/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფიტოთერაპია

სისხლში შაქრის დონის დამაქვეითებელი სამკურნალო მცენარეები

სისხლში შაქრის დონის დამაქვეითებელი სამკურნალო მცენარეები
შაქრიანი დიაბეტის მკურნალობისას მედიკამენტებთან ერთად სასურველია დამხმარე საშუალებების - სისხლში შაქრის დონის დამაქვეითებელი სამკურნალო მცენარეების გამოყენებაც.

განსაკუთრებით ეფექტურია დიეტასთან მათი შერწყმა.

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ისეთი მცენარეების გამოყენება, რომლებიც ეფექტურად აქვეითებენ სისხლში შაქრის დონეს.სამკურნალო მცენარეებიდან შაქრის დონის ნორმალიზებისთვის ყველაზე ხშირად გამოიყენება ნეგო, კრაზანა, დაფნის ფოთოლი, მრავალძარღვა, წითელი მოცვის, ჟოლოს, შავი მოცხარისა და მარწყვის ფოთლები, ჭინჭარი, მინდვრის შვიტა, ასკილის, ანწლისა და კუნელის ნაყოფი, ოროვანდისა და ბურბუშელას ფესვები, ტოპინამბური, კაკლის ხიდები და ნორჩი ფოთლები, ვარდკაჭაჭა, არყის კვირტები და სხვა.

  • კაკალი

კაკლის უღლის ნახარში შაქრიანი დიაბეტის დროს აუმჯობესებს ადამიანის საერთო მდგომარეობას.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

40 გრამს დაასხით 0,5 ლიტრი წყალი და ნელ ცეცხლზე ერთი საათი ადუღეთ. ყოველი ჭამის წინ, ჭამამდე 10-15 წუთით ადრე, თითო სადილის კოვზი ნახარში უნდა მიიღოთ.

ძალზე სასარგებლოა კაკლის მაისში დაკრეფილი ფოთლების ნაყენიც: გამომშრალი ფოთლები წვრილად დაჭერით, ერთ სადილის კოვზს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, ერთი წუთის განმავლობაში ადუღეთ, შემდეგ გადმოდგით, გააცივეთ, გადაწურეთ და სვით მთელი დღის განმავლობაში თანაბარი ულუფებით. მისი მიღება ერთი წლის განმავლობაშიც კი შეიძლება. ეს ნაყენი რეკომენდებულია არა მხოლოდ შაქრიანი დიაბეტის, არამედ ჩიყვის, ათეროსკლეროზული პროცესების, კისტებისა და მაღალი არტერიული წნევის დროსაც.

  • შვრია

სისხლში შაქრის დონის მოსაწესრიგებლად გამოიყენება შვრიის მარცვალი და ჩენჩო. აიღეთ ერთი სადილის კოვზი მარცვალი (სასურველია, ჩენჩოიანად), დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი და 15 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე. გაყავით 3-4 ულუფად (არ არის აუცილებელი, თანაბარი იყოს), მიიღეთ ჭამამდე 15 წუთით ადრე. ნახარში შეინახეთ მაცივარში.

  • დარიჩინი

დღეში ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი საკმარისია, რომ სისხლში შაქრის დონე დაიქვეითოთ. ამ თვალსაზრისით დარიჩინი განსაკუთრებით სასარგებლოა დიაბეტით დაავადებულთათვის. ის, გარდა იმისა, რომ ეფექტურად არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, ორგანიზმის ზოგადგამაჯანსაღებელ საშუალებადაც გვევლინება.

ასევე დაგაინტერესებთ
რას ნიშნავს დიაბეტური ტერფი და როგორ უნდა ვუმკურნალოთ მას
გამოვლენილია სიარულის საჭირო სიჩქარე დიაბეტის რისკის შესამცირებლად

სამკურნალო მიზნით დარიჩინი შეგიძლიათ ჩაიშიც ჩაამატოთ. ის მხოლოდ დიაბეტით დაავადებულთათვის კი არ არის სასარგებლო, არამედ მათთვისაც, ვისაც სისხლში შაქრის ფარული პრობლემები აქვს. აღმოჩნდა, რომ დარიჩინის აქტიური კომპონენტია წყალში ხსნადი პოლიფენოლი. ლაბორატორიულ პირობებში ეს ნივთიერება ინსულინის შესაძლებლობათა იმიტირებას ახდენს - ააქტიურებს ამ ჰორმონის მიმღებ რეცეპტორებს და უჯრედებში ინსულინის მსგავსად "მუშაობს". ადამიანებზე ჩატარებული დაკვირვება-გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ 3-5 გრამი დარიჩინი ოცი და მეტი პროცენტით ამცირებს სისხლში შაქრის დონეს. Gგარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ეს სანელებელი ცხიმებისა და "ცუდი ქოლესტერინის" დონესაც აქვეითებს, ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს, ხელს უშლის სისხლის შედედებას, ახასიათებს ანტიბაქტერიული მოქმედება - აჩერებს მიკროორგანიზმთა ზრდას.

  • მიხაკი

სისხლში შაქრის დონის მოსაწესრიგებლად და სისხლძარღვთა გასაწმენდად აიღეთ 20 ცალი მიხაკი (სანელებელი და არა ყვავილი), დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და მთელი ღამე გააჩერეთ. დალიეთ 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. საღამოს ამ ოც მიხაკს კიდევ ათი ცალი დაამატეთ, დაასხით მდუღარე და ისევ მთელი ღამე გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში. მეორე დღეს იმავე ოდენობით მიიღეთ. ამის შემდეგ ახალი ნაყენი მოამზადეთ. მკურნალობის კურსი 6 თვეა.

  • ოროვანდი

ოროვანდის ფესვი 40%-მდე ინულინს შეიცავს, რომელიც დიდ როლს ასრულებს შაქრიანი დიაბეტის, ასევე ნაღველკენჭოვანი და შარდკენჭოვანი დაავადებების მკურნალობაში. ეფექტიანია რევმატიზმისა და გასტრიტის დროსაც. აიღეთ 20 გრამი ოროვანდის ფესვი, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 10 წუთი წყლის აბაზანაში, გააცივეთ და გადაწურეთ. მიირთვით ერთი სადილის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

  • დაფნის ფოთოლი

ეფექტურად აქვეითებს სისხლში შაქრის დონეს. აიღეთ 8-10 ცალი, დააქუცმაცეთ, მოათავსეთ თერმოსში, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და მთელი ღამე გააჩერეთ. მიირთვით თბილი, 1/4 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 3-6 თვეა.

  • ბაბუაწვერა

სისხლში შაქრის დონის დასაქვეითებლად რეკომენდებულია ბაბუაწვერას ფესვის ნაყენის მიღება. აიღეთ ერთი სადილის კოვზი ბაბუაწვერას ახალამოღებული ფესვი, კარგად გარეცხეთ, მოათავსეთ ჭურჭელში, დაასხით ორი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, თავზე დაახურეთ, შეფუთეთ და ორი საათი გააჩერეთ სითბოში. შემდეგ გადაწურეთ. მომზადებული ნაყენი ერთი დღის ულუფაა. ის სამ ტოლ ნაწილად უნდა გაყოთ და ჭამამდე 30 წუთით ადრე მიიღოთ.

  • პირშუშხა

მისი ფესვიც ეფექტურად აქვეითებს სისხლში შაქრის დონეს. აიღეთ, კარგად გარეცხეთ, გახეხეთ, შეურიეთ მაწონში თანაფარდობით 1:10. მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე. შაქრის დონე თანდათანობით დაიწევს და სამკურნალო ეფექტი თვალსაჩინო გახდება.

კომენტარები (4)
ნატო
ახლა რაც იყიდება ტურმე დარიჩინი არაა.ისინი რაგაც სხვა მცენარისგან მიიღება და ტოქსიკურია.ნახეტ ინტერნეტსჰი როგორ გამოვიცნოტ ნამდვილი დარიჩინი.და იყავიტ ფრტხილად.გაავრცელეტ ეს ინფორმაცია/რომ უმრავლესობამ გაიგოს და ტავი შეიკავოს მისგან
თარიღი : 01-02-2017
მარინა
გმადლობთ ინფორმაციისთვის.
თარიღი : 03-01-2016
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

დისბაქტერიოზის სამკურნალო ნაყენი - უებარი საშუალება წიგნიდან "2 000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი"
დისბაქტერიოზის სამკურნალო ნაყენი - უებარი საშუალება წიგნიდან "2 000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი"
დის­ბაქ­ტე­რი­ო­ზი ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­გორ ვუმ­კურ­ნა­ლოთ მას?
სრულად
კუნთების ატროფია - მიზეზები, სახეები და მკურნალობა
კუნთების ატროფია - მიზეზები, სახეები და მკურნალობა
“კუნთების ატროფია კუნთური ქსოვილის განლევაა, რომელსაც ხშირად კუნთების ნერვული რეგულაციის დარღვევა განაპირობებს. კუნთების ატროფიის მიზეზი სხვადასხვა რამაა, მათ შორის - სიბერე, ინფექციური და სხვა დაავადებები”, - ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა მცენარეთა განხრით ოთარ წიწილაშვილმა, რომელიც რედაქციაში გვესტუმრა და ამ საკმაოდ მძიმე პრობლემის მკურნალობის კიდევ ერთი ახალი გზა გაგვაცნო.
სრულად
წნევის მარეგულირებელი მცენარეული საშუალებები
წნევის მარეგულირებელი მცენარეული საშუალებები
ხალხური მედიცინა ჰიპერტონიისა და ჰიპოტონიის სამკურნალო უამრავ საშუალებას გვთავაზობს. გაგაცნობთ ყველაზე მარტივ და ხელმისაწვდომ რეცეპტებს.
სრულად
გარგრის კურკა კიბოს წინააღმდეგ
გარგრის კურკა კიბოს წინააღმდეგ
გარგრის კურკა აქტიურად გამოიყენება ონკოლოგიური დაავადებების დროს. სპეციალისტების თქმით, მას აქვს კიბოს საწინააღმდეგო თვისება. გარგრის კურკას ტეხენ და მას მიირთმევენ ცოცხალი სახით დღეში 7-20 ცალს.
სრულად
ფილოსოფიიდან ფარმაკოლოგიამდე
ფილოსოფიიდან ფარმაკოლოგიამდე
მართალია, ჩვენი წინაპრები თანამედროვეს მსგავსი ტექნიკური საშუალებებითა თუ სამეცნიერო მიღწევებით (ვგულისხმობ თეორიულ საფუძვლებს) არ სარგებლობდნენ, მაგრამ
სრულად
წნევის მარეგულირებელი არამედიკამენტური საშუალებები
წნევის მარეგულირებელი არამედიკამენტური საშუალებები
ხალხური მედიცინა ჰიპერტონიისა და ჰიპოტონიის სამკურნალო უამრავ საშუალებას გვთავაზობს. გაგაცნობთ ყველაზე მარტივ და ხელმისაწვდომ რეცეპტებს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სისხლში შაქრის დონის დამაქვეითებელი სამკურნალო მცენარეები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები