ექიმები ხუმრობენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ექიმები ხუმრობენ

.

  • ზუსტად 87 წლის ხარ

მოხუცებულთა თავშესაფართან სამი ხანდაზმული ქალი იჯდა. საღამო ხანს მათ წინ მოხუცმა მამაკაცმა ჩაიარა. ერთ-ერთმა ქალმა მას მიმართა: "გინდა, სანაძლეო დავდოთ, რომ შენს ასაკს ზუსტად გამოვიცნობთ?" "ვერ გამოიცნობთ, თქვე ბებრებო!" - უპასუხა კაცმა. "თუ შარვალს ჩაიწევ, ზუსტად გეტყვით, რამდენი წლის ხარ!" სიმორცხვეს სანაძლეოს მოგების სურვილმა სძლია და კაცმა შარვალი ჩაიწია. ქალებმა რამდენჯერმე მიატრიალ-მოატრიალეს, ადგილზე ახტუნეს და ბოლოს უთხრეს: "ზუსტად 87 წლის ხარ". "როგორ გამოიცანით?" - გაოცდა კაცი. "შე მართლა ბებერო და სკლეროზიანო, გუშინ შენი დაბადების დღე ერთად არ აღვნიშნეთ?!

sicili.jpg

  • პაციენტი ხართ თუ მემკვიდრე

"ექიმო, მადლობის სათქმელად მოვედი..." "არაფრის! მაგრამ, მაპატიეთ, ვერ გიცანით, თქვენ პაციენტი ხართ თუ მემკვიდრე?"

sicili.jpg

  • როცა შენ გინდა - მე ფეხზე ვდგავარ

მთვრალი მამაკაცი ხესთან შარდავს და თავისთვის ბურტყუნებს: "აი, ხომ ხედავ, როცა შენ გინდა - მე ფეხზე ვდგავარ..."

sicili.jpg

  • ცოტა ჩაიწიე, მეც შენ გვერდით დავწვები

ერთ ქალბატონს მოახლე გაუხდა ავად და მის სანახავად ექიმი მიიწვია. ექიმმა მოახლე გოგონას გასინჯვა დაიწყო. ქალბატონი ოთახიდან გავიდა თუ არა, "ავადმყოფი" აჩურჩულდა: "ექიმო, სავსებით ჯანმრთელი ვარ. საქმე ის არის, რომ ქალბატონს ბოლო სამი თვის მანძილზე ჩემთვის ჯამაგირი არ გადაუხდია. ჰოდა, გადავწყვიტე, მანამდე არ ავდგე, სანამ რაც მეკუთვნის, უკლებლივ არ გადამიხდის". "ეს რა კარგად მოგიფიქრებია, - შეაქო ექიმმა, - შენს ქალბატონს არც ჩემთვის მოუცია ბოლო ხუთი ვიზიტის ფული. ცოტა ჩაიწიე, მეც შენ გვერდით დავწვები..."

sicili.jpg

  • თქვენ ბედნიერი ხართ, ძვირფასო, ბედნიერი!!!

"ექიმო, ბოლო დროს ყოველ წამს, ყოველ წუთს, ახლაც და ძილის დროსაც, ერთი და იგივე ზმანება მაქვს: რომ ხალხი მდიდრულად ცხოვრობს, ქვეყანაში სამართლიანობა ყვავის და იდეალური წესრიგია. ავად ვარ, ექიმო?!" "თქვენ ბედნიერი ხართ, ძვირფასო, ბედნიერი!!!"

sicili.jpg

  • სიმამრი საოპერაციო მაგიდაზე

საოპერაციო მაგიდაზე სიმამრი წევს, სიძე, ქირურგი, თავზე ადგას. სიმამრი: "შვილო, ოპერაციას რომ დაიწყებ, ერთი რამ გახსოვდეს: თუ ჩემი ცოლი დაქვრივდა, ის აუცილებლად ქალიშვილთან გადმოვა საცხოვრებლად".

sicili.jpg

  • შეგიძლიათ, თქვენი გემოვნებით ამირჩიოთ

დიალოგი მყიდველსა და აფთიაქარს შორის: "პრეზერვატივები გაქვთ?" "დიახ... სხვადასხვანაირი..." "მაინც როგორი?" "თითქმის ყველანაირი: მანათობელი, ზოლიანი, დანამატებით და სხვადასხვა გემოთიც კი". "როგორ თუ გემოთი?" "დიახ, ასეთიც არსებობს, მარწყვის გემოთი, ბანანის, შოკოლადის გემოთი და სხვა". მყიდველმა ერთხანს იფიქრა, მერე აფთიაქარს ფული გაუწოდა: "მომეცით რამდენიმე ცალი, აი, ის, რომელსაც გემო აქვს..." "რომელი?" "შეგიძლიათ, თქვენი გემოვნებით ამირჩიოთ".

sicili.jpg

  • გასაბერი კაცები თუ არის?

კაცი ქალაქიდან დაბრუნდა. თითქმის მთელი სოფელი მასთან შეიკრიბა. სხედან და პირდაღებულნი უსმენენ მის ნაამბობს. მასპინძლეი ჰყვება: "ერთ უცნაურ მაღაზიაში ამოვყავი თავი, "სექს-შოპი" ჰქვია! ასეთი არსად არაფერი მინახავს! გასაბერი ქალები იყიდება!" ამ დროს სოფლის ყველაზე თამამი ქალი ეკითხება: "და გასაბერი კაცები თუ არის?" "გასაბერი კაცები არ მინახავს, შეიძლება არ შემოუტანიათ, მაგრამ მათი სათადარიგო ნაწილებით მაღაზია სავსეა!"

sicili.jpg

  • ახლა კი - სარეკლამო პაუზა...

"ხანდახან სურვილი მიჩნდება, ტელევიზიების თანამშრომლებს ვუსურვო, რომ სექსის დროს, ყველაზე საინტერესო მომენტში, მათი გოგონა ფეხზე წამომდგარიყოს და გამოეცხადებინოს: "ახლა კი - სარეკლამო პაუზა!"

sicili.jpg

  • გააჩნია, ვის როგორ გაუღიმებს ბედი

სამედიცინო ინსტიტუტი. მიმდინარეობს გამოცდა ანატომიაში. სტუდენტი: "ქალის შარდგამომყოფი არხის სიგრძე სამი სანტიმეტრია, მამაკაცისა კი..." გამომცდელი ქალი - თავისთვის: "გააჩნია, ვის როგორ გაუღიმებს ბედი..."

sicili.jpg

  • დედი, დედი, ბანანებს ვინ ღუნავს?

მარშუტკა მიდის დასავლეთში და ხალხი ყვება ანეგდოტებს სვანებზე. ერთი ქალბატონი გაბრაზდება და ეტყვის ხალხს: ჩემი შვილი სვანია და ძალიან გთხოვთ, პატივი გვეცითო! ხალხიც ბოდიშს მოიხდის და გაჩუმდება. ცოტა ხანში ეს ქალბატონი ეკითხება: - შვილო ბანანი არ გინდა? - კი მინდა დედი.ეს ბავშვი აიღებს ბანანს, დახედავს და იტყვის: დედი, დედი, ბანანებს ვინ ღუნავს?

sicili.jpg

  • ჭირმა წაიღოს ეს ჰიპოკრატეს ფიცი!

ორი მამაკაცი ჩხუბობს. ერთ-ერთი მათგანი ეცემა. მეორე მაშინვე მისკენ იხრება დასახმარებლად და კბილებში გამოცრის: "ჭირმა წაიღოს ეს ჰიპოკრატეს ფიცი!.."

sicili.jpg

  • დღეში არ დახარჯოთ 1 ლარზე მეტი!

გინდათ, ადვილად გახდეთ? მაშინ მოიქეცით ასე: ჭამეთ ყველაფერი, რაც გინდათ, ნებისმიერი რაოდენობით და დღე-ღამის ნებისმიერ დროს, მაგრამ ერთი პირობით - დღეში არ დახარჯოთ 1 ლარზე მეტი!

sicili.jpg

  • ლამაზი ტყუპი გოგონები გყავთ

"ოჰ, რა ლამაზი ტყუპი გოგონები გყავთ... ასე ფილიგრანულად როგორ მოახერხეთ ასეთი ასლების გაკეთება?" ბავშვების მამა: "გინდათ, ტრაფარეტი გაჩვენოთ?"

sicili.jpg