გახსოვს, ამ ზამთარს ჩვენი წყლის მილები რომ გაიყინა და შემდეგ სათითაოდ დასკდა? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გახსოვს, ამ ზამთარს ჩვენი წყლის მილები რომ გაიყინა და შემდეგ სათითაოდ დასკდა?

SmileSmileSmile

"რა მოხდა? - ეკითხება ფარმაცევტი უცნაურად მოღიმარ კოლეგას, - დალიე რამე, თუ?.." "გახსოვს, ამ ზამთარს ჩვენი წყლის მილები რომ გაიყინა და შემდეგ სათითაოდ დასკდა?" "მერე რა გიხარია?" "ხედავ იმ კაცს? სწორედ ის ხელოსანია, რომელმაც ზამთარში ის ხალტურა შემოგვასაღა. წამლის შესაკვეთად მოვიდა..."

SmileSmileSmile

ვეტერინარი ასწავლის თანაშემწეს, როგორ მისცეს ცხენს კუჭის ასაშლელი საშუალება: "აი, ამ მილს აიღებ, ცხენს ნახევრამდე ჩაუდებ პირში, შემდეგ მეორე ბოლოში პურგენის ტაბლეტს ჩადებ და ჩაბერავ". რამდენიმე საათის შემდეგ თანაშემწე უკან ბრუნდება, სახეზე ფერი არ ადევს და ფეხიც ერევა. "რა ქენი, მიეცი?" "ვერ მოვასწარი - ცხენმა პირველმა ჩაბერა..."

SmileSmileSmile

ექიმი (დაჰყურებს ანალიზის პასუხებს): "ისღა დამრჩენია, მოგილოცოთ - თქვენში ახალი სიცოცხლე ჩაისახა!" პაციენტი: "ექიმო... მე ხომ მამაკაცი ვარ?!" "ჰო, მაგრამ... პარაზიტებს ეგ სულ არ აინტერესებთ".

SmileSmileSmile

ფსიქიატრიულ საავადმყოფოში კომისიას გზავნიან. თავმჯდომარე მთავარ ექიმს ეკითხება: "მაინც როგორ არკვევთ, რომ პაციენტი გამოჯანმრთელდა?" "ჩვენ ამისთვის სპეციალური ტესტი შევიმუშავეთ. აბაზანას წყლით ვავსებთ, იქვე ვდებთ კოვზს, ვდგამთ მოზრდილ ტოლჩას და გაწერის კანდიდატს ვთავაზობთ, აბაზანა დაცალოს". "რა თქმა უნდა, ნებისმიერი ნორმალური ადამიანი ტოლჩას აიღებს..." - ღიმილით აწყვეტინებს კომისიის თავმჯდომარე. "არა, ბატონო, - მორიდებით პასუხობს მთავარი ექიმი, - ნორმალური ადამიანი აბაზანას საცობს ამოაძრობს!"

SmileSmileSmile

ხანში შესული ქალბატონი: "ექიმო, ჩემს თავს რაღაც ხდება! სულ ახლახან შემისრულდა სამოცდაათი, მაგრამ სარკეში რომ ვიყურები, იცით, რას ვხედავ? თმა საშინლად შემითხელდა, თვალებქვეშ თითქოს ტომრები მკიდია, სახე დამინაოჭდა, ლოყები ჩამომეკიდა, კბილები თითქმის სულ დამცვივდა... რისი ბრალი უნდა იყოს ეს? იქნებ რომელიმე ვიტამინი მაკლია?" ექიმი: "მგონი, საქმე არც ისე ცუდად არის. ყოველ შემთხვევაში, მხედველობა ბრწყინვალე მდგომარეობაში გაქვთ..."

SmileSmileSmileახალგაზრდა კაცი - თვალის ექიმს: "ექიმო, ქორწილის შემდეგ მხედველობის პრობლემები შემექმნა". "კერძოდ რა გაწუხებთ?" "ფულს ვეღარ ვხედავ, ბატონო!.."

SmileSmileSmile

ოპერაციის შემდეგ მამაკაცი პალატაში წევს - ნარკოზიდან გამოდის. საწოლის გვერდით ცოლი უზის. კაცმა თვალები გაახილა, მეუღლეს შეხედა და ჩაილაპარაკა: - ულამაზესი ხარ! შემდეგ ისევ დახუჭა თვალები და დაიძინა. გარკვეული დროის შემდეგ ისევ გაახილა თვალი და ცოლს უთხრა: "რა სიმპათიური ხარ!" "ცოტა ხნის წინ, ულამაზესიო, რომ მითხარი, დაგავიწყდა?" "არ ინერვიულოთ, ქალბატონო, უბრალოდ, ნარკოტიკების მოქმედება სუსტდება", - დაამშვიდა ქალი მახლობლად მდგომმა ექთანმა.

SmileSmileSmile

Smileპაციენტის სიცოცხლისთვის ბრძოლაში ექიმებმა გაიმარჯვეს. სიცოცხლემ უკან დაიხია.

Smileქირურგი კარგად შეიარაღებული თერაპევტია.

Smileსაბოლოოდ ყველა ნარკომანი აგდებს ნარკოტიკს. ზოგიერთი ამას სიცოცხლეშივე ახერხებს.

Smileოპტიმისტი - ეს პესიმისტია, რომელიც ანტიდეპრესანტებზე ზის.

Smileიყიდება ცელულიტის საწინააღმდეგო შარვალი! სულ რაღაც 99 დოლარი და 99 ცენტი და მთელს ქალაქს ეცოდინება, რომ თქვენ ცელულიტი გაქვთ!!!

Smileშამპუნი "სკლეროზი" - დაივიწყე ქერტლი!

Smileგასახდომი კურსები! 20 კილოგრამი კვირაში! კურსების გრანიტის სამტეხლო. იკითხეთ ბრიგადირი გრიშა.

Smileვადიდებ მკერდს. იაფად. იმპორტული პროდუქტი. ადობე პჰოტოსჰოპ.

Smileთუ ჩვენთან ამოიღებთ 32 კბილს, ჩვენი სტომატოლოგი ოცდამეცამეტეს უფასოდ ამოგიღებთ.