შაქრის დამწევი მცენარეული საშუალებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შაქრის დამწევი მცენარეული საშუალებები

დიაბეტი ტიპის II-ის შემთხვევაში ფიტოთერაპია დამოუკიდებელ მეთოდადაც გამოიყენება, ასევე დიეტასა და ფიზიკურ დატვირთვებთან ერთად, რაც შეეხება დიაბეტი ტიპი I-ის – ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში, ფიტოთერაპიას დამხმარე მეთოდად მიმართავენ სამკურნალო პრეპარატებთან, დიეტასა და ფიზიკურ დატვირთვებთან ერთად, რამდენადაც წარმატებით წარმართული მკურნალობისას, მოსალოდნელია ინსულინის დღე-ღამური დოზის შემცირება.

ოფიციალური მონაცემებით, არაინსულინდამოკიდებული პაციენტების 75%, ხოლო ინსულინდამოკიდებული პაციენტების 10% წარმატებით იყენებს შაქრის დამწევ სამკურნალო მცენარეებს კომპლექსურ თერაპიაში.

შაქრიანი დიაბეტისას ფიტოთერაპია ტარდება მხოლოდ და მხოლოდ ექიმი ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობით, რამდენადაც შაქრის დამწევი მცენარეული საშუალებანი ავსებენ ძირითად მკურნალობას და მათი სახე, მიღების პირიოდი და სიხშირე სპეციალისტმა უნდა განსაზღვროს.

  • მსგავსი თვისების სამკურნალო მცენარეების მიღების შემდგომ, საგრძნობლად უმჯობესდება პაციენტის მდგომარეობა და სისხლში შაქრის დონეც იკლებს, რაც, თავის მხრივ, მომავალში მედიკამენტების დოზის შემცირებას და შესაძლოა, მათი სრულად მოსხნის საფუძველიც გახდეს;
  • მცენარეები გამოიმუშავებენ საკმაოდ ბევრ რთულ ქიმიურ ნაერთს, რომელთა სინთეზიც ცხოველურ ორგანიზმში ვერ ხდება, ეს ბოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ სასიკეთო ფიზიოლოგიურ ძვრებს იწვევენ;
  • მცენარეული პრეპარატების უპირატესობა, სინთეზურთან შედარებით, მათი თერაპიული მოქმედების გაცილებით ფართო დიაპაზონში ვლინდება, ისინი ხომ იმ კომპლექსურ ნივთიერებებს შეიცავენ, რომელთაც ორგანიზმი კარგად ეგუება, აუმჯობესებენ ქსოვილების ელასტიკურობასა და შეღწევადობას, ორგანიზმს მავნე ნაერთების გამოდევნაში ეხმარებიან.

გთავაზობთ სისხლში შაქრის შესამცირებელ რამდენიმე რეცეპტს

კაკლის უღელი

კაკლის უღლის ნახარში შაქრიანი დიაბეტის დროს აუმჯობესებს საერთო მდგომარეობას. 40 გრამ კაკლის უღელს დაასხით 1/2 ლიტრი წყალი და ნელ ცეცხლზე ერთი საათი ადუღეთ. მიიღეთ ჭამამდე 10-15 წუთით ადრე, თითო სადილის კოვზი.

ძალზე სასარგებლოა ასევე მაისში დაკრეფილი კაკლის ფოთლების ნაყენიც: 1 სადილის კოვზ წვრილად დაჭრილ კაკლის გამომშრალ ფოთოლს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, ერთი წუთის განმავლობაში ადუღეთ, შემდეგ გადმოდგით, გააციეთ, გადაწურეთ და სვით მთელი დღის განმავლობაში თანაბარი ულუფებით. შეგიძლიათ მიიღოთ ხანგრძლივად, ერთი წლის განმავლობაში.

წიწიბურა

დაფქვით წიწიბურა, საღამოს ერთი სუფრის კოვზი ჩაყარეთ მაწონში, დატოვეთ ღამით. მიიღეთ დილით უზმოზე, საუზმის ნაცვლად.

დაფნის ფოთოლი

10 ცალ დაფნის ფოთოლს დაასხით 3 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2–3 საათი. მიიღეთ 1 ჭიქა დღეში სამჯერ. ეს საშუალება ამცირებს როგორც შაქრის დონეს სისხლში, ისე არტერიულ წნევასაც.

ჭინჭრის ფოთოლი

ჭინჭრის ახალი, ქორფა ფოთლებისგან მოამზადეთ ნაყენი შემდეგნაირად: 50 გრამ ფოთოლს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ დაახლოებით ორი საათით, მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ ერთი ჩაის ჭიქა.

კუნელის ნაყოფი

დიაბეტის დროს ძალიან სასარგებლოა კუნელის ნაყოფი, განსაკუთრებით, უმად. აუცილებლად მიიღეთ ჭამის შემდეგ, რადგან მშიერზე მიღებამ შესაძლოა ნაწლავური სპაზმი გამოიწვიოს.

ლობიოს ქერქი

დიაბეტის დროს ძალიან ეფექტურია ლობიოს ქერქი. 3 კოვზ დაქუცმაცებულ ლობიოს პარკს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და ადუღეთ ერთი საათი. დალიეთ ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ერთი თვის განმავლობაში.

ვარდკაჭაჭას ფესვები

ასევე კარგია ვარდკაჭაჭას ფესვების ნაყენი. მისი ფესვები დაფქვით, ყავის მსგავსად მოადუღეთ და დღეში ერთი ჭიქა მიირთვით.

