ჟენშენი ენერგიულობას მატებს და ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჟენშენი ენერგიულობას მატებს და ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს

ჟენშენი, ჩვეულებრივ, მიიღება ორი სხვადასხვა ტიპის მცენარისგან: ამერიკული ჟენშენი და აზიური ჟენშენი. ამერიკული ჟენშენი უფრო სუსტია, ვიდრე აზიური. ხელმისაწვდომია ჟენშენის სხვადასხვა ფორმა, მათ შორის, ნატურალური ჟენშენი და, აგრეთვე, მცენარის ფესვებისაგან მომზადებული ექსტრაქტები, ხსნარები, კაფსულები, აბები, კოსმეტიკური საშუალებები, სოდა და ჩაი. მისი აქტიური კომპონენტია პანაქსოსაიდი-ამერიკული ჟენშენი და გინსენოსაიდი-აზიური ჟენშენი.

ციმბირული ჟენშენი რეალურად არ არის ნამდვილი ჟენშენი და იგი შეიცავს მხოლოდ იმ აქტიურ კომპონენტებს, რომლებსაც, ამერიკული და აზიური ჟენშენის მსგავსად, აქვთ ანტისტრესული ეფექტი.

სამკურნალო ეფექტიანობის მონაცემები: ადამიანები ჟენშენს იყენებენ უმეტესად იმისათვის, რომ გააძლიერონ ფიზიკური და მენტალური შესაძლებლობები, ენერგიულობა და, აგრეთვე, სტრესისა და ასაკობრივი ფაქტორების დამაზიანებელი გავლენის მიმართ რეზისტენტულობის უნარი. ბევრი ჟენშენს იღებს სექსუალური პერფორმანსის უნარის გასაძლიერებლად და ერექციის დისფუნქციის მკურნალობის მიზნით.

არსებობს მონაცემები, რომ ჟენშენი აქვეითებს სისხლში შაქრის დონეს და ხელს უწყობს მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის – კარგი ქოლესტერინის – დონის მატებას. ამავე დროს, იგი აქვეითებს ჰემოგლობინის მაჩვენებელს და პროტეინის დონეს სისხლში.

ჟენშენის ზოგიერთი ეფექტის შეფასება ძნელია, ვინაიდან ენერგიულობის მატების და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების შეფასება გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს. დიაბეტით დაავადებული ადამიანების მცირე ჯგუფზე ჩატარებული კვლევების შედეგად გამოვლინდა ჟენშენის გავლენით სისხლში შაქრის დონის დაქვეითება.

ზოგიერთი კვლევის საფუძველზე გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ჟენშენის მიღებით გაუმჯობესდა ადამიანების ხასიათი და ენერგიულობა. ერთ-ერთი უფრო ფართო, მაგრამ ხანმოკლე კვლევის შედეგების მიხედვით, ჟენშენი აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.