ვუმკურნალოთ ნერვებს მცენარეული საშუალებებით - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

ვუმკურნალოთ ნერვებს მცენარეული საშუალებებით

ვუმკურნალოთ ნერვებს მცენარეული საშუალებებით

დღეს არსებობს თანამედროვე ტრადიციული მედიცინა და ხალხური მედიცინა, რომელიც სხვადასხვა ხალხის მიერ საუკუნეების განმავლობაში დაგროვებულ გამოცდილებას ეფუძნება. ხალხში გავრცელებული სამკურნალო მცენარეების ეფექტიანობა დრომ გამოსცადა. უფრო და უფრო ხშირად იყენებენ მათ თანამედროვე ფარმაცევტულ წარმოებაშიც. გთავაზობთ ხალხური მედიცინის იმ რეცეპტებს, რომლებიც გამოგადგებათ გაღიზიანებადობის, ნევროზის, უძილობის, დაღლილობისა და სისუსტის სამკურნალოდ.

  • საუკეთესო დამამშვიდებელი საშუალებაა პიტნის, კატაბალახას ფესვების, ძიძოს ღეროების, აგრეთვე კუნელისა და ასკილის ყვავილების ჩაი. ყველა ეს მცენარე უნდა ავიღოთ დაახლოებით თანაბარი რაოდენობით და დავასხათ ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი. გავაჩეროთ, გადავწუროთ და მივიღოთ ნახევარი ჩაის
    ჭიქა ჭამამდე 5-10 წუთით ადრე.
  • ძალიან კარგი დამამშვიდებელი ეფექტი აქვს კალენდულას ჩაის. დაასხით მას 200 მლ მდუღარე წყალი. როცა გაგრილდება, გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში 2-3-ჯერ.
  • სტრესის მოხსნასა და უძილობის დაძლევაში დაგეხმარებათ დამამშვიდებელი მცენარეული აბაზანები ძილის წინ. ასეთი აბაზანისთვის უნდა მოამზადოთ აბზინდის, როზმარინისა და
    ცაცხვის ნახარში. აიღეთ ეს მცენარეები დაახლოებით 1 კგ-ის ოდენობით და დაასხით 4 ლიტრი წყალი, შედგით ნელ ცეცხლზე, ადუღეთ დაახლოებით 5 წუთით, მერე ქურიდან გადმოდგით და კიდევ 15 წუთი გააჩერეთ, ბოლოს გადაწურეთ. ნახარში ჩაასხით თბილ აბაზანაში. დამამშვიდებელი აბაზანა შეგიძლიათ მიიღოთ კვირაში ერთხელ, უშუალოდ ძილის წინ. აბაზანის ხანგრძლივობაა 20-25 წუთი.
  • ძალიან კარგი დამამშვიდებელი ეფექტი აქვს ბარამბოს ნაყენის აბაზანას. აიღეთ 5 სუფრის კოვზი ბარამბო, დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, ნახევარი საათით ჩადგით წყლის აბაზანაში, მერე გადაწურეთ და წყლით სავსე აბაზანაში ჩაასხით. დამამშვიდებელი აბაზანის ხანგრძლივობაა 10-15 წუთი.
  • ნერვული სისტემის მოსაწესრიგებლად კარგია ეს არომატული აბაზანაც: აიღეთ ბარამბო - 1 წილი, როზმარინი - 1 წილი, სალბი - 1 წილი, ლავანდა - 1 წილი, პიტნა - 1 წილი. 500 გრამ ნარევს დაასხით 3 ლიტრი წყალი, გააჩერეთ ნელ ცეცხლზე 15 წუთი, გადაწურეთ და ჩაასხით თბილი წყლით სავსე აბაზანაში. აბაზანის ხანგრძლივობა 15 წუთია. პროცედურის კურსი 8-15 აბაზანას მოიცავს.
  • დიდი ტევადობის ჭურჭელში ჩაყარეთ 3,5-4 კგ ნაძვის წიწვები, დაასხით 6 ლიტრი წყალი და ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე. ნახარში გადაწურეთ. აბაზანაში ჩაასხით ნახარში და 1 კგ ზღვის მარილი. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ ვალერიანიც. წყლის ტემპერატურა უნდა იყოს +370ჩ. აბაზანა მიიღეთ ნახევარი საათის განმავლობაში კვირაში 2-3-ჯერ, რის შემდეგაც მიირთვით ამცენარეული ჩაი: 2 წილი სვიის გირჩა, 1 წილი გვირილა, 1 წილი ვალერიანის ფესვები, 1 წილი ბარამბო. დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში და დალიეთ 1 კვირის განმავლობაში. ჩაიში შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი და ლიმონი. ასევე შეგიძლიათ მიიღოთ კუნელის ნახარში და დააყოლოთ შოკოლადი და ქიშმიში.
  • შერყეული ნერვული სისტემის სამკურნალოდ ეფექტურია კუნელის გამხმარი ნაყოფის ჩაი. აიღეთ 1 სუფრის კოვზი კუნელი და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ 2 საათი, მერე გადაწურეთ. უნდა მიიღოთ 1-2 ჩაის კოვზი ნაყენი დილით, შუადღისას, საღამოს და უშუალოდ ძილის წინ. ეს ჩაი, გარდა იმისა, რომ ამშვიდებს ნერვულ სისტემას, თავბრუხვევას, ქოშინს, ჰიპერტონიასაც უხდება.
  • თუ ჭარხლის წვენს შეურევთ თაფლს 1:1 თანაფარდობით, შესანიშნავ დამამშვიდებელ საშულებას მიიღებთ. ეს ნარევი შეგიძლიათ მიიღოთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ. მკურნალობის კურსი 10 დღეა.
  • ბევრი მომატებულ აღგზნებადობასა და გაღიზიანებადობას კატაბალახას ნაყენით ებრძვის. 1 სუფრის კოვზი კატაბალახას ძირი მოათავსეთ თერმოსში და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. ნაყენი მთელი ღამით გააჩერეთ, მერე კი მიიღეთ დღეში 3-ჯერ მესამედი ჭიქა. გაითვალისწინეთ: მკურნალობა არ შეიძლება გააგრძელოთ 2 თვეზე მეტხანს.
  • ხალხურ მედიცინაში დამამშვიდებელ საშუალებად დიდი ხანია წარმატებით იყენებენ თავშავას. ამ მცენარის ნაყენი ამცირებს გულისცემას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აქვეითებს არტერიულ წნევას. დამაშვიდებელი ეფექტით თავშავა კატაბალახასაც კი ჯობს.
  • 1 სუფრის კოვზ თავშავას დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ ნახევარი საათი. გადაწურეთ და მიიღეთ 1-2 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
  • უჩვეულო, მაგრამ ეფექტური დამამშვიდებელი საშუალებაა ყვავილის ფურცლების ნაყენი. 1 ჩაის ჭიქა წყალზე აიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა თეთრი გლადიოლუსის და თეთრი ვარდის ფურცელი და 2 სუფრის კოვზი თეთრი ფლოქსის ფურცელი. დააყენეთ სიბნელეში1 კვირით და დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი სოდა. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.


