/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ხალხური საშუალებები

ხალხური რეცეპტები ბუასილის, შეკრულობისა და ფაღარათის დროს

ხალხური მედიცინის რეცეპტები სხვადასხვა დაავადების დროს ძირითადი მკურნალობის დამატებითი საშუალება ან პროფილაქტიკის შესანიშნავი მეთოდია. ძირითად მკურნალობას ექიმი პაციენტის გამოკვლევისა და დიაგნოზის დასმის შემდეგ ნიშნავს. თუ გადაწყვეტთ ხალხური მედიცინის რეცეპტებით სარგებლობას, მაშინ კონსულტაცია ექიმთან გაიარეთ და მისი რჩევით შეარჩიეთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესატყვისი რეცეპტი.

ხალხური მედიცინის რეცეპტები

ბუასილს შველის ცირცელის ნაყოფის ახალგამოწურული წვენი. დალიეთ ეს წვენი დღეში სამჯერ 2-2 სირჩის ოდენობით, ოღონდ უნდა დაამატოთ შაქარი და მიაყოლოთ ერთი ჭიქა წყალი.

ბუასილის დროს: ხარშეთ ჭარხალი 1 საათის განმავლობაში, შემდეგ ჭარხლიანი ქვაბი ცივი წყლის ჭავლის ქვეშ გააცივეთ. უკვე მზა ჭარხალს მოაშორეთ კანი და დაჭერით მომცრო ნაჭრებად. ჭამეთ თითო-თითო ნაჭერი ჭარხალი დღეში 3-ჯერ ბუასილის კვანძის სრულ გაქრობამდე. სასურველია საკვები რაციონიდან ცხარე, მჟავე და მლაშე საკვების გამორიცხვა.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

შეკრულობის დროს: 20 გ ხეჭრელას ნაყენს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ გაგრილებამდე, შემდეგ გაფილტრეთ და დალიეთ, როგორც ჩაი.

მკვეთრად გამოხატული შეკრულობის დროს: დღეში 2-3-ჯერ მიიღეთ 5 გრამი ჭინჭრის ფხვნილი და მიაყოლეთ 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.თუ შეიძლება მასწავლეთ როგორ დავამზადო ნატურალური საფერავიდან გემოგლობინის ასამაღლებელი საშუალება.დუღილით რომ კეთდება.მადლობა</p>

ფაღარათის დროს: ნახევარი ჩაის კოვზი მწვანე ან შავი ჩაი კარგად დაღეჭეთ და გადაყლაპეთ 2-3 ყლუპი წყლით. თუ ასე მოიქცევით დღეში 2-3-ჯერ, ფაღარათი აღარ შეგაწუხებთ.

როგორ დავაღწიოთ თავი გულძმარვას სახლის პირობებში

გულძმარვა არის წვის, მჟავე წვენის ამოტყორცნის შემაწუხებელი შეგრძნება, რომელიც მკერდის ძვლის უკან წარმოიშობა. დადგენილია, რომ გულძმარვის მიზეზია საყლაპავის გაღიზიანება კუჭის მჟავა შიგთავსით. მოგეხსენებათ, კუჭში განუწყვეტლივ გამომუშავდება მჟავა რეაქციის წვენი. სიმძიმის ძალის წყალობით ის თორმეტგოჯა ნაწლავისკენ მიემართება. კუჭის შიგთავსის უკუამოტყორცნას ხელს უშლის საყლაპავის ქვედა ნაწილში, მისი კუჭში გადასვლის ადგილას, არსებული კუნთოვანი მომჭერი - სფინქტერი. საყლაპავიდან კუჭისკენ საკვების გადაადგილებისას სფინქტერი იღება, მერე კი იხურება. თუ სფინქტერის ტონუსი დაქვეითდა, ის სათანადოდ ვეღარ იხურება ან დროდადრო თავისთავად იღება, კუჭის შიგთავსი კი უკან, საყლაპავში, ადის. ამ უკუდენას რეფლუქსი ეწოდება და გულძმარვის მიზეზიც სწორედ ის არის.

გულძმარვა საკმაოდ ხშირია. ის ამერიკის მოსახლეობის 10%-ს აღენიშნება. გულძმარვას უჩივის ორსულთა 50%. ეპიზოდური გულძმარვა საშიში არ არის, ქრონიკული კი შესაძლოა სერიოზული დისკომფორტის მიზეზად იქცეს. ქრონიკული გულძმარვა ხშირად გასტროეზოფაგური (კუჭ-საყლაპავის) რეფლუქსური დაავადების გამოვლინებაა.

გულძმარვა არის შემდეგი დაავადებების სიმპტომი: გასტრიტის, დუოდენიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანების, კუჭ-ნაწლავთა ტრაქტის კიდევ სხვა ფუნქციური დარღვევების.

გულძმარვით მიმდინარე დაავადებების დროს ძირითად მკურნალობასთან ერთად ფიტოთერაპია ძალიან კარგ შედეგს იძლევა.

მომატებული მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროს რეკომენდებულია შემდეგი საშუალებების მიღება: კარტოფილის წვენის, სელის თესლის ნაყენის, ძირტკბილას ფესვების ნახარშის.

გულძმარვა შეიძლება ადამიანს დაქვეითებული მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროსაც აწუხებდეს. ასეთ დროს მკურნალობა მიმართული უნდა იყოს კუჭში არა ჭარბი მჟავიანობის ნეიტრალიზაციისკენ, არამედ საჭმლის მონელების გაუმჯობესების და ნაღვლის წვენის კუჭსა და საყლაპავში უკუგადასვლის დაუშვებლობისკენ. დაქვეითებული მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროს რეკომენდებულ მცენარეულ ნაკრებში უნდა შედიოდეს მრავალძარღვა.

ახლა შემოგთავაზებთ რამდენიმე რეცეპტს ქრონიკული გასტრიტისა და წყლულოვანი დაავადების დროს გულძმარვის თავიდან ასაცილებლად.

  • კარტოფილის წვენი:

დალიეთ დღეში 3-4-ჯერ ახალგამოწურული უმი კარტოფილის წვენი, 15-20 წუთით ადრე ჭამამდე. მკურნალობის კურსი შეადგენს 2-3 კვირას.

ეს არის ქრონიკული გასტრიტის დროს გულძმარვისგან გათავისუფლების ყველაზე მარტივი და იაფი მეთოდი, ის ყველასთვის კარგადაა ცნობილი.

  • ძირტკბილას ფესვების ნახარში:

10 გ დაქუცმაცებული ძირტკბილას ფესვები და 6 გ ფორთოხლის დაფქული ქერქი აურიეთ ერთმანეთში, დაასხით ორი ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ, ვიდრე ნახევარი არ აორთქლდება. შემდეგ დაამატეთ 60 გ თაფლი და დალიეთ 3 ჯერზე, ჭამამდე 10-15 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი ერთი თვეა. ეს რეცეპტი ეფექტურია კუჭში მაღალი მჟავიანობის დროს.

  • სხვადასხვა ბალახის ნახარში:

აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის დაქუცმაცებული მრავალძარღვა, ალთეს ფესვები, თავშავა, კრაზანა, კვლიავის ნაყოფი. ამ ნარევის 1 სუფრის კოვზს დაასხით ერთი ჭიქა წყალი, ნელ ცეცხლზე მიიყვანეთ ადუღებამდე და ადუღეთ 15 წუთი. გაგრილების შემდეგ გაფილტრეთ. 2-2 სუფრის კოვზი ნაყენი დალიეთ დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. რეკომენდებულია დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროს.

  • სელის თესლების ნაყენი:

2 სუფრის კოვზ სელის თესლს დაასხით ნახევარი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში 2-3 საათი, გაფილტრეთ. შემთბარი ნაყენი დალიეთ ძილის წინ, თუ გულძმარვა უპირატესად ღამე გივითარდებათ. ეს რეცეპტი ეფექტურია კუჭის ძლიერი სეკრეციის დროს.

  • სხვადასხვა ბალახის ნაყენი კუჭის მომატებული სეკრეციის დროს:

ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობით ფარსმანდუკი, სააფთიაქო გვირილა, კრაზანა, ძირტკბილას ფესვები. ამ ნარევის 10 გრამს (ერთი სუფრის კოვზი) დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში 2-3 საათი, შემდეგ გაფილტრეთ. ნაყენი დალიეთ შემთბარი, თითო ჭიქა დღეში 2-3-ჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი შეადგენს 2-4 კვირას. ეს რეცეპტი ეფექტურია კუჭის ძლიერი სეკრეციის დროს.

  • სხვადასხვა ბალახის ნაყენი კუჭის დაქვეითებული სეკრეციის დროს:

აურიეთ ერთმანეთში ერთი წილი კრაზანა, 4 წილი მელისა, 3 წილი მრავალძარღვა, 2 წილი ახალი ჭინჭარი, 2 წილი თავშავა. ამ ნაყენის 1 სუფრის კოვზს დაასხით 2/3 ჭიქა წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე, გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში 2-3 საათი, შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ 2 სუფრის კოვზი ნაყენი დღეში 4-ჯერ ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. რეკომენდებულია დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტისას.

  • კოთხუჯის ფესვების ნაყენი:

1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ კოთხუჯის ფესვებს შეურიეთ 4 სუფრის კოვზი დაფხვნილი მელისა. 1 ჩაის კოვზი ნარევი გააზავეთ 1/3 ჩაის კოვზ თბილ წყალში და დალიეთ დღეში 3-ჯერ ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. ეს საშუალება რეკომენდებულია გულძმარვის, მუცლის შებერილობისა და მეტეორიზმის დროს.

მაჯის გვირაბის სინდრომი - იოგა ტკივილს მოგიხსნით

რა აქვთ საერთო კომპიუტერის ოპერატორებს, ავტომრბოლელებსა და დამხარისხებლებს? ყველას ამა თუ იმ დონეზე აწუხებს მაჯის ტკივილი, რასაც ექიმები მაჯის გვირაბის სინდრომს უწოდებენ.

მაჯის გვირაბის სინდრომი არის ტკივილი, რომელსაც იწვევს ანთების გამო შეშუპებული იოგის ზეწოლა სისხლძარღვებსა და ხელიდან თითებისკენ მიმავალ მთავარ ნერვზე. ამის შედეგად სისხლის მიმოქცევა რთულდება, მიჭყლეტილი ნერვი კი იწვევს ტკივილს, კანკალს, ხელისა და თითების სიმხურვალეს. ხელისა და მაჯის მონოტონურმა მოძრაობამ, მაგალითად, კომპიუტერზე ხანგრძლივმა მუშაობამ, შეიძლება გამოიწვიოს მაჯის გვირაბის სინდრომის პროვოცირება.

მაჯის გვირაბის სინდრომის მკურნალობის ტრადიციული მეთოდი წამლებითა და ქირურგიულ მკურნალობას გულისხმობს. ზოგიერთი ექიმი პრობლემის ახლებურად გადაჭრას სთავაზობს პაციენტს - ეს იოგას ვარჯიშებია.

გამოიკვლიეს მაჯის გვირაბის სინდრომის მქონე 42 პაციენტი, რომლებიც დაავადების დამარცხებას იოგას დახმარებით ცდილობდნენ, კერძოდ, იოგას ვარჯიშებით მაჯის კუნთს აძლიერებდნენ და მაჯას ძალას მატებდნენ. ყოველი ვარჯიში მხოლოდ 20 წამი გრძელდებოდა, მაგრამ უდავოდ დადებითი ეფექტი მოჰქონდა.

ვარჯიშის დროს პაციენტს მხრები დაშვებული უნდა ჰქონდეს. მაჯაში ძალისა და მოქნილობის მოსამატებლად თქვენც გირჩევთ მიმართოთ იოგას.

  • მხრების გაჭიმვა:

დაჯექით სკამზე და ხელისგულებით დაეყრდენით სკამის საჯდომს, შემდეგ მოიხარეთ ბეჭებში და ნელა ამოძრავეთ მხრები უკან და ქვემოთ 20 წამის განმავლობაში. შეეცადეთ არ დაძაბოთ მხრები, კისერი და სახე. შემდეგ მოდუნდით და გაიმეორეთ ეს ვარჯიში.

  • მლოცველის პოზა:

დაჯექით სკამზე ან იატაკზე, ორივე ხელისგულები და თითები მიატყუპეთ და მაღლა ასწიეთ მლოცველის პოზაში. ამ მდგომარეობაში გაჩერდით 20 წამი, შემდეგ მოდუნდით და გაიმეორეთ ვარჯიში. ვარჯიშის ბოლოს ხელისგულები ერთმანეთს არ მოაშოროთ, ისე გაშალეთ თითები და დააშორეთ ერთმანეთს მაქსიმალურად. ამ მდგომარეობაში გაჩერდით 20 წამი. შემდეგ მოდუნდით და გაიმეორეთ ვარჯიში.

  • მისწვდით ჭერს:

დადექით კედელთან სახით, გაჭიმეთ ხელი და თითები წინ და ზემოთ და გაშლილი ხელისგულებით მიეყრდენით მოპირდაპირე კედელს. თითები შეერთებული გქონდეთ, იდაყვების სახსრები არ ამოძრაოთ. ხელები გამართულად გეჭიროთ, ხელისგულები კვლავ კედელზე გქონდეთ მიყრდნობილი და ისე შეეცადეთ თითებით ნელ-ნელა ზემოთ მოძრაობას. ამ მდგომარეობაში გაჩერდით 20 წამი, შემდეგ მოდუნდით და გაიმეორეთ ვარჯიში.

  • რელაქსაცია:

ამ ბოლო ვარჯიშის შესასრულებლად დაწექით ზურგით იატაკზე. ხელები ოდნავ დააშორეთ თეძოებს. ხელისგულები ზემოთ უნდა გქონდეთ ამობრუნებული, ქუსლები შეატყუპეთ, ფეხის წვერები კი გაშალეთ. დახუჭეთ თვალები. ისუნთქეთ მშვიდად და თანაბრად, ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ ცხვირით. გაჩერდით ამ პოზაში 10 წუთი ან მეტი. ასადგომად მოხარეთ ფეხები და გადაბრუნდით გვერდზე.

  • დაბოლოს, კიდევ რამდენიმე რჩევა:

ამ ვარჯიშების შესრულების დროს ისუნთქეთ თავისუფლად და მშვიდად, სუნთქვა არავითარ შემთხვევაში არ შეიკავოთ. თავისუფლად და მშვიდად სუნთქვა დაგეხმარებათ მოდუნებასა და ყურადღების მოკრებაში.

თუ გაწუხებთ თითების მუდმივი კანკალი, მაშინ ექიმის კონსულტაციის გარეშე არ მიმართოთ იოგას, შესაძლოა მაჯის გვირაბის სინდრომი პროგრესირებდეს, რაც გაცილებით სერიოზულ ღონისძიებებს საჭიროებს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

როგორ უწყობს ხელს იოგა სისხლში შაქრის დონის მართვას

ვარჯიში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლში შაქრის დონის კონტროლში.
სრულად
News
News
10 რჩევა დიაბეტით დაავადებულებს
სრულად
სისხლძარღვთა შევიწროების ფონზე განვითარებული პათოლოგიები

გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს დღეს "საუკუნის პრობლემას" უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ ძირითადად სწორედ ისინია შრომისუნარიანი ასაკის ადამიანთა სიკვდილისა და ინვალიდობის გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი.
სრულად
ტროფიკული წყლული: დროა, ვიმოქმედოთ!
ტროფიკული წყლული: დროა, ვიმოქმედოთ!
სამრეწველო ქვეყნებში ყოველი მეოცე ადამიანი ვენურ უკმარისობას (ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას, თრომბოფლებიტს) უჩივის. თუ ამ დაავადებებს
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში

ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

ხალხური რეცეპტები ბუასილის, შეკრულობისა და ფაღარათის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები