ექიმო, ღამით ისე ვხვრინავ, რომ საკუთარი ხვრინვის ხმა მაღვიძებს, რას მირჩევთ? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ექიმო, ღამით ისე ვხვრინავ, რომ საკუთარი ხვრინვის ხმა მაღვიძებს, რას მირჩევთ?

Laughing

- ექიმო, ღამით ისე ვხვრინავ, რომ საკუთარი ხვრინვის ხმა მაღვიძებს. რას მირჩევთ?

- მეორე ოთახში დაიძინეთ.

Tongue out

ექიმი:

- რა გაწუხებთ?

მამაკაცი:

- გული მიკვდება, ექიმო. სამშობლოს ძარცვავენ, ყიდიან, სამართალი აღარ არსებობს...

ექიმი მაგიდის უჯრიდან კონიაკის ბოთლს იღებს და

სითხეს ჭიქაში ასხამს.

- დალიეთ.

მამაკაცი სვამს. ორიოდე წუთის შემდეგ:

- აბა, მოგეშვათ გულზე?

- დიახ, ექიმო.

- მაშ ასე, მიიღეთ დღეში ნახევარი ლიტრი და ყველაფერი გაგივლით.

Cool

ექიმი:

- თქვენთვის აუცილებელია ზღვის ჰაერი!

პაციენტი:

- იცით, ექიმო, მე მეზღვაური ვარ.

ექიმი:

- ამ შემთხვევაში ზღვის ჰაერი კატეგორიულად გეკრძალებათ!

Wink

მეგობარი დერმატოლოგს ეკითხება, რატომ აირჩია მან მაინცდამაინც ეს პროფესია.

- სამი მიზეზის გამო: პირველი - ჩემი პაციენტები არასდროს მაღვიძებენ ღამით; მეორე - ამ დაავადებით არ იხოცებიან; და მესამე - არასოდეს იკურნებიან.

Smile

ახალგაზრდა მამაკაცი დაქორწინდა. სამი თვის შემდეგ მეუღლე ეუბნება:

- ძვირფასო, მალე ვიმშობიარებ!

- როგორ?! რა დროს მშობიარობაა?! ჩვენ ხომ სულ რაღაც სამი თვეა...

- ქორწილამდე სამი თვე ერთად ვცხოვრობდით, ქორწილის შედეგ - კიდევ სამი თვე, ხოლო სამჯერ სამი ცხრას უდრის!!!

გავიდა რამდენიმე დღე და ქალმა სამშობიაროდან დარეკა:

- ძვირფასო, შავკანიანი შვილი შეგვეძინა!

- რაა?!

- არ გახსოვს, სამშობიაროში რომ მივდიოდით, გზაზე შავმა კატამ გადაგვირბინა...

ახალგაზრდა კაცი მშობლებთან გაიქცა და მამას ახალი ამბავი ამცნო. მამამ მეორე ოთახში მყოფ მეუღლეს გასძახა:

- ქალო, არ გახსოვს, სამშობიაროში რომ მიმყავდი, გზაზე ვირს ხომ არ გადაურბენია?

Sealed

- ექიმო, გამიგონია, რომ გაციებას ძალიან უხდება სექსი.

- მართალია, ქალიშვილო, მაგრამ იცით რა... თვითმკურნალობამ არ გაგიტაცოთ!