უპასუხოდ დარჩენილი წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უპასუხოდ დარჩენილი წერილები

”ოჯახის მკურნალში” უამრავი წერილი მოდის. ზოგი მათგანი კურიოზული ფრაზებით არის სავსე. კარგა ხანს ვაგროვებდი მათ და აი, ის დღეც დადგა, როდესაც ისინი თქვენს სამსჯავროზე უნდა გამოვიტანო. იცინეთ, ძვირფასო მკითხველებო! იცინეთ ჩვენთან ერთად. სიცილი ხომ სიცოცხლეს ახანგრძლივებს!

  • ”ცუდი საცხოვრებელი პირობების გამო ავად გავხდი საშვილოსნოსგარე ორსულობით!..”
  • ”როგორ უნდა გავხდე კბილის ზოოტექნიკოსი?”
  • ”ვიცი, რომ სიგარეტის მოწევა ავიწროებს ტვინის ნაზ სახსრებს”.
  • ”თქვენი დახმარება მჭირდება, იმიტომ, რომ ჩემი მეუღლე დაავადებულია არასინქრონული სარკაზმით”.
  • ”გთხოვთ, მოგვითხროთ იმ დაავადებების შესახებ, რომლებიც ადამიანს ”გადაედება” (ეს სიტყვა ბრჭყალებში თავად მკითხველმა ჩასვა, ამიტომ მან სულ სხვა შინაარსი შეიძინა) წვრილფეხა საქონლისგან, ცხვარი, თხა და სხვა”.
  • ”გადაედება თუ არა სიფილისი იმ შემთხვევაში, თუ ამ დაავადებით დაავადებულ ადამიანთან სტუმრად მივალთ?”
  • ”ჩემი სიყვარული ქმრისადმი მოკვდა გინეკოლოგიურ სავარძელში”.
  • ”ირგვლივ ყვავის მედიცინა - ხალხი კი კვდება” (ვერაფერს იტყვი, სწორი შენიშვნაა...).
  • ”ჩემი შვილიშვილი ძილის დროს დადის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტუალეტში უნდა”.
  • ”დაავადება გაზაფხულივით მომეპარა”.
  • ”ჩემი ასაკი - 58 წელი, სქესი - მამაკაცი, პროფესია - ერთი დღე ვმუშაობ, ორი დღე ვისვენებ”.
  • ”ცხოვრებაში ერთხელაც კი არ დამსიზმრებია ფერადი სიზმარი. ნორმალურია თუ არა ეს?”
  • ”თქვენი ჟურნალი - სიკვდილისა და სიცოცხლის შესანიშნავი მასწავლებელია”.
  • ”ძალიან გვინდა, უფრო მეტი გავიგოთ სექსუალური შერწყმის შესახებ: როგორ და ვისთან უნდა ჩავატაროთ ის?”
  • ”გიგზავნით ჩემი ცხვირის ფორმას”.
  • ”მართალია თუ არა? მითხრეს, რომ თუ ჭორფლისგან თავის დაღწევა მსურს, 5-6 წუთით თავი უნდა ჩავყო ჭიანჭველების ბუდეში”.
  • ”რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩამოგვიყალიბდეს ლაპარაკის სწორი დეფექტი?”
  • ”იმდენად რამდენადაც არ მივეკუთვნები ჭკვიანთა რიგებს, გადავწყვიტე, მომემართა ”ოჯახის მკურნალისათვის”.
  • ”თქვენი სტატიები სქესობრივი აღზრდის შესახებ სამხედრო დისციპლინის გამყარებაში გვეხმარება” (თუ ასეა, მგონი, ავშენდით! - დ. დ.).
  • ”კარგი მუშაობისთვის საპატიო დაფით დამაჯილდოვეს”.
  • ”საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ვიტანჯები სქესობრივი სისუსტით”.
  • ”ბავშვობიდან და გათხოვებამდე არ ვიცოდი, ავადმყოფობა რა იყო, ჯანმრთელი ვიყავი სიგრძე-სიგანეში”.
  • ”რატომ არის, რომ, როცა გაზიან წყალს ვსვამ, გაზი ცხვირში კი არა, პირდაპირ თავში მირტყამს?”
