ყურის ბიბილოების მასაჟი იმპოტენციისა და ფრიგიდულობის სამკურნალოდ
შესაბამისად, ყურის ბიბილოების მასაჟი უძველესი დროიდან ითვლებოდა მამაკაცთა იმპოტენციისა და ქალთა ფრიგიდულობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ საშუალებად.
საყურადღებოა, რომ თანამედროვე მედიცინა, რომელიც ყოველთვის მომართული იყო ალტერნატიული მეთოდიკების წინააღმდეგ და ცხადია, არც მთვარესა და არც წერტილებს ცნობდა, ვერ უარყოფს ბიბილოების მაღალ მგრძნობელობას და აქედან გამომდინარე მათი მასაჟის მნიშვნელობას. ეს იმიტომ, რომ ყურის ბიბილოზე ანატომიურად უამრავი ნერვული დაბოლოებაა, რომელიც იმპულსს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, უპირველეს ყოვლისა კი ზურგის ტვინს გადასცემს.
ამგვარად, ყურის ბიბილოების აქტიური მასაჟი (იგულისხმება ინტენსიური მასირება) ძლიერ მატონიზებელ და ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს ახდენს. ასე რომ, გნებავთ ჩინელებს ენდეთ, გნებავთ ევროპელებს, მთავარია, რეგულარულად ისრისოთ ბიბილოები!
თინათინ გოცაძე