/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო მცენარეები

მარწყვი

მარწყვი
მარწყვი ვარდისებრთა ოჯახის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. საქართველოში ველურად ხარობს მისი 3 სახეობა:

ტყის მარწყვი, მწვანე მარწყვი, მუშკის მარწყვი. საქართველოში ის ყველაზე პოპულარული კენკრაა. მარწყვი ძალიან სასარგებლო პროდუქტია. შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს, დიდი რაოდენობით C, E და B ჯგუფის ვიტამინებს, რკინას, კალციუმს, თუთიას, ფოსფორს, ფოლიუმის მჟავას, ასევე – ვაშლის, ლიმონის მჟავებს, შაქარს, ეთერზეთებს.

ფოთლებსა და ფესურებში არის მთრიმლავი ნივთიერებები. 100 გ მარწყვის კვებითი ღირებულება 10 კალორიაა. შეიცავს 0,7გ ცილას, 0,4გ ცხიმს და 6,3გ ნახშირწყლებს. სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა ეკოლოგიურად სუფთა ტერიტორიაზე დაკრეფილი ტყის მარწყვი. უმთავრესად მის ნაყოფს იყენებენ, მაგრამ სასარგებლოა ფოთლები და ფესურებიც. უმი კენკრა კარგი დიეტური პროდუქტია. სასარგებლოა სისხლნაკლებობისას, ავიტამინოზისას, მძიმე დაავადების შემდეგ. გამხმარი ნაყოფის ცხელ ნაყენს დიდი ხანია იყენებენ ხალხურ მედიცინაში როგორც შარდმდენ და ოფლმდენ საშუალებას, აგრეთვე ციებ-ცხელების, თირკმლისა და ღვიძლის დაავადებების წამალს. ფოთლებისა და ფესურების ჩაი შარდმდენი, მთრიმლავი და ვიტამინოვანი სასმელია.

მარწყვი შესანიშნავი საშუალებაა ვიტამინებისა და მინერალების მარაგის შესავსებად. მარწყვი აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, აქვს შარდმდენი ეფექტი, ანელებს დაბერების პროცესს, ეხმარება ორგანიზმს ნაწლავურ ინფექციებთან, გრიპის ვირუსთან ბრძოლაში. მარწყვი იცავს დეპრესიისგან, ამაღლებს განწყობილებას. მარწყვს აქვს უნიკალური თვისებებიც, მაგალითად, აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს. ამ კენკრით მკურნალობენ ანემიას, ჰიპერტენზიას, ათეროსკლეროზს. საქართველოში ოდითგანვე აგროვებდნენ მარწყვის ფოთლებს და ყუნწებს, აშრობდნენ და ზამთარში სიცხიან ავადმყოფებს მის ნაყენს ასმევდნენ. კოსმეტოლოგიაში მარწყვის ნიღბებს იყენებენ. ეს შესანიშნავი საშუალებაა მისი ელასტიკურობის შესანარჩუნებლად.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მავნე თვისებები

მარწყვი ფრთხილად უნდა მიირთვან მგრძნობიარე და ალერგიულმა ადამიანებმა. მისი თესლი საკმაოდ აღიზიანებს კუჭის ლორწოვანს, ამიტომ უნდა ერიდონ კუჭის წყლულის, გასტრიტის, ქრონიკული დაავადების მქონენი და მკურნალობის პროცესში მყოფი პირებიც.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ერთი კვირის წინ დავიწყე გინკო ბილობას დალევა.ვიცავ დოზირების წესს მაგრამ შევამჩნიე რომ დამეწყო თავბრუსხვევა და გული მიჩქარდება.მაინტერესებს შეიძლება თუ არა ექიმის დანიშნულების გარეშე ამ ვიტამინის მიღება ან საერთოდ ამის ბრალია თუ არა? მადლობა წინასწარ</p>

დიეტოლოგებმა გამოთვალეს: მარწყვისგან მაქსიმალური სარგებელი რომ მივიღოთ, მისი მწიფობის მოკლე პერიოდში უნდა მოვასწროთ 10 კგ-ის შეჭმა. მარწყვის ღირსებად ითვლება ფიტონციდების მაღალი შემცველობა. ამ ნივთიერებებს ბუნებრივ ანტიბიოტიკებს უწოდებენ, ვინაიდან ნებისმიერი ინფექციისა და ანთების დამარცხება შეუძლიათ. მარწყვის ფოთლებში ვიტამინები უფრო მეტია, ვიდრე თავად ნაყოფში. მინერალების მარაგი, რომელშიც შედის რკინა, თუთია, კობალტი, მაგნიუმი, კალიუმი, კალციუმი და ფოსფორი, ფოთლების ნაყენს სამკურნალო თვისებებს ანიჭებს. ის შესანიშნავი ზოგადგამაძლიერებელი საშუალებაა გაციების დროს და გამწმენდი ღვიძლისა და თირკმლის დაავადებების დროს.

ფოთლების დაკრეფა უმჯობესია მცენარის ყვავილობის პერიოდში. ამ დროს იგი ყველაზე სასარგებლო ნივთიერებებს აგროვებს. ფოთლებს სიბნელეში აშრობენ. ტყის მარწყვი ეფექტურად გამოდევნის ჭიებს. განსაკუთრებით კარგია სოლიტერით, ასკარიდათი და მახვილათი ინვაზიის დროს. მცენარის ფოთლების ნაყენი ანელებს გულის რიტმს, ზრდის კუმშვათა ამპლიტუდას, ახასიათებს სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედება და შაქრის დამწევი ეფექტი. ამცირებს ორგანიზმში შარდმჟავას და მისი მარილების შემცველობას. სასარგებლოა ბრონქული ასთმის, ტუბერკულოზისა და პოდაგრის დროს. მარწყვი მალფუჭებადი და სათუთი ხილია, ამიტომაც მისი ყიდვისას გაითვალისწინეთ, რომ ნაყოფი უნდა იყოს მშრალი, მკვრივი, პრიალა, ხასხასა წითელი. სასურველია, უშუალოდ მოხმარების წინ გარეცხოთ, თანაც სწრაფად გამდინარე წყალში, რადგან სინოტივეს ცუდად იტანს, წყლით იჟღინთება და სასარგებლო თვისებების ნაწილსაც კარგავს. მარწყვი გაყინვას ცუდად იტანს და გალღობისას სტრუქტურა ეცვლება. თავისი უნიკალური შემადგენლობის წყალობით მარწყვი ხშირად გვხვდება ხალხური მედიცინის რეცეპტებში. გაგაცნობთ ზოგიერთს:

  • თუ ჰიპერტონია, ათეროსკლეროზი, ქოლეცისტიტი ან კოლიტი გაქვთ, ქორფა მარწყვის ნაყენი თქვენთვის მისწრებაა. 50გ კენკრას დაასხით 200მლ წყალი, 2 საათი გააჩერეთ და გაწურეთ. დალიეთ დღეში 3-4-ჯერ 50 მლ;
  • თავის ტკივილის დროს რამდენიმე ცალი კენკრა მიირთვით და ტკივილი გაივლის;
  • გამხმარ მარწყვს ადუღებულ წყალს ასხამენ და გაციების დროს სვამენ;
  • ფოთლების ნაყენს ანგინის დროს ყელში ივლებენ;
  • უზმოზე 4-6 სუფრის კოვზი მარწყვის წვენის მიღება კარგია ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს.

მარწყვის ფოთლების ნახარშის ჩაი ცნობილია როგორც სისხლგამწმენდი, სისხლის წარმოქმნის ხელშემწყობი და ნერვების დამაწყნარებელი საშუალება. მას სამკურნალო ეფექტი აქვს ჰემოროის (ბუასილის), ელენთის, ღვიძლის, ქალური დაავადებების დროს. ჩაის მომზადების წესი ასეთია: 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთლებს ერთი მეოთხედი ჭიქა ადუღებული წყალი დაასხით, 15 წთ გააჩერეთ, შემდეგ გაწურეთ. ქორფა მარწყვის წვენი შესანიშნავი საშუალებაა ჭორფლებისა და პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად. სახეზე მარწყვის წვენი წაისვით და 15 წუთით გააჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ასეთი ნიღაბი რეკომენდებულია კვირაში 2-3-ჯერ, ერთი თვის განმავლობაში. თუ ალერგიული ხართ, გაფრთხილდით!

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

მარწყვი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები