კიბოს დამარცხების საშუალება თუ ციანიდით მოწამვლის საფრთხე - რა უნდა ვიცოდეთ ვიტამინ B17-ის შესახებ

ამიგდალინი არის ნივთიერება, რომელიც ზოგიერთ თხილში, მცენარეებში და ხილის თესლში გვხვდება. მას კიბოს სამკურნალოდ იყენებენ, თუმცა ზოგიერთი კვლევის თანახმად, სერიოზული გევრდითი ეფექტები გააჩნია.
ექსპერტების თქმით, არანაირი მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს, რომ B17 ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა ონკოლოგიური დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად.
მას შეიძლება პოტენციური სარგებელი ჰქონდეს, თუმცა მის მოხმარებას სერიოზული რისკები ახლავს თან.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
მისმა მიღებამ შეიძლება ორგანიზმში შხამიანი და საშიში ნივთიერება ციანიდის გამომუშავება გამოიწვიოს.
შესაძლო სარგებელი
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კვლევების უმეტესობა ფოკურისრებულია B17-ის კიბოსთან ასოციაციაზე, ხოლო ჯანმრთელობის სხვა სფეროებში მისი სარგებლიანობის კვლევა იშვიათია.
თუმცა, ზოგიერმთა კვლევამ აჩვენა, რომ ვიტამინი სასარგებლოა:
• მაღალი არტერიული წნევისას
ერთ-ერთი ძველი კვლევისას აღმოჩნდა, რომ 40-დან 65 წლამდე ასაკის ადამიანებს ამიგდალინი წნევის რეგულირებაში დაეხმარა. მათი სისტოლური არტერიული წნევა 28.5%-ით, ხოლო დიასტოლური 25%-ით შემცირდა.
კვლევას საკონტროლო ჯგუფი არ გამოუყენებია და მისი შედეგები ნაკლებად საიმედოა.
• ამსუბუქებს ტკივილს
ვირთხებზე ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ B17-ს ტკივილის შემსუბუქება შეუძლია. ამიგდალინის, როგორც ტკივილგამაყუჩებლის ეფექტურობის ადამიანზე დაფუძნებული მტკიცებულება არ არსებობს.
• აძლიერებს იმუნიტეტს
2020 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვიტამინი იმუნიტეტს ამაღლებს.
უკუჩვენებები
როდესაც ადამიანი B17-ს იღებს, ის ციანიდად გარდაიქმნება წვრილ ნაწლავში. 500 მგ ამიგდალინის პერორალურად მიღება, 30 მგ ციანიდს უტოლდება.
ციანიდით მოწამვლა კი შესაძლებელია ფატალურად დასრულდეს.
მტკიცებულებები მოწმობს, რომ ამიგდალინი ორალური სახით 40-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ინტრავენური ფორმით, ვინაიდან ის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ციანიდად გარდაიქმება.
ციანიდის მოწამვლის სიმპტომებია:
• თავის ტკივილი;
• გულისრევა;
• სისუსტე;
• თვალის და კანის სიხშირე;
• სუნთქვის გაძლიერება.
მძიმე მოწამვლისას შეიძლება შემდეგი სიმპტომები გამოვლინდეს:
• თავბრუსხვევა;
• სისხლში ჟანგბადის ნაკლებობის გამო ტუჩების, ღრძილების და თვალის ირგვლივ კანის ლურჯი შეფერილობა;
• ღვიძლის დაზიანება;
• ნერვის დაზიანების გამო სიარულის გაძნელება;
• დაბნეულობა;
• კომა;
• კრუნჩხვები;
• გულის არითმია;
• გულის გაჩერება;
• სიკვდილი.
B17-ის გვერდითი მოვლენები შეიძლება გაუარესდეს, თუ ადამიანი:
• ნედლ ნუშს ჭამს;
• C ვიტამინის მაღალ დოზას იღებს;
• ლობიოს, ნიახურს, სტაფილოს, ან ატამს ჭამს.