/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : სტომატოლოგია

გამარჯობა. ვარ 33 წლის. მეკეთა გერმანული ბრეკეტები. გავისწორე კბილები,ორივე ყბაზე. მეკეთა კაპები. ზედა ყბაზე ჩავისვი ცირკონები. ხოლო ქვედა ყბაზე შედარებით კარგი კბილები მაქვს და ექიმმა არ მირჩია ცირკონების ჩასმა. ქვედაზე რახან არაფერს ვიკეთებდი გამიკეთეს რეტეინერი და კაპიც რა თქმა უნდა. თავიდან ზედმიწევნით ვიცავდი დროებს. სულ მეკეთა მერე უკვე ამერია,უკვე დროებით მოხსნაზე რომ გადავედი მერე მავიწყდებოდა რამოდენიმე საათის შემდეგ ისევ გაკეთება. შეიძლებოდა 2 დღეც დამვიწყებოდა. ახლა კიდე სულ არ მინდ ამ კაპის გაკეთება. რომ აღარ გავიკეთო საერთოდ ისევ დამებრიცება კბილები? წინა 6 კბილზე ქვედა ყბაზე მაქვს რეტეინერი სიმყარისთვის. 4-5 კბილებზე არ მაქვს არაფერი. მეექვსე კბილები მაკლია. მეშვიდეები მაქვს. სიბრძნის კბილები ოთხივე ამოღებული მაქვს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სტომატოლოგია

კბილის დაავადებები და მათი მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

კბილის დაავადებები და მათი მკურნალობის თანამედროვე მეთოდები
გვესაუბრება ექიმი სტომატოლოგი მაია ხუჯაძე. - კარიესი - ალბათ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის დიაგნოზი, რომელიც ერთხელ მაინც ყველა ჩვენგანისთვის დაუსვამთ.

რა არის კარიესი, რა იწვევს მას, რისი ბრალია, რომ ზოგს თითქმის ყველა კბილი კარიესული აქვს, ზოგისთვის კი ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა?

- კარიესი პათოლოგიური პროცესია, რომლის დროსაც ხდება კბილის მაგარი ქსოვილების დემინერალიზაცია და დარბილება, რასაც შემდგომ ღრუს წარმოქმნა მოსდევს. კარიესს მრავალი ფაქტორი იწვევს. ზოგიერთი მათგანი მკითხველს შესაძლოა უცნაურიც კი მოეჩვენოს.

ერთ-ერთი ასეთი ფაქტორია გეოგრაფიული გარემო. საქმე ის არის, რომ კარიესის განვითარებაზე გავლენას ახდენს წყლის შემადგენლობა, ჰავა, კლიმატის თავისებურებები და, თქვენ წარმოიდგინეთ, ყოფითი კულტურაც კი. ცნობილია, რომ ინდოეთში, რომელიც არ გამოირჩევა პირადი ჰიგიენის მაღალი კულტურით, კარიესის გავრცელება საკმაოდ დაბალია. ამის მიზეზად უხეშ, ბოჭკოთი მდიდარ და რაფინირებული ნახშირწყლებით ღარიბ საკვებს ასახელებენ. დადგენილია, რომ უხეში, ბოჭკოთი მდიდარი საკვები ხელს უწყობს კბილების თვითგაწმენდას, რაფინირებული ნახშირწყლებით მდიდარი კი კარიესის ხელშემწყობი ფაქტორია.

გარდა ნახშირწყლების შემცველობისა, დიდი მნიშვნელობა აქვს პირის ღრუში საკვების დაყოვნებას. ხანგრძლივი დაყოვნება ხელს უწყობს ნახშირწყლების დაშლას და კარიესის ხელშემწყობი ნივთიერებების გამოთავისუფლებას.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

საყოველთაოდ არის ცნობილი განსაზღვრული მიკრობების როლი კარიესის აღმოცენებაში. აქვე არ შეიძლება, ყურადღება არ გავამახვილოთ ისეთ ფაქტორებზე, როგორიც არის პირის ღრუს ჰიგიენა, ცხოვრების წესი. მნიშვნელოვანია გენეტიკური ფაქტორის როლიც. ცალკე აღნიშვნის ღირსია საკვებსა თუ წყალში ისეთი მიკროელემენტების შემცველობა, როგორიც არის ფთორი და კალციუმი. ამრიგად, ვერ დავასახელებთ კარიესის აღმოცენების ერთ უნიკალურ მექანიზმს. ზემოთ დასახელებულ ყოველ მიზეზს საკუთარი წვლილი შეაქვს ჩვენთვის ამ კარგად ნაცნობი დაავადების აღმოცენებაში.

- რამდენი სტადია აქვს კარიესს?

- იმის მიხედვით, რომელი ქსოვილია დაზიანებული, განასხვავებენ მინანქრის, დენტინისა და დუღაბის (ფესვის) კარიესს, პროცესის სიღრმის მიხედვით კი განარჩევენ ლაქის კარიესს, რომლის დროსაც დაზიანებულია მინანქრის ზედა შრე, ზერელე კარიესს, რომლის დროსაც პროცესი დენტინამდე ვრცელდება, საშუალო კარიესს, რომლის დროსაც უკვე კარგად ჩანს კარიესის ღრუ და პროცესი ვრცელდება დენტინის შრეზეც და ღრმა კარიესს, რომლის დროსაც პულპამდე დარჩენილია დენტინის თხელი შრე. უკანასკნელ შემთხვევაში კარიესის ღრუსთან შეხება ტკივილს იწვევს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. მყავს Შვილი ბიᲭი ერᲗი წლის და 4 Თვის. პირᲨი აქვს უსიამივნო სუნი. ამოსდის რამოდენიმე კბილი ერᲗად და ᲨეიᲫლება ამის ბრალიც იყოს? და მაინტერესებს ᲨეგვიᲫლია Თუ არა დავიწყოᲗ კბილების ხეხვა უკვე? ამ ასაკᲨი ᲨეიᲫლება Თუ არა?</p>

ჩამოთვლილი ფორმები გაურთულებელი ანუ მარტივი კარიესის ნაირსახეობებს წარმოადგენს. როგორც ვხედავთ, მარტივი კარიესის დროს დაზიანებულია მხოლოდ კბილის მაგარი ქსოვილი - მინანქარი, დენტინი, დუღაბი.

არსებობს გართულებული, რთული კარიესიც. ამ დროს პროცესი ნერვსა და კბილის ირგვლივ იოგზეც ვრცელდება. მისი ფორმებია პულპიტი, რომელიც კბილის ღრუში მიკრობების შეღწევისას ვითარდება და პაციენტები მწვავე ტკივილს შეიგრძნობენ და პერიოდონტიტი ანუ კბილის ირგვლივი ქსოვილების ანთება.

არსებობს კარიესის სხვა კლასიფიკაციაც, თუმცა ის პროფესიონალთათვის არის მოწოდებული და მკითხველებისთვის ნაკლებად საინტერესო იქნება.

- რა არის ლაქის კარიესი?

- კბილზე ჩნდება თეთრი ან მუქი, ყავისფერი ლაქა. თეთრი ლაქა უფრო სწრაფად პროგრესირებს და მალე გადადის კარიესის უფრო მძიმე ფორმებში. ამასთანავე, უფრო ვერაგია, ვინაიდან გარეგნულად შეუმჩნეველია, თვალისათვის ძნელი აღსაქმელია. ყურადღებას იპყრობს ის, რომ მინანქარს დაკარგული აქვს სიპრიალე. ამ დროს მკურნალობის ტაქტიკაა ეგრეთ წოდებული რემ-თერაპია ანუ რემინერალიზაცია, რომელიც ელექტროფორეზის მეშვეობით ტარდება - კბილის მინანქარში შეჰყავთ კალციუმი და ფთორი.

ყავისფერი ლაქები ნაკლებაგრესიულნი არიან, სწრაფი პროგრესირება არ ახასიათებთ და უფრო ღრმა ცვლილებებს დიდი ხნის შემდეგ იწვევენ.

- როგორია ზერელე კარიესის კლინიკა და მკურნალობის ტაქტიკა?

- ზერელე კარიესისთვის დამახასიათებელია მიზეზობრივი ტკივილი ანუ ტკივილი განსაზღვრული მიზეზის (ტკბილის, ცივის, მჟავეს) ზემოქმედებისას. მიზეზის მოცილებისთანავე ტკივილი გაივლის. ზერელე კარიესის სამკურნალოდ ტარდება კბილის პრეპარირება (ამ პროცესს პაციენტები გაბურღვას უწოდებენ) და დაბჟენა.

- რა არის საშუალო კარიესი, როგორ მკურნალობენ მას?

- საშუალო კარიესის დროს პათოლოგიური პროცესი დენტინში გადადის. მართალია, საშუალო კარიესი უფრო შორსწასული პროცესია, ვიდრე ზერელე, მაგრამ ამ დროს პაციენტი არაფერს უჩივის, ვინაიდან დენტინი რეცეპტორებს არ შეიცავს, პულპამდე კი დენტინის სქელი შრეა. საშუალო კარიესის დროს ტარდება კბილის პრეპარირება და დაბჟენა.

- რა არის ღრმა კარიესი, როგორია მისი მკურნალობის თავისებურებები?

- ღრმა კარიესის დროს დაზიანებულია დენტინის ღრმა შრეები, პროცესი პულპისგან დენტინის თხელი შრით არის გამოყოფილი. ჩივილებიდან დამახასიათებელია მიზეზობრივი ტკივილი. ღრმა კარიესის დროს პრეპარირება განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ჩატარდეს, რათა არ დაზიანდეს დენტინის თხელი შრე. მკურნალობის თავისებურებათაგან უნდა აღინიშნოს სპეციალური საიზოლაციო ან სამკურნალო სარჩულის გამოყენების აუცილებლობა.

- ცნობილია, რომ კარიესულ კბილს ცივი, ცხელი, ტკბილი საკვების ზემოქმედებისადმი სხვადასხვაგვარი მგრძნობელობა ახასიათებს. რისი ბრალია ეს?

- ცივი საკვებისადმი მგრძნობელობა დამახასიათებელია კარიესისა და პულპიტისთვის - კბილის სისხლძარღვოვან-ნერვული კონის ანთებისთვის. ცხელი საკვების შეხებისას ტკივილი აღმოცენდება პერიოსტიტის, მწვავე ან ქრონიკული პულპიტის, პერიოდონტიტის დროს.

- რა არის პულპიტი და როგორია მისი მკურნალობის ტაქტიკა?

- როგორც აღვნიშნეთ, პულპიტი კბილის რბილი ქსოვილის ანთებაა. პაციენტები მას ნერვის ანთებად იხსენიებენ. პულპიტის დროს ადამიანი უჩივის ძლიერ ტკივილს. ტკივილი აღმოცენდება ტემპერატურული გამღიზიანებლის ზემოქმედებისას, მწვავდება ღამით. უნდა ითქვას, რომ თუკი ზერელე კარიესისთვის მიზეზობრივი ტკივილია დამახასიათებელი, პულპიტის დროს ტკივილი გამღიზიანებელი ფაქტორის მოცილების შემდეგაც აღინიშნება. ზოგჯერ ტკივილი მუდმივი ხდება. პულპიტის შემთხვევაში ხდება პულპის მოცილება და არხების დაბჟენა.

თუ მკურნალობა დროულად არ ჩატარდა, შესაძლოა მოხდეს პულპის ნეკროზი და პროცესი კბილის მწვერვალის ირგვლის ქსოვილებზე გავრცელდეს.

კომენტარები (1)
პულპის დევიტალიზაცია
რა არის პულპის დევიტალიზაცია?
თარიღი : 27-09-2014
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : სტომატოლოგია

-გამარჯობათ.დიდი ხანია კბილებს ვიპლომბავ და ექიმებიც შემეცვალა ამ დროში.ადრე პლომბი როცა ამომივარდებოდა-უფრო მასიური იყო(ანუ მთლიანად ვარდებოდა).ახლა რომ მომძვრა თხელი იყო (ფრჩხილის სისქე),მის ქვეშ დარჩა პლომბის ნაწილი თუ არა არ ვიცი.მოკლედ ჯერ ერთი ასეთი თხელი პლომბის დადება სწორია?(ექიმი დამადებდა პლომბს,მერე დაასხივებდა რაღაც იისფრად,მერე ისევ ამატებდა პლომბს,ისევ ასხივებდა და ასე შემდეგ).და მეორეც-ეს ნერვი რომ მოვკალით კბილში იმიტომ აღარ იცდის პლომბი,კბილი სწრაფად იშლებაო(ექიმმა),-ერთი-ორი თვის ნერვმოკლულ და დაპლომბილზე თქვა,როცა ადრე ნერვმოკლულ კბილებში წლობით მედო პლომბი უპრობლემოდ.იქნებ ამიხსნათ სიმართლე როგორაა.მადლობთ

კატეგორია : სტომატოლოგია

გამარჯობა. ვარ 33 წლის. მეკეთა გერმანული ბრეკეტები. გავისწორე კბილები,ორივე ყბაზე. მეკეთა კაპები. ზედა ყბაზე ჩავისვი ცირკონები. ხოლო ქვედა ყბაზე შედარებით კარგი კბილები მაქვს და ექიმმა არ მირჩია ცირკონების ჩასმა. ქვედაზე რახან არაფერს ვიკეთებდი გამიკეთეს რეტეინერი და კაპიც რა თქმა უნდა. თავიდან ზედმიწევნით ვიცავდი დროებს. სულ მეკეთა მერე უკვე ამერია,უკვე დროებით მოხსნაზე რომ გადავედი მერე მავიწყდებოდა რამოდენიმე საათის შემდეგ ისევ გაკეთება. შეიძლებოდა 2 დღეც დამვიწყებოდა. ახლა კიდე სულ არ მინდ ამ კაპის გაკეთება. რომ აღარ გავიკეთო საერთოდ ისევ დამებრიცება კბილები? წინა 6 კბილზე ქვედა ყბაზე მაქვს რეტეინერი სიმყარისთვის. 4-5 კბილებზე არ მაქვს არაფერი. მეექვსე კბილები მაკლია. მეშვიდეები მაქვს. სიბრძნის კბილები ოთხივე ამოღებული მაქვს.

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ექიმები ხუმრობენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პლასტირი - ახალი გასახდომი საშუალება

.

  • "ჯანდაბა! რა საშინელი დღეა!!

აფთიაქში ახალგაზრდა კაცი შედის: "თუ შეიძლება, ორსულობის დამადასტურებელი ორი ტესტი მომეცით..." მოულოდნელად მის ჯიბეში მობილური ტელეფონი აწკრიალდა. ვაჟმა სმს-ის კითხვა დაიწყო და სახეშეცვლილმა ჩაიბურტყუნა: "ჯანდაბა! რა საშინელი დღეა!! სამი ტესტი მომეცით!!!"

sicili.jpg

  • ვაი, ვაი

სამედიცინო რეკლამა რადიოში: "ახლა კი თქვენ წინაშე წარდგება საფაღარათო პრეპარატების დამუშავებისა და ტესტირების საქმის მთავარი სპეციალისტი! ძვირფასო რადიომსმენელებო!.. ვაი, ვაი, ერთი წუთის შემდეგ დაგიბრუნდებით..."

sicili.jpg

  • აქტივირებული ნახშირი გაქვთ?

აფთიაქში: "აქტივირებული ნახშირი გაქვთ?" "ჩვენ მხოლოდ არააქტივირებული გვაქვს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გაგზავნოთ სმს-ი მოკლე ნომერზე. პასუხად მოგივათ აქტივაციის კოდი".

sicili.jpg

  • კიდევ ეჭვი გეპარებათ?!"

უფროსი და ორსულობის მეცხრე თვეშია, უმცროსმა კი, რომელსაც აფთიაქის გამყიდველისა მოერიდა, დას სთხოვა, მისთვის ორსულობის ტესტი ეყიდა. ორსული დახლის ფანჯარას მიუახლოვდა და ფარმაცევტს უთხრა: "თუ შეიძლება, ორსულობის ტესტი მომეცით". განცვიფრებულმა ფარმაცევტმა შეჰყვირა: "გენაცვალე, თქვენ რა, კიდევ ეჭვი გეპარებათ?!"

sicili.jpg

  • ცრემლებული ცოლი

მამაკაცი სამსახურიდან დაბრუნდა. კართან აცრემლებული ცოლი შეეგება და ტირილ-ტირილით შესჩივლა: "დღეს დილით... ჩვენი უბნის აფთიაქარმა... საშინელი შეურაცხყოფა მომაყენა..."

კაცი აფთიაქისკენ გაეშურა ახსნა-განმარტების მისაღებად. ფარმაცევტმა დაინახა თუ არა მისი გაბრაზებული სახე, შესძახა: "სანამ რამეს მეტყვით, მეც მომისმინეთ! ამ დილით მაღვიძარა არ ამუშავდა და ჩვეულებრივზე გვიან ავდექი. საუზმობა ვერ მოვასწარი. შინიდან გამოვვარდი, კარი გამოვიკეტე და უეცრად გამახსენდა, რომ ყველა გასაღები სახლში დამრჩა... იძულებული გავხდი, სამზარეულოს ფანჯარა გამეტეხა და საკუთარ სახლში ამ გზით შემეღწია... გზაში პატრულმა დამაჯარიმა სიჩქარის გადაჭარბებისთვის, ხოლო აფთიაქში მისვლამდე 10-15 წუთით ადრე მანქანას საბურავი დაეშვა...

როგორც იქნა, სამსახურამდე მოვედი. აქ უამრავი ხალხი დამხვდა. დავიწყე მათი მომსახურება. სალაროდან ხურდებით სავსე პაკეტი ამოვიღე და ამ დროს ტელეფონმა დარეკა. ისეთი ხმა აქვს, ყველაზე მამაც ადამიანსაც კი შიშს მოჰგვრის. პაკეტი ხელიდან გამივარდა, იატაკზე დაეცა, გასკდა და ხურდა ფული მიმოიფანტა. როგორც იქნა, ავკრიფე, ტელეფონი კი რეკავს და რეკავს შეუსვენებლივ!!! წამოდგომისას თავი სალაროს კუთხეს ავარტყი. ტკივილისგან გამწარებული თაროს ჩავებღაუჭე, რომელზეც ძვირფასი სუნამოები ეწყო. ყველაფერი იატაკზე ჩამოცვივდა და ნახევარი გატყდა...

ტელეფონი კი რეკავს. ბოლოს, როგორც იქნა, ავიღე ყურმილი - თქვენი ცოლი რეკავდა. აინტერესებდა, როგორ უნდა გამოეყენებინა სწორი ნაწლავისთვის განკუთვნილი თერმომეტრი, რომელიც გუშინ ჩემთან შეიძინა... და მე პირდაპირ ვუთხარი მას!!!"

sicili.jpg

  • ეფექტური გასახდომი საშუალება

აფთიაქში მსუქანი ქალი შედის, ხელში ფუნთუშა უჭირავს და მადიანად ილუკმება. "ყველგან ვიკითხე, მაგრამ არ ჰქონდათ... იქნებ, თქვენ მაინც გქონდეთ იაფი და ეფექტური გასახდომი საშუალება?" "გვაქვს, ქალბატონო, - პასუხობს ფარმაცევტი, - პლასტირი. ძალზე ეფექტურია". "და სად უნდა მივიკრა?" "პირზე!"

sicili.jpg

  • აფთიაქში მომხდარი კურიოზების უმრავლესობა, რა თქმა უნდა, პრეზერვატივებთან არის დაკავშირებული. აი, რამდენიმე მათგანი:

  • აფთიაქში მამაკაცი შედის და კარიდანვე ისვრის: "განდონები გაქვთ?" აფთიაქარი აათვალიერ-ჩაათვალიერებს და თავაზიანად პასუხობს: "კი, შემოდიან ხანდახან".

sicili.jpg

  • "მითხარით, თუ შეიძლება... გაქვთ, აი, ის... იცით, ბავშვთან ერთად ვარ და მისი სახელის ხმამაღლა თქმა არ მინდა. აი, იმას ვეძებ ჩემთვის და ჩემი ცოლისთვის, რომ აი, ასეთები (უთითებს ბავშვზე) აღარ გაჩნდნენ!" "ტვინი?" "არა, ეგ ათი წლის წინ უნდა მეყიდა, - ახლა აქ მარტო ვიდგებოდი!" "პისტოლეტი?" "არა-ა. ბანანის გემო". "ა-ა, ბანანა გნებავთ?" "არა. უსაფრთხოება!" "ჯავშანჟილეტები ჩვენთან არ იყიდება". "არა, ვერ მიმიხვდით. შეკვრაში სულ სამი ცალია". "ტერაფლუ?.." "ნუ დატანჯეთ მამაჩემი, - საუბარში ჩაერთო ათიოდე წლის ბიჭუნა, - თუ შეიძლება, პრეზერვატივები მიეცით!"

sicili.jpg

ზემოთ მოყვანილი ტექსტი დამუხტულია დადებითი ენერგიით და სამკურნალო თვისებებს ფლობს. წაიკითხეთ დღეში ორჯერ უზმოზე!