თირკმლის კენჭების დასაშლელი რეცეპტი
მართლაც, მცირე ზომის კენჭები აღმომაჩნდა. დამინიშნეს უამრავი წამალი - სითხეები, ტაბლეტები, ნემსები... ცოტა არ იყოს, შევწუხდი და ალბათ სახეზეც შემეტყო. ექიმმა შეამჩნია და მირჩია, მატიტელას ნახარში მეცადა. მისი მომზადებაც მასწავლა. 3 კვირა ვსვი ეს ნახარში. ტკივილები ისევ მქონდა, მაგრამ ყრუ ხასიათი მიიღო. შემდეგ ხელახლა გავიკეთე ექოსკოპია. კენჭები გამქრალიყო, მხოლოდ ქვიშა იყო დარჩენილი. პერიოდულად პროფილაქტიკისთვის ახლაც ვსვამ მატიტელას ნახარშს, რომელსაც ასე ვამზადებ: 2 სუფრის კოვზ ბალახს (აფთიაქში ვყიდულობ) ვასხამ 1 ჭიქა მდუღარე წყალს, 1 საათს ვაჩერებ თავდახურულ ჭურჭელში, შემდეგ ვწურავ და ვიღებ 1/3 ჭიქას დღეში 3-ჯერ ჭამის წინ.