ვაშლის ძმრის სასარგებლო თვისებები
დუღილის პროცესში წარმოიქმნება - ლიმონის, რძის, ვაშლის მჟავებს და სხვა. ძმრის ეს სახეობა მდიდარია ფტორით, რკინით, კალიუმით, ფოსფორით, კალციუმით, ნატრიუმითა და სპილენძით. ჩამოთვლილი ვიტამინების, მჟავებისა და მიკროელემენტების წყალობით ვაშლის ძმარს დიდი სამკურნალო ეფექტი აქვს - აწესრიგებს არტერიულ წნევას, არეგულირებს სისხლის შედედების ფუნქციას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, ეხმარება ცხიმების მონელებას, მატონიზებელ გავლენას ახდენს კანზე, გამოდევნის წიდებს ორგანიზმიდან.
ყელის ტკივილის დროს სასარგებლოა ვაშლის ძმრით ყელის გამოვლება, კარგ ეფექტს იძლევა ცხელების დროს მისი ხსნარით ტანის დაზელა. კოღოს ნაკბენი უბნის დაამებისათვის რეკომენდებულია ვაშლის ძმრის შეზელა, აკნეს დროს სახის გაწმენდა ვაშლის ძმრის წყალხსნარით, თავის კანისა და თმის სიჯანსაღისთვის ასევე აღნიშნული ხსნარის გადავლება. ამგვარად, ვაშლის ძმარს დიდი გამოყენება აქვს არა მხოლოდ კულინარიაში, არამედ, მედიცინასა და კოსმეტოლოგიაშიც.
თინათინ გოცაძე