სატაცურის სასარგებლო თვისებები და რეცეპტები სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ - პოდაგრას დროს სატაცურის ცოცხალი წვენი უებარია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სატაცურის სასარგებლო თვისებები და რეცეპტები სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ - პოდაგრას დროს სატაცურის ცოცხალი წვენი უებარია

ცილებით, კაროტინოიდებით, შეიცავს C და B ჯგუფის ვიტამინებს, ეთეროვან ზეთს, გოგირდოვან მჟავას. სამკურნალოდ იყენებენ ფესვს, ნორჩ ყლორტებსა და ნაყოფს.

სატაცურის ექსტრაქტი, ასპარაგინი, დაბლა სწევს არტერიულ წნევას, აფართოებს პერიფერიულ სისხლძარღვებს, აძლიერებს გულის კუნთის შეკუმშვას და ანელებს გულისცემას.

ხალხური მედიცინა სატაცურისგან მიღებულ პრეპარატებს იყენებს გულ-სისხლძარღვთა, თირკმლის, შარდის ბუშტის, კანის დაავადებების, რევმატიზმის, ეპილეფსიის სამკურნალოდ.

  • კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებაა სატაცურის ფესვების ნახარში. მას ამგვარად ამზადებენ: 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ მცენარეს ასხამენ 1 ჭიქა ცხელ წყალს, 15 წუთს ადუღებენ, 45 წუთს აყენებენ და წურავენ, შემდეგ ანადუღარი წყლით საწყის ოდენობამდე ავსებენ. მიღების წესი კი ასეთია: 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ. ნახარშს იმავე დოზით იღებენ სასიცოცხლო ტონუსის მოსამატებლად. სატაცურის ფესვისა და ყლორტების ნახარში კარგია არითმიისა და გულისმიერი შეშუპების მოსახსნელად. 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ მცენარეს ასხამენ 1 ჭიქა ცხელ წყალს, 30 წუთს ადუღებენ წყლის აბაზანაში, წურავენ და ანადუღარი წყლით საწყის ოდენობამდე ავსებენ. იღებენ 1/3-1/2 ჭიქას დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.
  • ღვიძლის ანთების დროს, ასევე – ციროზის შემთხვევაში, სვამენ ფესვების ნახარშს: 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს ასხამენ 1 ჭიქა ცხელ წყალს, 15 წუთს ადუღებენ და 45 წუთით დგამენ. წურავენ და ანადუღარი წყლით საწყის ოდენობამდე ავსებენ. იღებენ 1 სუფრის კოვზს 3-ჯერ დღეში.
  • შარდის ბუშტის ანთების ჩასაქრობად და თირკმლის ფუნქციის გასაძლიერებლად რეკომენდებულია ფესვებისა და ყლორტების ნახარში: 1 სუფრის კოვზ მცენარეს ვასხამთ 1 ჭიქა მდუღარე წყალს, ვადუღებთ წყლის აბაზანაში 30 წუთს, ვწურავთ და ვავსებთ საწყის ოდენობამდე. ვიღებთ 1/3-1/2 ჭიქას დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ. ასეთივე დოზით ნახარში კარგია ორგანიზმიდან ქლორიდების, ფოსფატების, შარდმჟავას გამოსადევნად.

  • შაქრიანი დიაბეტის დროს სასარგებლოა სატაცურის ფესვის ნახარში – 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ. მომზადების წესი ასეთია: 60 გ მცენარეს ასხამენ 1 ლიტრ ცხელ წყალს, ადუღებენ 15 წუთს, აჩერებენ 45 წუთს, წურავენ და ანადუღარი წყლით საწყის ოდენობამდე ავსებენ.

  • პოდაგრის მკურნალობა შესაძლებელია სატაცურის ცოცხალი წვენით. იღებენ 1 ჩაის კოვზს დღეში 3-ჯერ.

  • სახსრების რევმატული ანთების დროს სასარგებლოა სატაცურის ფესვებისა და ყლორტების ნახარში: 1 სუფრის კოვზ მცენარეს ვასხამთ 1 ჭიქა წყალს, 30 წუთს ვადუღებთ წყლის აბაზანაში, ვწურავთ და ვავსებთ ანადუღარი წყლით საწყის ოდენობამდე. ვიღებთ 1/2 ჭიქას დღეში 3-ჯერ, ჭამამდე.