როცა პირღიას მძინავს, ჩემს ცოლს შუქი აღვიძებს... - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

როცა პირღიას მძინავს, ჩემს ცოლს შუქი აღვიძებს...

როცა პირღიას მძინავს, ჩემს ცოლს შუქი აღვიძებს...

რუბრიკის სტუმარია თერაპევტი, ასოცირებული პროფესორი დავით გიორგობიანი.

Smile ერთ ჩემს კოლეგას პაციენტმა მიმართა კონსულტაციისთვის - უძილობას უჩიოდა. ექიმმა წამლები დაუნიშნა და შედეგის გასაგებად ორიოდე კვირის შემდეგ დაიბარა. გავიდა დანიშნული დრო და პაციენტი კვლავ გამოჩნდა, რაც თავისთავად იმას ნიშნავდა, რომ პრობლემა ჯერ კიდევ აწუხებდა. ექიმმა დანიშნულება შეცვალა, მაგრამ სასურველი შედეგი მაინც ვერ მიიღო. ასე რამდენჯერმე განმეორდა.

ბოლოს კი ექიმსა და პაციენტს შორის ასეთი დიალოგი გაიმართა: "ექიმო, დავწვები თუ არა, ყოველგვარი საფიქრალი სწორედ მაშინ წამოყოფს თავს..." უეცრად ექიმს სახე გაუნათდა: "მოდი, აბუსალათინის ზეთს დაგინიშნავ. ძილის

წინ მიიღე". "კი მაგრამ, მიშველის?" "არა მგონია. სამაგიეროდ, მისი მიღების შემდეგ ძილის წინ მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე მოგიწევს ფიქრი".

 

Smile ფსიქოთერაპევტს მამაკაცმა მიმართა. "ბატონო ჩემო, იცით, უკვე დიდი ხანია ვფიქრობ, რომ მაცივარი ვარ". "ალბათ, ეს ძალიან გაწუხებთ?" - გაუღიმა ექიმმა. "რას ბრძანებთ, სრულიადაც არა!" -

იუარა პაციენტმა. "აბა, ჩემთან რატომღა მოხვედით?" "იმიტომ, რომ როცა პირღიას მძინავს, ჩემს ცოლს შუქი აღვიძებს..."

 

Smile "ექიმო, აი უკვე ერთი თვეა, დავიძინებ თუ არა, ერთი და იგივე სიზმარი მესიზმრება - თბილისიდან ხაშურამდე მატარებლის ოცი ვაგონისგან შემდგარ შემადგენლობას მივათრევ ხელით. იქნებ როგორმე დამეხმაროთ, თორემ ყოველ დილით ისეთ დაღლილს მეღვიძება, აღარაფრის თავი აღარ მაქვს", - შესჩივლა პაციენტმა ფსიქოთერაპევტს. ექიმმა შთააგონა, რომ მხოლოდ ერთი ვაგონი უნდა წაეყვანა, ისიც - გორამდე. გავიდა რამდენიმე თვე და პაციენტმა ისევ მიმართა ექიმს: "ამჯერად სიზმარში ერთდროულად ოცდაათ ქალთან მიწევს ურთიერთობა. ისევ ძალიან ვიღლები..." ექიმმა ისევ შთაგონებას მიმართა და პაციენტს ჩააგონა, რომ მას არა ოცდაათ, არამედ ათ ქალთან ჰქონოდა ურთიერთობა. მეორე დილით მამაკაცი ურეკავს და საწყალობელი კილოთი კითხულობს: "ხუთ ქალთან არ შეიძლებოდა, ექიმო? მე ხომ გორამდე ერთი ვაგონიც მყავს წასათრევი?!"

 

Smile ქირურგმა შვებულება აიღო და სანადიროდ წავიდა. უკან რომ დაბრუნდა, კოლეგებმა ჰკითხეს: "აბა, როგორი დრო გაატარე?" "ძალიან ცუდი, - გაისმა პასუხად, - მთელი კვირის მანძილზე ვერაფერი მოვკალი. მგონი, სჯობდა, ისევ საავადმყოფოში დავრჩენილიყავი..."

 

Smile სინდისის ქენჯნა მთელი დღე ტანჯავდა ექიმს, მთელი არსებით ცდილობდა, დაევიწყებინა, მაგრამ, სამწუხაროდ, არაფერი გამოსდიოდა. ადგილს ვერ პოულობდა, ჭირის ოფლი ასხამდა. ხანდახან შინაგანი ხმა გამამხნევებლად ეჩურჩულებოდა: "კარგი, რა, ასე ნუ ნერვიულობ, ისეთი რა მოხდა. შენ არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი, რომელიც საკუთარ პაციენტთან იწვა!" მაგრამ იქვე გაისმოდა მეორე, წვრილი და საზიზღარი ხმა, რომელიც ექიმს მწარე სინამდვილეში აბრუნებდა: "ხომ არ დაგავიწყდა, რომ ვეტერინარი ხარ?!"

