კომში
პექტინისა და მთრიმლავი ნივთიერებების არსებობამ კომში ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან კუჭ-ნაწლავის აშლილობის დროს შეუცვლელი გახადა. ნაყოფის ნახარში და მურაბა გამოიყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის მოქმედების გასაუმჯობესებლად, ღვიძლის დაავადების, აგრეთვე პირღებინების საწინააღმდეგოდ და შარდმდენ საშუალებად.
თესლების ნახარში (5-10გ 100მლ წყალში მოხარშეთ) შინაგანად მისაღებად (სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში) გამოიყენება ბრონქიტის დროს, სველი საფენის სახით კი ანთების საწინააღმდეგო საშუალებად, თვალის ანთების, დამწვრობისა და კანის გაღიზიანების დროს.
კომშის წვენი (0,5-1 ჭიქა ჭამის წინ დღეში ორჯერ) სასარგებლოა სისხლნაკლულობისა და გულის დაავადების დროს.
სილამაზისათვის: ცხიმიანი კანისათვის სასარგებლოა კომშის ნიღაბი. ანტიმიკრობული მოქმედების წყალობით ის განსაკუთრებით ეფექტურია ფერიმჭამელების მოსაცილებლად. კომში წვრილ სახეხზე გახეხეთ და მიღებულ ფაფას ათქვეფილი კვერცხის ცილა დაუმატეთ. ნიღაბი სახეზე 20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
კომში შეიცავს პროვიტამინებს, B, ჩ, E, PP ვიტამინებს და მიკროელემენტებს: კალიუმს, ნატრიუმს.
გამოიყენება ნაწლავის ანთებითი დაავადებების დროს. კომშის წვენს აქვს მატონიზებელი, ანტისეპტიკური, შარდმდენი თვისებები. კომშის წვენი რეკომენდებულია ანემიის, სისხლძარღვთა და რესპირატორული დაავადებების, ასთმის დროს.
ყველა ჯიშის კომში დადებითად მოქმედებს ფსიქიკაზე. ასტიმულირებს ორგანოებს, აუმჯობესებს განწყობას. კომშის წვენი ბევრად ადვილი მოსანელებელია.
100 გ კომში შეიცავს:
- წყალს - 86,5 გ
- ცილას - 0,6 გ
- ცხიმს - 0,5 გ
- ნახშირწყლებს - 9,8 გ
- სახამებელს - 0,3 გ
- ორგანულ მჟავებს - 0,9 გ
- კალიუმს - 144 მგ
- კალციუმს - 23 მგ
- მაგნიუმს - 14 მგ
- ნატრიუმს - 14 მგ
- ფოსფორს - 24 მგ
- რკინას - 3000 მგ
- A ვიტამინს - კაროტინს, 0,4 მგ
- C ვიტამინს (ასკორბინის მჟავა) 23 მგ
- B1 ვიტამინს (თიამინი) - 0,02 მგ
- B2 ვიტამინს (რიბოფლავინი) - 0,04 მგ
- PP ვიტამინს (ნიაცინი) - 0,1 მგ
- კალორია - 42 კალორია.
მხედველობის გასაძლიერებლად და ხველების სამკურნალოდ კომში შეუცვლელია.
ნაყენი ასე უნდა მოამზადოთ: კომშის ორ ფოთოლს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და თავდახურულ ჭურჭელში გააჩერეთ დაახლოებით ნახევარი საათით, ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ ნახევარი ჭიქა ჭამის წინ, დარჩენილი ნახევარი ჭიქა ნაყენი კი – ჭამის შემდეგ.
კურსი ორი კვირის განმავლობაში ჩაიტარეთ და თავად დარწმუნდებით, რომ ხველაც შეგიჩერდებათ და მხედველობაც გაგიუმჯობესდებათ.
ხველების დროს კარგია ასევე კომშის გულისა და კურკების ნახარშის სმა. გაჭერით კომში შუაზე, ამოჭერით დანით გული კურკებიანად. დაასხით ორი ჭიქა ცივი წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ დაახლოებით 10-15 წუთით. დალიეთ ერთი ჩაის ჭიქა დღეში ორჯერ, თბილი, ჭამის შემდეგ – დილას და საღამოს.
წნევის დასაწევად შეგიძლიათ შემდეგი ნაყენი მოამზადოთ: ოთხ ცალ კომშის ფოთოლს დაასხით ერთი ლიტრი წყალი. ადუღეთ ათი წუთის განმავლობაში. დალიეთ ნაყენი დღეში ორჯერ, ჭამის წინ ან შემდეგ. ეს ნაყენი ასევე კარგია მომატებული პროთრომბინის დროსაც, რადგან მის დონეს არეგულირებს.
სამკურნალოდ გამოიყენება როგორც კომშის ნაყოფი, ასევე მისი ფოთლები და ხის ქერქი. ის დამამშვიდებლად მოქმედებს ფსიქიკაზე, აუმჯობესებს გუნება-განწყობას, ამაღლებს იმუნიტეტს, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, აამებს თავის ტკივილს, რეკომენდებულია ნაბახუსევზე, ანემიისა და დაბალი ჰემოგლობინის დროს.
კომშის ფოთლები საუკეთესო საშუალებაა ასთმის დროს. აქვს სისხლძარღვების შევიწროების უნარი და დაბლა სწევს არტერიულ წნევას.
პექტინი, რომელსაც კომში შეიცავს, ხელს უწყობს ორგანიზმიდან შხამიანი ნივთიერებების გამოდევნას.
ჰიპერტონიის დროს ერთი ჩაის ჭიქა წყალი დაასხით ორ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ კომშის ფოთოლს. ადუღეთ ნელ ცეცხლზე ნახევარი საათით, შემდეგ გააცივეთ, გადაწურეთ და მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი დღეში სამჯერ.
ხველების დროს ერთ სუფრის კოვზ კომშის თესლს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ წყლის ორთქლზე ოცი წუთის განმავლობაში, შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა ნაყენი დღეში სამჯერ, ჭამის წინ.