სპირტიანი დამამშვიდებელი ნაყენები

  • შესანიშნავ დამამშვიდებელ საშუალებად ითვლება ღვინო ბარამბოთი. 1 ლიტრ თეთრ ღვინოს დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი გამხმარი, დაქუცმაცებული ბარამბო. ჭურჭელს მჭიდროდ დაახურეთ თავზე და გააჩერეთ სიბნელეში, ოთახის ტემპერატურაზე, 2 კვირის განმავლობაში. გადაწურეთ და მიიღეთ 1,4 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ.
  • ხალხურ მედიცინაში, როგორც აღვნიშნეთ, დამამშვიდებელ საშუალებად ხშირად გამოიყენება კუნელის ყვავილი. 10 წილ სპირტს უნდა დავამატოთ 1 წილი ყვავილი და გავაჩეროთ 1 კვირა. 30 წვეთი ნაყენი გავაზავოთ 1,3 ჩაის ჭიქა თბილ წყალში და მივიღოთ დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.
    ლ ეფექტურია კუნელისა და კატაბალახას კოქტეილი. ნაყენი ცალ-ცალკე მზადდება, ერთმანეთში უნდა ავურიოთ უშუალოდ მიღების წინ.

კუნელის ნაყენი: 1 ჩაის ჭიქა ახალ, დაქუცმაცებულ კუნელის ნაყოფს დავასხათ 1 ჩაის ჭიქა 700ჩ-იანი სპირტი. გავაჩეროთ სიბნელეში 3 კვირა, გადავწუროთ რამდენიმეკეც დოლბანდში.
კატაბალახას ნაყენი: 5 წილი 700-იანი სპირტი დავასხათ 1 წილ წვრილად დაჭრილ კატაბალახას ფესვს, დავდგათ თბილ, ბნელ ადგილას 1 კვირა, გადავწუროთ რამდენიმეკეც დოლბანდში. 30 წვეთი ნარევი გავხსნათ 1,3 ჩაის ჭიქა თბილ წყალში და მივიღოთ ძილის წინ.

  • თავშავას სპირტიანი ნაყენი, რომელსაც ასევე დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, ასე უნდა მომზადდეს: ნახევარი ჩაის ჭიქა 700ჩ-იანი სპირტი დავასხათ 20 გრამ თავშავას დაქუცმაცებულ ფოთოლს, გავაჩეროთ 2 კვირა და გადავწუროთ. 40 წვეთი გავაზავოთ 1,3 ჩაის ჭიქა თბილ წყალში და მივიღოთ დღეში 3-ჯერ.
  • ყველაზე ფართოდ გამოყენებული მცენარეული დამამშვიდებელი საშუალებაა კატაბალახას ფესვების სპირტიანი ნაყენი. წვრილად დაჭრილ 1 წილ ფესვს დაასხით 5 წილი 700ჩ-იანი სპირტი, გააჩერეთ სიბნელეში 1 კვირა და გადაწურეთ. მიიღეთ 1,3 ჩაის ჭიქა წყალში გახსნილი 20-30 წვეთი დღეში 3-ჯერ.


