ქაცვი კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ
და თითოეულ მათგანს ახლავს ექიმის კომენტარი. ამ წიგნის შეძენა შეგიძლიათ "ბიბლუსის" მაღაზიებში.
გარეცხილი, კარგად გამშრალი ქაცვი გაწურეთ წვენსაწურში. წვენს დაუმატეთ იმავე რაოდენობის შაქარი. ნარევი უნდა შეათბოთ ცეცხლზე 40°C-მდე (მეტი არ შეიძლება) და განუწყვეტლივ ურიოთ, ვიდრე შაქარი არ გაიხსნება. შემდეგ ცხელი ნარევი ჩაასხით გასტერილებულ ქილებში. ამგვარად მომზადებული ჟელე კარგად ინახება და თანაც ვიტამინებს ინარჩუნებს. მას იყენებენ ორგანიზმის დასუსტებისას, იმუნიტეტის დაქვეითებისას, ნებისმიერი დაავადებისას, ალერგიის გარდა. ქაცვის ზეთი აფთიაქებში იყიდება. თითო ჩაის კოვზი მიიღეთ ყოველ დილით, უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ექიმის კომენტარი: ქაცვის ზეთი აჩქარებს ჭრილობებისა და წყლულების შეხორცებას, გარდა ამისა, მას აქვს ანტიბაქტერიული თვისებები - აფერხებს არაერთი ბაქტერიის ზრდას. ქაცვის ზეთი აქვეითებს კუჭის წვენის სეკრეციას, აწესრიგებს ცხიმოვან ცვლას ღვიძლში, აჩერებს ათეროსკლეროზული პროცესის პროგრესირებას, მდიდარია E, B1, B2, B6 და P ვიტამინებით, ორგანული მჟავებით, ფოსფოლიპიდებით, მცენარეული სტერინებით.
ქაცვის ზეთს იყენებენ გინეკოლოგიაში ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ. ეს საშუალება ეფექტიანია დამწვრობის დროს, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგიის სამკურნალოდ. ქაცვისზეთიან სანთლებს იყენებენ პროქტოლოგიაში ეროზიულ-წყლულოვანი პროქტიტების, ჰემოროის სამკურნალოდ. ქაცვის ზეთი გამოიყენება, აგრეთვე, ჰაიმორიტის, ქრონიკული ტონზილიტის მკურნალობისას.