სპირტი, ტახტი და ექთანი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სპირტი, ტახტი და ექთანი

.

  • სიმპათიური ახალგაზრდა ქალი სტომატოლოგს შესჩივის: "იცით, ექიმო, ისე მეშინია, ისე მეშინია, რომ... ზუსტად არც კი ვიცი, რომელი მირჩევნია - კბილის ამოღება თუ ბავშვის გაჩენა..." სტომატოლოგი: "აბა, ჰე, ქალბატონო, დროზე გადაწყვიტეთ, თუ გნებავთ, ახლავე შევცვლი სავარძლის დახრის კუთხეს".

sicili.jpg

  • სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი ანატომიაში აბარებს გამოცდას და დაფაზე მამაკაცის ანატომიას ხატავს, მაგრამ ადამიანის ერთ-ერთი მთავარი ორგანოს დახატვა ავიწყდება. მოხუცი პროფესორი კარნახობს: "წარმოიდგინეთ, რომ გოგონასთან ერთად მისეირნობთ და გიძგერთ... რა-ა?" სტუდენტი წითლდება და დავიწყებულ დეტალს ხატავს. შემცბარი პროფესორი ბუტბუტებს: "მდა, მე ახალგაზრდობაში გული მიძგერდა..."

sicili.jpg

  • სამშობიაროს მისაღებში ორი მამაკაცი საუბრობს. "რა საშინელებაა, ჩემს ცოლს მშობიარობა მაინცდამაინც ჩვენი შვებულების დროს დაეწყო", - ამბობს ერთი. "კარგი ერთი, თუ ძმა ხარ, მე რაღა უნდა ვთქვა?! მაგის გულისთვის საქორწინო მოგზაურობა ჩაგვეშალა!"

sicili.jpg

  • პაციენტი ჩივის: "ექიმო, დილაობით ლამის ხველებით მოვკვდე, სუნთქვა აღარ შემიძლია, მახრჩობს..." "ალბათ, ბევრს ეწევით", - ეუბნება ექიმი, თან ხალათის ჯიბიდან სიგარეტს იღებს. პაციენტს სახე უნათდება: "კი, კი, ექიმო, ბევრს ვეწევი". ექიმი სიგარეტს უკიდებს, გემრიელად არტყამს ნაფაზს, ბოლს უშვებს და მცირე ხნის შემდეგ ამბობს: "ჰოდა, მოწევას თავი უნდა დაანებოთ!" "კი, მაგრამ თქვენ თვითონ რომ ეწევით?!" - უკვირს პაციენტს. "მართალია, ვეწევი, მაგრამ მე ექიმებთან არ დავრბივარ!.."

sicili.jpg

  • მეგობრები ერთად სადილობენ. ერთ-ერთი მათგანი წუწუნებს: "კოვზი დაგივარდება - ქალი მოდის... ჩანგალი დაგივარდება - ქალი მოდის... კალამი დაგივარდება - ისევ ქალი მოდის... სათვალე დაგივარდება - მაინც ქალი მოდის!"

ეჰ, ძნელია გინეკოლოგად მუშაობა...

sicili.jpg

  • მამაკაცი ფსიქიატრს უხსნის: "ექიმო, მე ორი პრობლემა მაქვს..." "აბა, რიგრიგობით მოჰყევით, - ამხნევებს ფსიქიატრი. "იცით, ექიმო, მე სექსის გიგანტი ვარ. ღამით ცოლთან ვწევარ, მერე სამსახურში მივდივარ და ჩემს მდივანთან ვერთობი, შესვენებისას ერთ საყვარელთან გავრბივარ, საღამოს - მეორე საყვარელთან, ღამით კი ისევ ვასრულებ ქმრის მოვალეობას". "ღმერთო ჩემო, თქვენ გიგანტი კი არა, სექსუალური მანიაკი ყოფილხართ... მეორე პრობლემა რაღაა?" "იცით, ექიმო, მე ისეთი მდიდარი ფანტაზია მაქვს, ისეთი, ისეთი..."

sicili.jpg

  • ქალი სექსოპათოლოგს შესჩივის: "ექიმო, ამ ბოლო დროს ქმარმა ჩემთან ურთიერთობა შეწყვიტა. ადრე თითქოს ყველაფერი რიგზე იყო... სამწუხაროდ, წამოყოლაზე ვერ დავითანხმე. ეშველება რამე?" "გაიხადეთ! - გასცა ბრძანება ექიმმა, - აგერ, კუთხეში დადექით, დაჯექით, წამოდექით, ხელები მაღლა ასწიეთ, ახლა დასწიეთ და დოინჯი შემოირტყით, მიტრიალდით, მოტრიალდით... დახმარება ქმარს კი არა, თქვენ გჭირდებათ!"

sicili.jpg

  • რაც უფრო გვიან მოვა სასწრაფო დახმარების მანქანა, მით უფრო ზუსტია დიაგნოზი.

sicili.jpg

  • ფსიქიატრთან შეწუხებული მამაკაცი მიდის. "იცით, ექიმო, ძალიან მეშინია, მგონი, სრულ ჭკუაზე არ უნდა ვიყო - უკვე რამდენიმე დღეა მეჩვენება, რომ ყველაფერში, რასაც ჩემი ცოლი ამბობს, ჭეშმარიტების მარცვალი დევს!.."

sicili.jpg

  • ცოლ-ქმარი სექსოლოგთან მიდის. "რამდენი წლის ბრძანდებით?" - ეკითხება ექიმი ქალბატონს. "მოიცათ, უნდა გამოვითვალო... როდესაც დავქორწინდით, მე ოცი წლის გახლდით, ჩემი ქმარი კი - ორმოცის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მე მასზე ზუსტად ორჯერ ახალგაზრდა ვიყავი. ახლა ჩემი მეუღლე სამოცდაათი წლისაა, ე.ი. მე ოცდათხუთმეტის გახლავართ".

sicili.jpg

  • ექიმებს შორის ყველაზე უფრო ცრუმორწმუნენი კბილის ექიმები არიან - მხოლოდ მათგან გაიგონებთ: "მარცხნივ გადააფურთხეთ, თუ შეიძლება!"

sicili.jpg

  • სამედიცინო ინსტიტუტში გამოსაშვები გამოცდა მიმდინარეობს. პროფესორი - სტუდენტს: "აბა, ახალგაზრდავ, ჩამოთვალეთ აცრების ჩასატარებელი კაბინეტისთვის აუცილებელი სტანდარტული მოწყობილობა". სტუდენტი: "სპირტი, ტახტი და ექთანი".

sicili.jpg

  • ფსიქოთერაპევტთან სოლიდურ პიჯაკში გამოწყობილი მამაკაცი შედის. პიჯაკი მთლად საჭმლით არის მოსვრილი, პაციენტს კი თავზე ქვაბი აქვს ჩამოფხატული. ექიმი (ინტერესით): "აბა, რა გვაწუხებს?" მამაკაცი (მზრუნველი კილოთი): "ამ წუთას, ექიმო, მე მხოლოდ ჩემი ცოლის სულიერი მდგომარეობა მაწუხებს".

sicili.jpg