მკვდარი ფუტკრებით მკურნალობა
სამედიცინო დანიშნულებისათვის მას იყენებენ დამბალს, ნახარშის, ლინიმენტის ან სპირტიანი ექსტრაქტის სახით.
*15 წუთის განმავლობაში ცხელ წყალში დამბალ, მარლაში გახვეულ ფუტკრებს ადებენ ანთების კერას.
*ლინიმენტის დასამზადებლად პოდმორს ფქვავენ და ურევენ ზეითუნის ზეთთან. კუნთის ან სახსრის ტკივილისას ახდენენ ამ მასის შეზელვას.
*1 ჭიქა მკვდარ ფუტკრებს დავასხათ 1 ლიტრი არაყი და ბნელ ადგილას გავაჩეროთ 10-12 დღე. გავფილტროთ. მტკივნეულ ადგილს წავუსვათ ნებისმიერი ცხოველური ქონი და დავაფინოთ ნაყენში დასველებული თეთრი დოლბანდი, შემოვახვიოთ კომპრესის ქაღალდი და შალის ქსოვილი. გამოიყენება რევმატიზმით, რადიკულიტით და ა.შ. გამოწვეული ტკივილების დროს.
*სპირტიანი ექსტრაქტის დასამზადებლად 1 სუფრის კოვზ დაფქულ პოდმორს ასხავენ 1 ჭიქა არაყს და აჩერებენ 2 კვირა. არტერიული წნევის სტაბილიზაციის მიზნით იყენებენ 15-20 წვეთს ჭამის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში.
*ნახარში კარგად მოქმედებს თირკმლის დაავადებების დროს. 1 სუფრის კოვზ პოდმორს ასხავენ ნახევარ ლიტრ მდუღარე წყალს და ნელ ცეცხლზე ხარშავენ 2 საათი. შემდეგ ნახარში უნდა გადაიწუროს და ერთი თვის განმავლობაში იღებენ 1 სუფრის კოვზს ორჯერ დღეში.