მოცვის ფოთლები

მოცვის ფოთლების ნაყენი შემდეგნაირად დაამზადეთ: გამხმარი, გამომშრალი ფოთლები დანაყეთ და 3 ს/კ ფოთოლს დაასხით 3 ჭიქა მდუღარე წყალი. შემდეგ კარგად თავდახურული 15 წუთი ორთქლზე გააჩერეთ. მიიღეთ 1 ჭიქა 3-ჯერ დღეში.

მოხარშული ხახვი

3 ცალი ხახვი დილით წვრილად დაჭერით. გადაიტანეთ ემალის ქვაბში, დაასხით 250 მლ წყალი, ადუღეთ 8-10 წთ. გადმოდგით, გადაწურეთ.

სითხე სამად გაყავით. დალიეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

გაიმეორეთ ეს 10 დღე. შეისვენეთ რამდენიმე თვე და განაახლეთ კურსი.

მოხარშული კვერცხი და ძმარი

მოხარშეთ კვერცხი მაგრად, საღამოს პერიოდში. გაფცქვენით და დაჩხვლიტეთ ჩანგლით. ჩაასხით ძმარი ღრმა ჯამში, ჩადეთ იქ კვერცხი, რათა დაიფაროს ძმრით. დატოვეთ მთელი ღამე. დილით მიირთვით კვერცხი და დააყოლეთ ოთახის ტემპერატურის წყალი.

კამის წყალი

1 სადილის კოვზ კამის თესლს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი, დადგით თერმოსში 1 სთ. გადაწურეთ, მიიღეთ დღეში 2 ჭიქა დილა-საღამოს.

გოგრის თესლი, დარიჩინი და ფინიკი

150 გ სუფთა გოგრის თესლი ჩაალბეთ წყალში 8 საათით, გადაღვარეთ წყალი და თესლი ბლენდერში ჩაყარეთ, დაამატეთ 4 ჭიქა წყალი. ათქვიფეთ.

გადაწურეთ დოლბანდით, დაამატეთ დაჭრილი 4-5 ცალი ფინიკი და 0,5 ჩაის კოვზი დარიჩინი და ათქვიფეთ.

მიიღეთ დღეში 100-100გ, ჭამამდე 30წთ-ით ადრე. სვით 4 დღის მონაცვლეობით.

საზამთროს თესლის ნახარში

ჩაასხით ქვაბში 1 ლიტრი წყალი, დადგით ცეცხლზე. ადუღებისას ჩაყარეთ 40 გრამი საზამთროს თესლი (დანაყილი). ხარშეთ დაბალზე 30 წუთით. გადმოდგით და დატოვეთ 1 სთ. გადაწურეთ და ჩაასხით ჭურჭელში.

დალიეთ პირველად უზმოზე, საუზმემდე 30 წთ-ით ადრე. სვით თითო ჭიქა დღეში 3-ჯერ.

ოროვანდის ფესვები

40გ მშრალ ოროვანდის ფესვს დაასხით 300 მლ მდუღარე, დატოვეთ 2 სთ. გადაწურეთ და მიიღეთ 0,5 ჭიქა დღეში 3ჯერ, ჭამის შემდეგ.

ბაბუაწვერას ფესვები

1 ს.კ. დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 0,5 ლ მდუღარე. დატოვეთ. გადაწურეთ და მიიღეთ. ერთი დღის სამყოფია.

კაკლის ახალი ფოთლების ნაყენი

დაჭერით მშრალი მაისის ფოთლები. 1 ს.კ.-ს დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი, ადუღეთ 1 წუთი. გააციეთ, გადაწურეთ და სვით მთელი დღე.

მოცვის ფოთლები

1 ს.კ. მოცვის ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე, აადუღეთ. დატოვეთ 2 სთ, გადაწურეთ, სვით 3-ჯერ დღეში, 1/3 ჭიქა.

იასამნის ფოთლების ჩაი

2 ს.კ. ახალ ფოთოლს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე, დატოვეთ 6 სთ. ეს დღეღამური ნორმაა, 3-4 ჯერზე დასალევი.

სამყურას ფოთლები და ყვავილები

1 ს.კ. ახალ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე, დატოვეთ 3 სთ. დალიეთ 1/3 ჭიქა 3ჯერ დღეში, ჭამამდე.

გაითვალისწინეთ!

  • სისხლში შაქრის დონის შესამცირებელი უამრავი რეცეპტი არსებობს. თუ გადაწყვეტთ ხალხური მეთოდებით დაავადებასთან ბრძოლას, აუცილებლად დააკვირდით თქვენს ორგანიზმს, ხშირად გაიკონტროლეთ შაქრის დონე, რადგან ზოგიერთმა საშუალებამ, შესაძლოა, ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დონის ვარდნა) გამოიწვიოს.
  • თითოეული მცენარის მოქმედება სხვადასხვა ადამიანზე ინდივიდუალურია. გაითვალისწინეთ მცენარის მოქმედება ორგანიზმზე ზოგადად – ზოგიერთ მცენარეს უკუჩვენებები აქვს და შეიძლება სისხლში შაქრის დონეზე ძალიან კარგად იმოქმედოს, მაგრამ, ამავდროულად დააზიანოს სხვა ორგანო და სისტემები, გამოიწვიოს ალერგია, არტერიული წნევის ზრდა და სხვა უსიამოვნო სიმპტომები.