მანდარინის ქერქი სასარგებლოა - ნახეთ ხველების სამკურნალო რეცეპტები
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა საპროფილაქტიკოდ. მანდარინის ქერქში შემავალი ფლავონოიდი - ჰესპერიდინი იცავს ორგანიზმს ვირუსებისაგან, გააჩნია ანთებისა და ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება.
მანდარინის ქერქში შემავალი ეთერზეთები ხსნის დაღლილობას, გაღიზიანებადობას, შიშის განცდას, ასტიმულირებს ნერვულ სისტემას. ასევე გამოირჩევა მატონიზებელი ეფექტით, ებრძვის ნაოჭებს, ეფექტურია ცხიმიანი და კომბინირებული კანისათვის.
როდის შეიძლება მანდარინის ქერქის გამოყენება
ბრონქიტის დროს:
აიღეთ სამი სადილის კოვზი წვრილად დაქუცმაცებული მანდარინის ქერქი, დაასხით 2 სადილის კოვზი მდუღარე წყალი, გააჩერეთ 3 საათი და გადაწურეთ. დაამატეთ ცოტაოდენო თაფლი და დალიეთ ნარევი დღის განმავლობაში.
მშრალი ხველის დროს:
მანდარინის ქერქის ნაყენი ნახველის გათხევადების და გამოყოფისათვის საუკეთესო საშუალებაა. აიღეთ ერთი მანდარინის წვრილად დაქუცმაცებული ქერქი, დაასხით ერთი ჭიქა არაყი, გააჩერეთ ბნელ ადგილას ერთი კვირა. მიიღეთ 20-20 წვეთი დღეში სამჯერ ჭამის წინ.
გაითვალისწინეთ, რომ გამოყენების წინ მანდარინის ქერქი კარგად უნდა გარეცხოთ, რადგან კანზე არის ბაქტერიები, პარაზიტები და სხვადასხვა არასასურველი ნივთიერებები.
თინათინ გოცაძე