მატონიზებელი მცენარეული საშუალებები

  • 150 გრამ კოჭას დაასხით 0,8 ლიტრი არაყი, მჭიდროდ დაახურეთ თავზე და გააჩერეთ სიბნელეში 2 კვირა. პერიოდულად შეანჯღრიეთ. გადაწურეთ და მიიღეთ წყალთან ერთად 1 ჩაის კოვზი დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
  • ნევროზის, ასთენიური სინდრომისა და გადაღლილობის დროს 50 გრამ ვარდისფერ როდეოლას დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი, გააჩერეთ სიბნელეში ოთახის ტემპერატურაზე 2 კვირა, დროდადრო შეანჯღრიეთ, გადაწურეთ. მიიღეთ 20-25 წვეთი დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
  • ენერგიას შეგმატებთ ასეთი ნახარში: 1 სუფრის კოვზ ხორბლის ან ჭვავის ქატოს დავასხათ 2 ჩაის ჭიქა წყალი, ვადუღოთ 30-40 წუთი, პერიოდულად ვურიოთ. დავამატოთ 1 სუფრის კოვზი თაფლი და წამოვადუღოთ. მივიღოთ 1,4 ჩაის ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

გაითვალისწინეთ: ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე, რა უვნებელიც არ უნდა გეგონოთ იგი, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმ სპეციალისტს.


 

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
კატეგორიის სხვა სტატიები
დის­ბაქ­ტე­რი­ო­ზი ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­გორ ვუმ­კურ­ნა­ლოთ მას?
“კუნთების ატროფია კუნთური ქსოვილის განლევაა, რომელსაც ხშირად კუნთების ნერვული რეგულაციის დარღვევა განაპირობებს. კუნთების ატროფიის მიზეზი სხვადასხვა რამაა, მათ შორის - სიბერე, ინფექციური და სხვა დაავადებები”, - ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა მცენარეთა განხრით ოთარ წიწილაშვილმა, რომელიც რედაქციაში გვესტუმრა და ამ საკმაოდ მძიმე პრობლემის მკურნალობის კიდევ ერთი ახალი გზა გაგვაცნო.

ხალხური მედიცინა ჰიპერტონიისა და ჰიპოტონიის სამკურნალო უამრავ საშუალებას გვთავაზობს. გაგაცნობთ ყველაზე მარტივ და ხელმისაწვდომ რეცეპტებს.
გარგრის კურკა აქტიურად გამოიყენება ონკოლოგიური დაავადებების დროს. სპეციალისტების თქმით, მას აქვს კიბოს საწინააღმდეგო თვისება. გარგრის კურკას ტეხენ და მას მიირთმევენ ცოცხალი სახით დღეში 7-20 ცალს.
მართალია, ჩვენი წინაპრები თანამედროვეს მსგავსი ტექნიკური საშუალებებითა თუ სამეცნიერო მიღწევებით (ვგულისხმობ თეორიულ საფუძვლებს) არ სარგებლობდნენ, მაგრამ დაკვირვების, საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი ცოდნისა და საკუთარი გამოცდილების საფუძველზე დაასკვნეს, რომ მცენარეები, რომლებიც მზის ენერგიის, ნოყიერი მიწიდან მიღებული ვიტამინებისა და სასარგებლო მიკროელემენტების აკუმულირებას ახდენდნენ, ერთ-ერთი საუკეთესო სამკურნალო საშუალება იქნებოდა. და იყენებდნენ კიდეც. გავიდა წლები. მეცნიერებმა უამრავი მცენარე შეისწავლეს და წარსულის გამოცდილების საფუძველზე მათგან მრავალი წამალი შექმნეს.

ხალხური მედიცინა ჰიპერტონიისა და ჰიპოტონიის სამკურნალო უამრავ საშუალებას გვთავაზობს. გაგაცნობთ ყველაზე მარტივ და ხელმისაწვდომ რეცეპტებს.


წნევის ამწევი საშუალებები

შტოში და ასკილი
არტერიული წნევის ნორმალიზებისთვის საკმარისია დილით, უზმოზე, დალიოთ შტოშის ვაჟინი: 2 ჭიქა შტოშის წვენს დაამატეთ ნახევარი ჭიქა შაქარი, შემოდგით ცეცხლზე და წამოადუღეთ. გაცივდება და მიირთვით. დღის განმავლობაში ასევე შეგიძლიათ დალიოთ 1 ჭიქა ასკილის ნაყენი.


ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად