იმუნიტეტის ასამაღლებელი რეცეპტები
1) ნაყენი პირველი
მომზადების წესი: ერთლიტრიან ქილაში მოათავსეთ წვრილად დაჭრილი 100-150 გრამი ხახვი, დაამატეთ 100 გრამი თაფლი, დაასხით 500-600 მლ ნატურალური ღვინო, გააჩერეთ ორი კვირა, გადაწურეთ, მიირთვით ყოველდღიურად 3-4 სადილის კოვზი დღის პირველ ნახევარში.
2) ნაყენი მეორე
მომზადების წესი: გამჭვირვალე ბოთლში ჩაასხით სამი ჩაის ჭიქა წითელი ღვინო, დაამატეთ 5 კბილი დანაყილი ნიორი. ბოთლს დაახურეთ საცობი და ორი კვირა გააჩერეთ სინათლეზე (ყოველ ორ დღეში შეანჯღრიეთ). შემდეგ გადაწურეთ და გადაასხით მუქი ფერის ბოთლში. მჭიდროთ დაახურეთ ხუფი და ისე შეინახეთ.
მიღების სქემა: პირველ დღეს უნდა მიიღოთ ნაყენის 2 წვეთი,
მეორე დღეს - 4 წვეთი,
მესამე დღეს - 6 წვეთი და ა. შ. ყოვედღიურად 2-2 წვეთის მომატებით საბოლოოდ უნდა მიიღოთ 24 წვეთი. A
ამის შემდეგ წვეთების რაოდენობა იმავე სქემით (ანუ 2-2 წვეთით) უნდა შეამციროთ. როდესაც 2 წვეთს დაუბრუნდებით, კურსი თავიდან გაიმეორეთ.
თინათინ გოცაძე