ექიმო, გახსოვთ სიმულანტი მეექვსე პალატიდან?
;
-
ექიმი - პაციენტს: "მორჩა, გათავდა, დღეის ამას იქით წვეთი აღარ დალიოთ, ღერი სიგარეტი აღარ მოსწიოთ, არ გაეკაროთ ცხიმიან საჭმელს". "ქალთან დაწოლა თუ შეიძლება, ექიმო?" - ხმის კანკალით კითხულობს პაციენტი. "მხოლოდ ცოლთან!" "რატომ?!" "იმიტომ, რომ თვეში ერთ ჯერზე მეტად არ შეიძლება!" სტომატოლოგი: "უკაცრავად, შემთხვევით სხვა კბილი ამომიღია... ცოტაც გაუძელით, ახლა მტკივან კბილსაც ამოგაძრობთ". პაციენტი: "დიდი მადლობა, ექიმო... რა ბედნიერებაა, რომ ოკულისტი არ ხართ!"
-
აღშფოთებული ფსიქოთერაპევტი - კოლეგას: "არა, ასე ცხოვრება აღარ შეიძლება! გუშინ ბანკეტის შემდეგ კაბინეტში შევედი. კლიენტი დამხვდა. შევხედე თუ არა, მაშინვე მივხვდი, რომ ამ ახალგაზრდას სერიოზული პრობლემები ჰქონდა... დაველაპარაკე, დავეხმარე, სიტუაციისთვის სხვა თვალით შეეხედა... კონსულტაცია თითქმის დამთავრებული მქონდა, როცა კაბინეტში მორიგე შემოვიდა და მკითხა, ვის ველაპარაკებოდი და რატომ ვიჯექი სარკის წინ!"
-
ექთანი: "ექიმო, გახსოვთ სიმულანტი მეექვსე პალატიდან?" "დიახ". "მოკვდა!"
-
საოპერაციო მედდა: "ექიმო, ექიმო, პაციენტი დავკარგეთ!!!" ქირურგი: "ასე ნუ განიცდით, ძვირფასო, ასეთებით მთელი პალატა გვაქვს სავსე..."
-
მამაკაცი თავის ტკივილს უჩივის. "სვამთ?" - ეკითხება ექიმი. "ცხოვრებაში წვეთი არ დამილევია!" "ეწევით?" "ღმერთმა დამიფაროს!" "ქალები..." "ამაზე ფიქრიც კი არ მინდა!" "ჰოდა, ძმაო, ეტყობა, შარავანდედი გიჭერს".
-
პაციენტი - თერაპევტს: "ექიმო, როდის გამწერენ?" თერაპევტი- "როცა თქვენი კარდიოგრამა მთლიანად გასწორდება".
-
"ექიმო, პაციენტი მეექვსე პალატიდან თავს იულიუს კეისრად აცხადებს და მსოფლიოს დასაპყრობად იწევს". "დამაწყნარებელი პერანგი ჩააცვით" "...ხოლო მერვე პალატის ავადმყოფი ამბობს, რომ დონ ჟუანია..." "მაგას დამაწყნარებელი შარვალი ჩააცვით!"
-
ანკეტაში, რომელიც პაციენტმა ოპერაციამდე შეავსო, ასეთი კითხვაა: ვის დავურეკოთ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. ავადმყოფმა შეკითხვას ამგვარად უპასუხა: "უფრო კვალიფიციურ ქირურგს..."
-
ქმარი მეუღლეს სამშობიაროს კარებთან ხვდება. ქალს ხელში ჩვილი უჭირავს. კარისკაცი მამაკაცს ეკითხება: - ბავშვს რა დაარქვით? ქალბატონმა ქმარს პირის გაღებაც არ აცალა და კითხვაზე ასეთი პასუხი გასცა: - იცით, ჯერჯერობით ბავშვისთვის არც სახელი და არც მამის სახელი არ შეგვირჩევია!..