ვერაფრით გამიგია, რატომ გამოჯანმრთელდა! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვერაფრით გამიგია, რატომ გამოჯანმრთელდა!

,

  • 62400 კვირის მანძილზე ყოველ დილით დალიეთ ფინჯანი ჩაი

"მადა როგორი გაქვთ?" - ეკითხება პაციენტს ექიმი. "ხან მაქვს, ხან - არა". "მაინც როდის არ გაქვთ?" - არ ეშვება მკურნალი. "კარგად დავნაყრდები თუ არა, მაშინვე მიქრება"."როგორ მოვიქცე, რომ 100 წლამდე ვიცოცხლო?" - ეკითხება ექიმს პაციენტი ქალი. "ამაზე ადვილი რა არის, ქალბატონო, - უღიმის ექიმი, - 62400 კვირის მანძილზე ყოველ დილით დალიეთ ფინჯანი ჩაი".

  • ადექით სამოცი წუთით გვიან

"ყოველ დილით, ახალგაღვიძებულს, მთელი საათი თავი მიბრუის", - შესჩივის ექიმს პაციენტი. "მოდი, ასე მოვიქცეთ, - ხანმოკლე ფიქრის შემდეგ პასუხობს ექიმი, - ადექით სამოცი წუთით გვიან".

  • გააჩნია სად შეინახავთ

ოპერაციის წინ ავადმყოფი ექიმს ეკითხება: "ფეხს ხომ არ დავკარგავ?" "გააჩნია სად შეინახავთ", - ესმის პასუხად.

  • ეკალს მეც კი ვიღებ ფეხიდან!

გურული მაღალ წნევას უჩივის. "სამწუხაროდ, წნევას თანამედროვე მედიცინა ჯერჯერობით ვერ არჩენს", - ეუბნებიან პოლიკლინიკაში. "ინფარქტს?" "ვერც ინფარქტს". "კიბოს?" "მაგაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია". "აბა, რაის ექიმები ხართ თქვენ?! ეკალს მეც კი ვიღებ ფეხიდან!"

  • ბავშვის საფენები მომეცით

აფთიაქში ახალგაზრდა კაცი შევიდა და ხან ერთ ვიტრინას მიადგება, ხან - მეორეს, ეტყობა, რაღაცას ეძებს. "იქნებ დაგეხმაროთ, როგორი პრეზერვატივები გნებავთ?" - "გამოიცნო" ფარმაცევტმა. "სამწუხაროდ, უკვე გვიანია, - ამოიოხრა მამაკაცმა, - თუ შეიძლება ბავშვის საფენები მომეცით".

  • სად მუშაობს თქვენი ცოლი?

"თქვენ მეტისმეტად დაძაბული ხართ, ასე არ შეიძლება, როგორმე უნდა მოეშვათ... აი, მე, მაგალითად, ასეთ შემთხვევაში გავუვლი ჩემს ცოლს სამსახურში, მივდივართ ჯერ რესტორანში, მერე სახლში ვბრუნდებით, შემდეგ..." "ეს რა კარგი რამ მასწავლეთ, ექიმო! მეც ასე მოვიქცევი. სად მუშაობს თქვენი ცოლი?"

  • ვერაფრით გამიგია, რატომ გამოჯანმრთელდა!

პროფესორი - პრაქტიკანტს: "თქვენი პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა, კოლეგა. ბრწყინვალე ფორმაში ჩადგა. თქვენ კი... რატომ გაქვთ ასეთი მოჟამული იერი?" "როგორ აგიხსნათ, ბატონო პროფესორო, ვერაფრით გამიგია, რატომ გამოჯანმრთელდა!"

  • მაგას სიკვდილი სჯობს!

ქირურგი პაციენტს ეუბნება: "თქვენი ოპერაცია ათასი ლარი დაჯდება". "რა ამბავია, - აღშფოთებულია პაციენტი, - ეს ხომ ძარცვაა! მაგას სიკვდილი სჯობს!" "არ გირჩევთ, - მშვიდად პასუხობს ექიმი, - გასვენება უფრო ძვირი დაგიჯდებათ".

  • ავადმყოფების რაოდენობა იზრდება

ამონარიდი მთავარი ექიმის სიტყვიდან: "მნახველები პაციენტებთან მესამე სართულის ფანჯრებიდან იპარებიან, ამიტომ მნახველების რაოდენობა სულ უფრო მცირდება, სამაგიეროდ, ავადმყოფების რაოდენობა იზრდება".

  • პათანატომის სადღეგრძელო

პათანატომის სადღეგრძელო: "მხოლოდ ასეთ მაგიდასთან შევხვედროდეთ ერთმანეთს".

  • ორმოცდაერთი გრადუსი გაქვთ!

საავადმყოფოში შემოვლაა. ექიმი ერთ-ერთ პაციენტთან მიდის, თერმომეტრს დახედავს... "ღმერთო ჩემო, თქვენ ხომ ორმოცდაერთი გრადუსი გაქვთ! აბა, ჩქარა..." "დამშვიდდით, ექიმო, უბრალოდ, ამ თერმომეტრით ცოტა ხნის წინ ჩაის მოვურიე".

  • ამჯერად იღბალისა და წარმატების სადღეგრძელო იყოს!

სექსოლოგი მაღალი რანგის სამხედროებთან ერთად სუფრაზე მოხვდა. რა თქმა უნდა, ექიმი განსაკუთრებულად ადღეგრძელეს. მისი სადღეგრძელოს შემდეგ ინიციატივა ერთმა მოხუცმა გენერალმა აიღო ხელში და მორიგი სადღეგრძელო წარმოთქვა: "მოდი, ჯანმრთელობას გაუმარჯოს!" ახალგაზრდა პოლკოვნიკმა, რომელიც ზომაზე მეტად შემთვრალი გახლდათ, შეჰკადრა: "ბატონო გენერალო, რამდენჯერ უნდა დავლიოთ ჯანმრთელობის სადღეგრძელო, მოდი, ამჯერად იღბალისა და წარმატების სადღეგრძელო იყოს!" გენერალმა თავი სინანულით გადააქნია: "დაჯექით, პოლკოვნიკო! თქვენ ჯერ კიდევ მეტისმეტად ახალგაზრდა ბრძანდებით! აი, მაგალითად, მე გუშინ იღბალმა გამიღიმა, მაგრამ წარმატებისთვის ჯანმრთელობა არ მეყო!"

  • გადავწყვიტე, ნდობის ტელეფონზე დამერეკა

დეპრესიული პაციენტის დღიურიდან: "გუშინ საღამოს საშინელი დეპრესია მომეძალა, და გადავწყვიტე, ნდობის ტელეფონზე დამერეკა. ჩემი ზარი პაკისტანში გადაამისამართეს. ხაზის მეორე მხარეს მყოფ მამაკაცს ვუთხარი, რომ თავის მოკვლას ვაპირებ. მას ძალიან გაუხარდა და მკითხა, შემიძლია თუ არა სატვირთო მანქანის მართვა..."

  • ალო, ფსიქიატრიული საავადმყოფოა?

ფსიქიატრიული საავადმყოფოს მისაღებში ტელეფონის ზარია. მორიგე ექთანი ყურმილს იღებს. "ალო, ფსიქიატრიული საავადმყოფოა?" "დიახ". "მანქანა მომპარეს, ქალბატონო, სასწრაფოდ უნდა იპოვოთ ქურდი!" "ეს ჩვენ არ გვეხება, ბატონო, პოლიციაში უნდა დარეკოთ". "ჯერ მომისმინეთ! "ზაპოროჟეცი" მომპარეს, 86 წლის გამოშვება..."

sicili.jpg