 

Smile მამაკაცი კონსულტაციისთვის სექსოპათოლოგთან მივიდა. ექიმმა ყურადღებით მოუსმინა, გასინჯა და უთხრა: "ორი ამბავი მაქვს თქვენთვის - ცუდი და კარგი. რომლით დავიწყო?" "ცუდით!" - აღელდა პაციენტი. "იცით, რაშია საქმე? ამას წყალი არ გაუვა, თქვენ ფარული ჰომოსექსუალისტი ბრძანდებით, მაგრამ... მაგრამ მე შენ ძალიან, ძალიან მომწონხარ, საზიზღარო..."

 

Smile "დიდი მადლობა, წამალი, რომელიც ამას წინათ გამომიწერეთ, პირდაპირ სასწაულებს ახდენს! - ეუბნება სექსოლოგს აღფრთოვანებული ხანში შესული მამაკაცი, - თავი ოცი წლით ახალგაზრდა მგონია". "ძალიან კარგი. თქვენი მეუღლე როგორ შეხვდა ამ ამბავს?" "აბა რა ვიცი, ექიმო, - აგდებულად პასუხობს პაციენტი, რაც ამ წამლის სმა დავიწყე, სახლში არც კი შევსულვარ..."

 

Smile ხანში შესულმა ქალბატონმა ესთეტიკური მედიცინის კლინიკას მიმართა. მას ძველბერძნული პროფილი გაუკეთეს, ნაოჭები გაუსწორეს, ღაბაბი და ზედმეტი ცხიმი მოაშორეს, პირი დაუპატარავეს, ტუჩები გაუდიდეს და კბილები გაუთეთრეს. ქალი თავისი გარეგნობით კმაყოფილი დარჩა, მაგრამ კიდევ ერთი სურვილი გამოთქვა: "იქნებ დიდი და გამომსახველი თვალებიც გამიკეთოთ?!" "ამაზე ადვილი რა არის, ქალბატონო, - გაუღიმა ექიმმა, - გთხოვთ, თქვენი ანგარიშის ჩეკს გაეცნოთ..."

 

Smile ძლიერ აღელვებული მამაკაცი აფთიაქში შევარდა. დახლისკენ მიიწევს და გამწარებული ყვირის: "ჩქარა, თუ ღმერთი გწამთ, ჩქარა! გამატარეთ! იქ ქალი წევს!" რიგი სასწრაფოდ შუაზე გაიყო და კაცი გაატარეს. იგი გამყიდველს მიუახლოვდა: "პრეზერვატივი მომეცით, გეთაყვა!.."

 

Smile ახალგაზრდა ქალმა ფსიქოთერაპევტს შესჩივლა: "ერთი დიდი პრობლემა მაქვს - უარის თქმა არ შემიძლია, ყველა ჩემი პაემანი ლოგინით მთავრდება და ბოლოს თავი სულელი და უზნეო ქალი მგონია..." "ახლავე ჰიპნოზს გაგიკეთებთ - დაგაძინებთ და როგორც კი გაგეღვიძებათ, უარის თქმა შეგეძლებათ", - ანუგეშა სასოწარკვეთილი ქალი ექიმმა. "რატომ "უარის თქმა"? მე მხოლოდ ის მინდა, თავი სულელად და გათახსირებულად არ ვიგრძნო..."

 

 

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
კატეგორიის სხვა სტატიები
ფსიქიატრიულში პაციენტი მიჰყავთ. ექიმი ეკითხება: "თქვენ ვინ ხართ?" "ნაპოლეონი, ბატონო". "გასაგებია...
სოცილურ ქსელში ვრცელდება დიდი პოპულარობით სარგებლობს "მანიფესტი" ქალებისათვის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით.
მსოფლიო ჩემპიონატის ვნებათაღელვაა და ალბათ უადგილო არ იქნება რამდენიმე კურიოზს თუ გავიხსენებთ. ღიმილი და იუმორი ხომ სიცოცხლეს ახანგრძლივებს:
სოციალური ქსელი დღევანდელი საზოგადოების ცხოვრების წესად იქცა, აქ ამზეურებენ ადამიანები თავიანთ ტკივილსა
"გურიის მოამბე" ოზურგეთის სოფელ ლიხაურში მოხდარ ტრაგიკომიკურ ამბავზე წერს:
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად