/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სანდო რჩევები

რატომ არის მნიშვნელოვანი რაც შეიძლება ხშირად ჩახუტება

რატომ არის მნიშვნელოვანი რაც შეიძლება ხშირად ჩახუტება
სასიამოვნო შეგრძნებაა, როცა საყვარელი ადამიანი გეხუტება, გეფერება, მაგრამ როგორც აღმოჩნდა,

შეხება ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური შეგრძნება, ის არსებითი კავშირია ადამიანებს შორის. შეხება ჩვენი ფუნდამენტური მოთხოვნილებაა, რომელიც გავლენას ახდენს ტვინის ფუნქციონირებაზე, ხელს უწყობს ფსიქიკის სტაბილიზაციას და სოციალური ურთიერთობების დამყარებას.

ტაქტილური ურთიერთქმედება წარმოუდგენლად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სხვა ასპექტებში.

1. ჩახუტება ამცირებს სტრესს

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გარკვეული სტრესული გამოცდილების შემდეგ, ორგანიზმში სტრესის ჰორმონის კორტიზოლის დონის შესამცირებლად, საკმარისია ჩახუტება. და თუ არავინ არის ამის გამკეთებელი, შეგიძლიათ ჩაეხუტოთ საკუთარ თავს, რადგანაც ესეც მუშაობს. ასეთი შედეგები აჩვენა გერმანელი ფსიქოლოგების მიერ ჩატარებულმა კვლევამ.

ცნობილია, რომ სტრესი ძალიან საზიანოა ორგანიზმისთვის. მაგალითად, ის ზრდის ქრონიკული ანთების დონეს, რაც საფრთხეს უქმნის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს და ზრდის კიბოს განვითარების რისკს. როგორც კვლევამ აჩვენა, თუ საყვარელ ადამიანს ყოველდღე ჩაეხუტებით, ორი კვირის შემდეგ, სისხლში ქრონიკული ანთების მარკერები შემცირდება.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. რეგულარული ჩახუტება ამცირებს არტერიულ წნევას, იცავს ინფექციებისგან და აუმჯობესებს განწყობას.

2. ნაზი მოფერება ხსნის ტკივილს

კიდევ ერთი უახლესი კვლევის ავტორებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ, შეუძლია თუ არა ნაზ მოფერებას ჩხვლეტისგან მიღებული ტკივილის შემცირება ბავშვებში სისხლის ანალიზის აღების დროს. აღმოჩნდა, რომ შეეძლო. ჩვილებთან შედარებით, რომლებსაც არ ეხებოდათ, იმ ბავშვებში, რომელთაც ეფერებოდნენ, შემცირებული ჰქონდათ თავის ტვინის ტკივილის აღქმაში მონაწილე რეგიონების აქტივობა. გარდა ამისა, მათ არც ისე მკვეთრი რეაქცია ჰქონდათ ინექციაზე.

ეს სასარგებლო ეფექტი შეიმჩნევა არა მხოლოდ ბავშვებში, არამედ მოზრდილებშიც – რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ მსუბუქმა მოფერებამ შეიძლება შეამციროს ტკივილის ინტენსივობა.

მოფერების ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება შეიძლება ეფუძნებოდეს კანში მდებარე სპეციფიკური ნერვული ბოჭკოების მუშაობას.

ისინი განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ნაზი, სასიყვარულო შეხების მიმართ, რაც პროვოცირებს "სიყვარულის ჰორმონის" ოქსიტოცინის გამომუშავებას, რომელსაც აქვს დამამშვიდებელი, მომადუნებელი, დამაშოშმინებელი ეფექტი.

3. თუ გეშინიათ და ღელავთ, ჩაკიდეთ ხელი.

სახიფათო სიტუაციებში ვინმეს ხელის ჩაკიდებას არაფერი ჯობია. უცხო ადამიანის ხელიც დაგეხმარებათ, მაგრამ უკეთესია, რა თქმა უნდა, თუ ვინმე ახლობელი და ძვირფასი იქნება თქვენ გვერდით.

ჩინელი ექიმების მიერ ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ თუ კაცს პროსტატის ბიოფსიის დროს ახლობელის ან თუნდაც მედდის ხელი ეჭირა, ის არ იყო ისეთი შეშინებული და არც პროცედურა იყო მტკივნეული, როგორც მათთვის, ვისაც ასეთი შესაძლებლობა არ ჰქონდა.

სხვა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ პაციენტებს, რომლებსაც ბროლის გამოცვლის ოპერაციის დროს ეჭირათ ვინმეს ხელი, ჰქონდათ შფოთვისა და ადრენალინის დაბალი დონე, ვიდრე მათ, ვინც ამას არ აკეთებდა. დაქორწინებულ წყვილებზე ჩატარებული ექსპერიმენტები აჩვენებს, რომ საყვარელი ადამიანის ხელი ყველაზე ეფექტურად ხსნის შიშს და შფოთვას.

4. მასაჟი სასწაულებს ახდენს

მასაჟს ბევრი სარგებელი მოაქვს - ხსნის სტრესს, ტკივილს და გეხმარებათ მოდუნებაში. ეს გამოწვეულია იმით, რომ როდესაც ზეწოლა ხდება კანზე და ქვემდებარე ქსოვილებზე, პარასიმპათიკური ნერვული სისტემის აქტივობა იზრდება. ეს სისტემა პასუხისმგებელია ძალების აღდგენაზე, ენერგიის მარაგის შევსებაზე, დასვენებასა და რელაქსაციაზე, ის ეხმარება ორგანიზმს სტრესის დესტრუქციული ეფექტების დაძლევაში, არეგულირებს სხეულის მრავალი სისტემის მუშაობას.

ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ ბუნებრივად ტაქტილურები ვართ. ნაზად და ალერსიანად შეხება ერთმანეთთან თავს უკეთ გვაგრძნობინებს ფიზიკურად და ემოციურად.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

გთხოვთ, მოგვცეთ უფლება, გავაგრძელოთ გარბენი! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გთხოვთ, მოგვცეთ უფლება, გავაგრძელოთ გარბენი!

sicili.jpg

  • ბიჭებო, რომელმა დაკარგეთ?!

მედიცინას რუსეთში დავეუფლე. მეორე კურსზე ვიყავით, ლექტორმა რომ გამოგვიცხადა, ხვალ მორგში უნდა შეგიყვანოთო. ბიჭებმა, ეს რომ შეიტყვეს, მოილაპარაკეს, ერთი გოგონასთვის, რომელიც მეტიჩრობის გამო ცოტას თუ უყვარდა, ოინი მოეწყოთ. ერთმა მათგანმა მორგის ერთ-ერთ "ბინადარს" შეუმჩნევლად მოაჭრა ასო და პოტენციურ მსხვერპლს ხალათის ჯიბეში ჩაუდო. მოგეხსენებათ, მორგში პირველად მოხვედრა არცთუ სასიამოვნოა. ამას სიურპრიზით გამოწვეული სტრესული სიტუაციაც დაუმატეთ. ისე რომ, წესით, ბიჭებს კარგად უნდა ეხალისათ, მაგრამ... ცოტა ხნის შემდეგ გოგონამ ჯიბეში ხელი ჩაიყო. რეაქციის მოლოდინში ყველა გაისუსა, მან კი, ვითომც არაფერიო, მშვიდად ამოიღო ეროტიკული სუვენირი, მაღლა ასწია და იკითხა: "ბიჭებო, რომელმა დაკარგეთ?!"

sicili.jpg

  • ასოთი ყველგან ძაბვას სინჯავს

ეს ამბავი მოსკოვში, ტროლეიბუსების პარკში მოხდა. ტროლეიბუსები უკვე მოძველებული გახლდათ და ხშირად მაღალი ძაბვა მანქანის კორპუსზე გადადიოდა. ასეთ დროს ტროლეიბუსს რეისიდან ხსნიდნენ და რემონტისთვის პარკში გზავნიდნენ. ერთხელ ერთ-ერთი ასეთი მანქანა პარკში შეიყვანეს. მძღოლი მანქანის კაბინაში ზის (ელექტროდენის ტუმბლერი ჩართულია) და გარეთ მდგომ მეგობარს ესაუბრება. მოულოდნელად მძღოლმა უკანა ხედვის სარკეში ვიღაცის ჰაერში მოფართხალე ფეხები დაინახა, დენის მიმწოდებელი ტუმბლერი სასწრაფოდ გამორთო და მეგობართან ერთად ვაგონის ბოლოსკენ გაიქცა. ხედავენ, მიწაზე გულწასული მამაკაცი გდია. აღმოჩნდა, რომ ტროლეიბუსების პარკის ერთ-ერთ მოსამსახურეს დაეზარა პარკის ბოლოში ტუალეტში წასვლა და იქვე, კუთხეში მდგარ ტროლეიბუსს მიადგა, ამოიღო "ინსტრუმენტი" და უკანა ბამპერის მორწყვა დააპირა, მაგრამ აღარ დასცალდა, რადგან პირველივე წვეთებზე მაღალმა ძაბვამ დაარტყა. რასაკვირველია, მაშინვე დაავლეს ხელი და სამედიცინო ნაწილში გააქანეს. მადლობა ღმერთს, გზაში მოეგო გონს, მაგრამ მაინც მოიყვანეს სამედიცინო ნაწილში, სადაც იმ დღეს ჩემი მეწყვილე მორიგეობდა. შემთხვევით მეც იქ გახლდით. პაციენტს, ფაქტობრივად, აღარაფერი აწუხებდა, შესაბამისად, ექიმსაც არაფერი ჰქონდა გასაკეთებელი. ვიდრე მოიფიქრებდა, როგორ მოქცეულიყო, იკითხა: "ეს თქვენი ელექტრიკოსია?" "არა", - პასუხობენ გულშემატკივრები. "მაშ, რატომ დადის პარკში და ასოთი ყველგან ძაბვას სინჯავს?.." მოგეხსენებათ, სიცილს არანაკლებ რთული სიტუაციების განმუხტვა ძალუძს...

sicili.jpg

  • პატაკის ჩაბარება

ამასაც რუსეთში მომიყვნენ. შაბათია, გვიანი საღამო. ქალაქგარეთ, საცხოვრებელი კორპუსების ახლოს, სასწრაფო დახმარების მანქანა დგას. მძღოლი იქვე, ჯიხურში, სიგარეტს ყიდულობს. სასწრაფოს მანქანაში ახალგაზრდა, სიმპათიური ქერა ექიმი ზის. მანქანასთან ხუთიოდე ნასვამი ახალგაზრდა მივიდა. ჯერ შორიდან შეათვალიერეს მომხიბლავი ქალი, შემდეგ შეტევაზე გადავიდნენ - წამოდი, ცოტა დავლიოთ, ვიცეკვოთო. ნებით რომ არაფერი გამოუვიდათ, ძიძგილაობა დაიწყეს. მოულოდნელად მანქანის უკანა კარი გაიღო და იქიდან სამი მოხეული სანიტარი გადმოვიდა... აღმოჩნდა, რომ სასწრაფო ფსიქიატრიულ საავადმყოფოს ეკუთვნოდა, მცირე ხნის წინ სანიტრებს ერთი ავადმყოფი "დაეწყნარებინათ" და ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას ქალაქგარეთ მდგარ მანქანაში აღნიშნავდნენ... ნახევარი საათის შემდეგ მილიციის პატრული ქალაქგარეთ უცნაურ სურათს წააწყდა: ხუთი ახალგაზრდა წაშლილი სახით მწკრივად დარბოდა სასწრაფო დახმარების მანქანის გარშემო და ყოველი წრის შემდეგ იქვე მდგარ სანიტრებს ჯგუფურად აბარებდნენ პატაკს: "ლენინისა და შრომის წითელი დროშის ორდენოსანი #25 საავადმყოფოს ამხანაგო უფროსო სანიტარო! წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის სახელობის საზეიმო გარბენი გადადის 130 წრეზე! გთხოვთ, მოგვცეთ უფლება, გავაგრძელოთ გარბენი!" წარმოიდგინეთ, რა წისქვილის ქვა უნდა დატრიალებულიყო მათ თავს ნახევარი საათის წინ, თუ ამ სულელურ ტექსტს ყოველი მათგანი დიდი მონდომებით წარმოთქვამდა.

sicili.jpg

  • ჯინსზე ელვა

ალბათ, ბევრმა იცის, რომ ძველ ჯინსზე ელვა ხშირად თავისთავად იხსნება. ერთი ასეთი "თავნება" შარვალი მეც მქონდა. ერთ დღეს საავადმყოფოში მივდივარ. გზაში ხშირ-ხშირად ვიმოწმებ შარვლის უბეს - არ მინდა, სირცხვილი ვჭამო. საავადმყოფოს რომ მივუახლოვდი, წინ მოზრდილი გუბე გადამეღობა. ორი გზა მქონდა: ან გარს შემომევლო - ამისთვის სამას მეტრამდე უნდა გამევლო, ან იქვე მდგარ გარაჟსა და ღობეს შორის გავმძვრალიყავი და მოკლე გზით მივსულიყავი საავადმყოფოში. რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი ავირჩიე და სივიწროვეში ვდურთე თავი. თან, რა თქმა უნდა, შარვლის შემოწმებაც არ მავიწყდება. მოულოდნელად თავზე წავადექი ხნიერ ქალს, აშკარად სოფლელს, რომელიც გარაჟსა და ღობეს შორის ჩაცუცქულიყო და ბუნებრივ მოთხოვნილებას იკმაყოფილებდა. შეშინებული და დარცხვენილი, კაბააწეული და მუხლებზე პანტალონებჩამოჩაჩული გავარდა საავადმყოფოს ეზოში. ახლა წარმოიდგინეთ სიტუაცია: გარაჟის უკნიდან გამოვარდა კაბააწეული მოხუცი ქალი, რომელსაც შარვლის შესაკრავის სწორებით უკან თქვენი მონა-მორჩილი მოჰყვება... მთელი თვე თავს ვიმართლებდი, რომ არაფერში ვიყავი დამნაშავე!

sicili.jpg