სადილის კოვზი თაფლი, ერთი კვერცხის გული, ერთი სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, ერთი ჩაის კოვზი სოიის ფქვილი. კარგად აურიეთ, წაისვით სახეზე და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ხურმის დაკონსერვებული წვენი კარგია თირეოტოქსიკოზის დროს. ის შემდეგნაირად მზადდება:

  • ახალდაკრეფილი ნაყოფის წვენს ემატება 20% სპირტი. ნაყოფისგანვე ამზადებენ შესქელებულ წვენს (ხურმადოშაბი), რომელსაც იყენებენ ჰიპერტონიისა და სისხლნაკლებობის დროს. კარგი ამოსახველებელი საშუალებაა სასუნთქი გზების კატარის დროსაც.

ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა. ცალკე კარალიოკი არ ასუქებს. საზოგადოდ კი, თუ წონის პრობლემა აქვს ადამიანს, ერთი რამ აუცილებლად უნდა დაიხსომოს: არასოდეს დააყოლოს ხილი სადილს - მიირთვას ჭამიდან არანაკლებ 3 საათის შემდეგ ან ჭამამდე ნახევარი-ერთი საათით ადრე. თუ ამ წესს დაიცავთ, ზედმეტ კალორიებს თავიდან აიცილებთ. კიდევ ერთი რამ გაითვალისწინეთ: კარალიოკი არ ასუქებს, მაგრამ ასუქებს ღამით ჭამა და ჯანმრთელობისთვისაც ძალიან ცუდია.