  • ”სამწუხაროდ, სექსუალური საკითხების მხოლოდ ზედაპირზე ვტივტივებ, რადგან უნივერსიტეტში ამ საკითხში განათლება არ მიმიღია”.
  • ”ავად გავხდი და მთლიანად ავადმყოფობაში გადავეშვი, პროფკავშირის საწევროებსაც კი აღარ ვიხდი”.
  • ”დიდი სიამოვნებით გწერთ ჩემი გაჭირვების შესახებ...”
  • ”მყავს ცოლი, თუ შეიძლება ასე ეწოდოს მას”.
  • ”ჩემი ცოლი შეურაცხყოფას მაყენებს სექსუალური ხასიათის მორალურ-პედაგოგიური შენიშვნებით”.
  • ”არავისთან ანატომიურ სიახლოვეში არ ვყოფილვარ”.
  • ”მინდა ამიხსნათ, რა მომელის სამეცნიერო-პოპულარული მხედველობის თვალსაზრისით”.
  • ”ამბობდნენ, რომ ამ ზაფხულს ძნელი იქნება ზაგარის მიღება, ის კი არა, იმასაც მოვკარი ყური, რომ ამ საკითხზე თბილისში დიდი თათბირიც გამართულა”.
  • ”მე რომ სრულყოფილი მამაკაცი ვიყო, წარმომიდგენია, როგორი სასიამოვნო იქნებოდა ეს ჩემთვის და გარშემომყოფთათვის...”
  • ”ჩემი ქალიშვილი ექიმ-ყელყურისტთან არის აღრიცხვაზე...”
  • ”სქესობრივ საკითხს უსაფრთხოების ტექნიკის გარეშე თავს ვერ დააღწევ”.
  • ”ყურადღებით წავიკითხეთ თქვენი სტატია, მაგრამ ვერაფრით ვერ გავიგეთ, რა არის საშვილოსნოს ყელი. იქნებ, ახლა მაინც გაგვაგებინოთ ზუსტად”.
  • ”მე ავადმყოფობებით სავსე ტომარა ვარ”.
  • ”რა არის აბორტი? ჩემი დაქალი ერთს ამბობს, მე - მეორეს. რომელია ჩვენ შორის მართალი?”
  • ”თავის ქალას ახდის შემდეგ მივედი ექიმთან...”
  • ”რა უნდა გავაკეთოთ სლაბი სექსის დროს?”
  • ”განვიცდი საშინელ ტკივილებს ადამიანობისა და პიროვნების მიდამოებში”
  • ”შეიძლება თუ არა სქესობრივი ურთიერთობის გამო მოხდეს ფეხების გამრუდება?” (ბარემ აქვე გიპასუხებთ: არ შეიძლება - დ. დ.).
  • ”ხშირად მეფხანება ზურგი, ხელით ვერ ვწვდები და ჩანგალს ვიშველიებ”.
  • ”მე ძალიან რთული და ლამაზი ფიგურა მაქვს”.
  • ”ძალიან მაინტერესებს, არის თუ არა თბილისში პროფესორი მთავარი ტვინის საკითხებში?”
  • ”საავადმყოფოდან თვითნებურად გამოვეწერე”.
  • ”როგორ შევიდეთ სექსუალურ ურთიერთობაში ისე, რომ არ გავაბრაზოთ ქალი?”
  • ”ახალგაზრდობაში თვითმომსახურებით ვიყავი დაკავებული, ახლა 40 წლის ვარ და ოჯახური ცხოვრებისათვის ვარგისი ვარ?”
  • ”როგორ ვიცხოვრო ასეთ შემთხვევაში? - ძალიან ჩქარი ვარ ქალებთან ურთიერთობის დროს”.
  • ”როგორ განვიკურნო ხვრინვისაგან? აირწინაღით დაძინებაც კი ვცადე, მაგრამ, სამწუხაროდ, არაფერი მშველის”.
  • ”ორი კვირის წინ გავიკეთე გლანდების ოპერაცია. როდიდან შეიძლება სექსუალური ურთიერთობების აღდგენა? ჟუჟუნა ბარნაბიშვილი”.