დისბაქტერიოზის სამკურნალო ნაყენი - უებარი საშუალება წიგნიდან "2 000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი" - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დისბაქტერიოზის სამკურნალო ნაყენი - უებარი საშუალება წიგნიდან "2 000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი"

- გთავაზობთ მცენარეულ ნაყენს წიგნიდან - "2 000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი":

"მამაჩემი სამხედრო მოსამსახურე იყო, ამიტომ ბავშვობა რუსეთის სხვადასხვა ქალაქში მაქვს გატარებული. ერთი წლის რომ ვიყავი, მაგადანის ოლქში მოგვიწია ცხოვრება. როგორც დედა მიყვებოდა, აღმომაჩნდა დისბაქტერიოზი. პოლიკლინიკის პედიატრმა დედას ურჩია, ჩემთვის მცენარეული ნაყენით ემკურნალა და მისცა კიდეც მზა ნარევი. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, მაგრამ როგორც კი საჭმლის მონელების დარღვევა შემაწუხებს, მაშინვე ამ წამალს ვიმზადებ.

ნარევის შემადგენლობა ასეთია: კრაზანა - 1 წილი, გვირილა - 2 წილი, პიტნა - 2 წილი, მრავალძარღვა - 2 წილი. ერთი სუფრის კოვზ ნარევს უნდა დაასხათ ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და გააჩეროთ 30 წუთი. გადაწუროთ და მიიღოთ შეუზღუდავი რაოდენობით. კუჭის მოქმედება ორ დღეში მოგიწესრიგდებათ. თუ წამალს მოზრდილი ადამიანისთვის ამზადებთ, მაშინ 1 ჩაის ჭიქა წყალი 1 სუფრის კოვზ ნარევს უნდა დაასხათ".

"პალიტრა L"-მა მკითველს მორიგი უნიკალური სერია სამედიცინო რეცეპტების დიდი კრებული - "2 000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი" შესთავაზა. რომელშიც ექიმების მიერ შემუშავებული სასარგებლო რჩევები და სხვადასხვა დაავადების სამკურნალო, მცენარეული რეცეპტებია თავმოყრილი. წიგნი რამოდენიმე ხნის წინ გამოიცა ერთ ტომად და აღსანიშნავია, რომ გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა.

mkurnali.ge

მომხმარებლის თხოვნითა და მათი სურვილების გათვალისწინებით "პალიტრა L"-მა წიგნის ახალი ტირაჟით გამოცემა გადაწყვიტა. ამჯერად წიგნი 2 ტომად გამოიცა და იგი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად იყიდება.

25 ივნისიდან "2 000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტის" პირველი ტომის შეძენა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად სპეციალურ ფასად, 12 ლარად არის შესაძლებელი. წიგნის აქციის ფასში შეძენის შესაძლებლობა მკითხველს პირველი ივლისის ჩათვლით ექნება.