რომელი მცენარე რომელი დაავადებების დროს არ არის რეკომედირებული - ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ, თუ ფიტოთერაპიით ხართ დაინტერესებული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელი მცენარე რომელი დაავადებების დროს არ არის რეკომედირებული - ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ, თუ ფიტოთერაპიით ხართ დაინტერესებული

1. ბევრ მცენარეს აქვს ნაღველმდენი თვისება და ნაღვლის ბუშტის ფუნქციური პრობლემების მქონეთათვის მეტად სასარგებლოა, მაგრამ თუ ადამიანს ნაღვლის ბუშტში კენჭები აქვს, მათი მიღება ეკრძალება.

2. ჟენ-შენს ხშირად იყენებენ როგორც ორგანიზმის მატონიზებელ საშუალებას, მაგრამ იგი შეუთავსებელია ყავასა და კოფეინის შემცველ პრეპარატებთან. ასეთ კოქტეილს, გამხნევების ნაცვლად, შეუძლია ზედმეტი აღგზნება და გაღიზიანება გამოიწვიოს.

3. ანტიბიოტიკოთერაპიის დროს ფხიზლად უნდა იყოთ, ვინაიდან არსებობს მცენარეები, რომელთა მიღებაც ტეტრაციკლინის ჯგუფის პრეპარატებსა და სულფანილამიდებთან ერთად აკრძალულია. ასეთია, მაგალითად, კრაზანა. მისი მიღება ამ ტიპის ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში საგრძნობლად ზრდის სინათლისადმი მგრძნობელობას და შესაძლოა, მზეზე გატარებული რამდენიმე წუთი ძლიერი დამწვრობით დასრულდეს.

4. უკანასკნელ წლებში სულ უფრო იზრდება მცენარეთა გვერდითი მოვლენების ჩამონათვალი და ასეთებს შორის ყველასთვის კარგად ნაცნობი კატაბალახა და ვირისტერფაც კი მოხვდნენ.

5. ყველასთვის ასე საყვარელი ალოეს ახალგამოწურული წვენი აკრძალულია თირკმელების და ნაღვლის ბუშტის ანთებისას, საშვილოსნოდან სისხლდენისას და ბუასილის დროს.

6. ლიმონურა და ჟენ-შენი არ არის რეკომენდებული ჰიპერტონიისას, უძილობის, მომატებული ნერვული ფონისას.

7. კრაზანას მიღება არ შეიძლება სხეულის მომატებული ტემპერატურისა და ჰიპერტონიისას.

8. შტოშმა შესაძლოა გამოიწვიოს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავება.

9. სიმინდის ულვაში და ჭინჭარი არ შეიძლება სისხლის შემადებებელი უნარის მომატების დროს.

10. პოდაგრისა და თირკმელკენჭოვანი დაავადებებისას ერიდეთ ჟოლოს და მჟაუნას ჭამას.

11. მრავალძარღვას მიღება არ შეიძლება გასტრიტებისა და კუჭის სეკრეტორული ფუნქციის მომატების დროს.

12. ძირტკბილას ხანგრძლივმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სასქესო ფუნქციის მოშლა და ორგანიზმში სითხის დიდი რაოდენობით შეკავება.

13. ბეგქონდარა აკრძალულია თირკმელების, ღვიძლის, კუჭის და ფარისებრი ჯირკვლის ანთებითი დაავადებების, აგრეთვე ათეროსკლეროზის დროს.

14. პირშუშხა და ნიორი აღიზიანებს თირკმელებსა და კუჭ-ნალავის ლორწოვან გარსს, ამიტომ ერიდეთ მათ გამოყენებას, თუ თირკმელების ან საჭმლის მომნელებელი სისტემის მწვავე ან ქრონიკული ანთებითი დაავადება გაქვთ.

15. სალბი უკუნაჩვენებია თირკმელების დაავადების დროს.