კარგით, რა, ექიმო, რა საჭიროა მორიდება...
- ბოლო დროს თქვენს ღვეზლებში ხორცის რაოდენობამ შესამჩნევად იკლო. რაშია საქმე?!
- ბოდიშს გიხდით, ბატონო, იცით, სანიტარულმა ინსპექციამ სამზარეულოში კატების ყოლა აგვიკრძალა...
- როგორ?! კატის ხორცს დებდით "პერაშკში"?!
- რას ბრძანებთ, ველურები კი არ ვართ! უბრალოდ, ვიდრე კატები გვყავდა, თაგვებს ისინი იჭერდნენ...
ორი მოხუცი საუბრობს.
- ყველაზე საშინელი დაავადება ართროზია, - ეუბნება ერთი მეორეს,
- რას ამბობ? კიბოზე უარესი?
- რა თქმა უნდა! ართროზის დროს ყველაფერი გიქვავდება, გარდა იმისა, რაც გულით გსურს.
- იცი, ძვირფასო, - ეუბნება მამაკაცი შეყვარებულს, - ერთ რამეში უნდა გამოგიტყდე: ჩვენ თითქმის ერთი წელია ვხვდებით ერთმანეთს და მთელი ამ ხნის განმავლობაში მე ფსიქოანალიტიკოსთან დავდიოდი...
- თუ ასეა, მაშინ მეც უნდა გამოგიტყდე, - პასუხობს ქალი, - მთელი ამ ხნის მანძილზე მე თერაპევტთან, იურისტთან და სანტექნიკოსთან დავდიოდი...
ხანდაზმულმა მამაკაცმა სახლის კარი შეაღო და მეუღლეს მიახარა:
- აბა, ნახე, როგორი სმენის აპარატი შევიძინე! ეს ყველაზე მინიატურული მოდელია ამქვეყნად, მაგრამ ისევე კარგად მუშაობს, როგორც მისი მსგავსი მოზრდილი მოდელები!
- მართლა?! და რამდენით ძვირი გადაიხადე?
- ახლა ზუსტად ექვსის ნახევარია, ძვირფასო!..
მტვირთავს წელი გაუშეშდა. მივიდა ექიმთან. ექიმმა გასინჯა და უთხრა: "ასეთ შემთხვევაში ყველაზე უფრო სავარაუდო მალათაშუა თიაქარია" "ეს რას ნიშნავს?" "დისკი გამოდის... მოკლედ, დღეს მუშაობას აღარ გირჩევთ. ხვალ მობრძანდებით და რენტგენს გადაიღებთ". "რას გადავიღებ?" "რენტგენს. ეს ერთგვარი ტელევიზორია, რომლის მეშვეობითაც თქვენი დათვალიერება მოხდება..."
პაციენტი კაბინეტიდან გამოდის და მაშინვე უფროსს ურეკავს: "მუშაობას თავს ვანებებ!" "რატომ? სხვა სამუშაო იპოვე?" "არა, შოუ-ბიზნესში მივდივარ: ექიმმა მითხრა, რომ ჩემი დისკი გამოდის და ხვალ ჩემს თავს ტელევიზიით აჩვენებენ!"
ექიმი ანალიზების პასუხებს ათვალიერებს და პაციენტს ეუბნება:
- იცით, ქალბატონო, ასეთი პასუხების შემდეგ, ალბათ, ხშირად მოგვიწევს ერთმანეთის ნახვა...
- კარგით, რა, ექიმო, რა საჭიროა მორიდება, დაგინახეთ თუ არა, მეც მაშინვე მომეწონეთ...
გამოცდილი ექიმი - ახალგაზრდა კოლეგას:
- ამ ავადმყოფს ოპერაცია სჭირდება, თანაც სასწრაფოდ.
- კი მაგრამ, რა აქვს ასეთი?
- ანგარიში შვეიცარიის ბანკში!!!
ორი პრაქტიკოსი ექიმი ხვდება ერთმანეთს. ერთს ცხვირ-პირი ჩამოსტირის. "რა მოგივიდა?" - ეკითხება მეორე. "წარმოგიდგენია, პირველად ჩემს ცხოვრებაში... საშინელი სამედიცინო შეცდომა დავუშვი!" "მაინც რა მოხდა ასეთი?" "რა და, ორად ორი ვიზიტი დამჭირდა ჩემი პაციენტის მოსარჩენად, არადა, თურმე მილიონერი ყოფილა..."
ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო იწყებს ახალი ლატარეის - "ლოტო-ავადმყოფის" - გათამაშებას! ყოველ კვირას თამაშდება: სამ და ხუთდღიანი ბიულეტენი, ბრტყელტერფიანობა ახალწვეულთათვის, მკურნალობა საზღვარგარეთ და სიურპრიზი - პირველი ჯგუფის ინვალიდობა. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ სოცუზრუნველყოფის რაიონულ განყოფილებებში.
"ექიმო, ძალიან გთხოვთ, მომეცით იმედი!" "რა თქმა უნდა! მომაკვდავის სურვილი - კანონია!"
სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი პედიატრიაში გამოცდას აბარებს. არცთუ ისე კარგად არის მომზადებული, ერთმა კითხვამ კი განსაკუთრებით ცუდ დღეში ჩააგდო: "დაასახელეთ დედის რძის ოთხი უპირატესობა ქარხნულთან შედარებით". სტუდენტმა იფიქრა, იფიქრა და როგორც იქნა, სამი უპირატესობა მოაჯახირა: 1. არ სჭირდება ადუღება; 2. ზიანი არასოდეს მოაქვს; 3. როცა გჭირდება, ყოველთვის არის. მეოთხეზე კი გაიჭედა... ამ დროს მის გვერდით მჯდომი ეშხიანი გოგონა შესრულებული სამუშაოს ჩასაბარებლად წამოდგა. სტუდენტს სახე გაუნათდა, კალამს ხელი დაავლო და დაწერა: "მეოთხე: აქვს სხვადასხვა ფორმის ძალიან ლამაზი შეფუთვა".
აფთიაქში ძალიან მსუქანი ქალბატონი შედის.
- რამე იაფი და ეფექტური გასახდომი საშუალება თუ გაქვთ?
- გვაქვს - ლეიკოპლასტირი.
- სად უნდა დავიკრა?
- პირზე, ქალბატონო!!!