ნაწლავები გადარჩა? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნაწლავები გადარჩა?

"დიდი მადლობა, ბატონებო!" "თქვენ გაიხარეთ, ექიმებო!" "აგაშენათ ღმერთმა!" "გაგახარებთ ღმერთი!" - გვლოცავს და გვლოცავს ეს კაცი. მივუბრუნდი ანესთეზიოლოგს და ვეუბნები: "აი, ხომ ხედავ, რას ნიშნავს იმერელი კაცი; ჯერ ბოლომდე არ მოსულა გონს და ქერქქვეშა კვანძებში რაც უდევს, - ზრდილობა, - ზევით ამოდის". "იმერლობა არაფერ შუაშია, ეს ჩემი დამსახურებაა, - ისეთ ნარკოზს ვაძლევ, რომ მიუხედავად უმძიმესი ოპერაციისა, პაციენტი კმაყოფილი იღვიძებსო", - უკან არ დაიხია ჩვენმა ანესთეზიოლოგმა. სულ რაღაც ნახევარი საათის შემდეგ მოიყვანეს გულმკერდში დაჭრილი სვანი. ყურადღება არც მისთვის დაგვიკლია, მაგრამ გაიღვიძა თუ არა, სვანებისთვის დამახასიათებელი ხორხისმიერი ხმით შემოგვიტია: "აგიტრიალებთ ახლა მაგიდებს!" ანესთეზიოლოგმა "მარცხი" პატიოსნად აღიარა. ამავე პაციენტს სვანეთიდან ნათესავები ესტუმრნენ. ერთ-ერთი მათგანი, ჭარმაგი მამაკაცი, რომელსაც ადრეც ვიცნობდი, მეკითხება, რა და როგორ მოხდა. ავუხსენი, რომ ბეჭის ქვეშ შესულმა დანამ წინ გამოყო წვერი. "ნაწლავები გადარჩა?" - მეკითხება ჭირისუფალი. ძლივს შევიკავე სიცილი და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. "თუ ნაწლავები გადარჩა, - აგრძელებს იგი, - მაშინ კარგად იქნება!.." მეუღლე სვანი მყავს და იმედია, მისი ხათრით მაინც არ გამინაწყენდებიან სვანები ამ ამბის გამო...

Smile ოთხმოცდაათიან წლებში, როდესაც ჯერ კიდევ გამოუცდელი ექიმი გახლდით, მოიყვანეს პაციენტი სისხლიანი ხველით. ეს ის პერიოდია, როდესაც ჩვენ, ექიმებს, გვიწევდა ავადმყოფის პატრონებისთვის სახელმწიფოს ფინანსური პოლიტიკის გაცნობა. ჯერ უნდა ავუხსნა, რა დაავადებაა და შემდეგ - მისი მკურნალობის ღირებულება. ქმარს ვეუბნები, რომ სისხლდენის მიზეზი შეიძლება იყოს საყლაპავის ვენების გაგანიერება, ტრაქეის, ფილტვის, კუჭის პათოლოგია და სხვა. ველაპარაკები, თან ვხვდები, რომ არაფერი ესმის, უემოციო სახით მიყურებს. ბოლოს გადავწყვიტე, პირდაპირ გადავსულიყავი იერიშზე: - მოკლედ, დადე 450 ლარი და ერთ კვირაში შენს ცოლს ჯანმრთელს, საღ-სალამათს და ზუსტი დიაგნოზით სახლში გავუშვებ-მეთქი. რაც იმ კაცმა მლოცა - თავიდანვე ასე გეთქვა, ექიმოო... ასეა, ზოგჯერ პირდაპირობაც საჭიროა.

Smile ერთ-ერთ კლინიკაში ექთანი გვყავდა, რომელიც პარალელურად სამშობიაროში მუშაობდა. ერთ-ერთი პაციენტის, რომლისთვისაც კუჭის პერფორაციის გამო ოპერაცია უნდა გაგვეკეთებინა, გაპარსვა ვთხოვე. საოპერაციო მაგიდაზე აღმოვაჩინე, რომ ავადმყოფი გაპარსული არ იყო. ექთანს დავუძახე და თავი მოიკლა, ეს პაციენტი გავპარსეო. ჩავუწიეთ თეთრეული და ვნახეთ, რომ ბოქვენის მიდამო ჰქონდა პირწმინდად გაპარსული. ექთანმა თავი იმართლა, სამშობიაროში მშობიარე ქალებს ასე ვპარსავთო...

Smile ეს კურიოზი ჩვენს ერთ-ერთ კოლეგას, უროლოგს გადახდა. ცისტოსკოპიას ახლა ენდოსკოპიური ხელსაწყოებით აკეთებენ, ადრე კი სპეციალური ცისტოსკოპის საშუალებით თვალით უყურებდა ექიმი, რა ხდებოდა შარდის ბუშტში. ანუ თვალი თითქმის იმ ადგილზე ჰქონდა მიდებული... ზაფხულია, ძალიან ცხელა. უროლოგი სამანიპულაციო ოთახში ხანდაზმულ ქალბატონს ცისტოსკოპით უთვალიერებს შარდის ბუშტს. პაციენტს, რომელიც საკმაოდ მორცხვია, გრძელი შავი კაბა აცვია. მიმოიხედავს აქეთ-იქით და კაბის კალთებს გადააფარებს ექიმს. ექიმი გადაიძრობს. პაციენტი ცოტა ხნის შემდეგ ისევ გადააფარებს, ექიმი ისევ გადაიძრობს... ასე განმეორდა რამდენჯერმე და ბოლოს გაღიზიანებულმა ექიმმა ჩაილაპარაკა: "ქალბატონო, მაცადეთ მუშაობა, მე ექიმი ვარ და არა ფოტოგრაფი!"

Smile საავადმყოფოში მამაკაცი მიიყვანეს უკანა ტანის ჩახევით. თითქმის უგონოდაა, მაგრამ დროდადრო წამოიძახებს, რომ კლარნეტისტობა აღარ უნდა. გაუკეთეს ოპერაცია. ყველას აინტერესებს, რა მოხდა და პაციენტიც მოჰყვა საკუთარ ამბავს: - ორკესტრის წევრი ვარ. არაბეთში ისე კარგად დავუკარით, რომ შეიხმა ბრძანა, მუსიკალური ინსტრუმენტები ყველას ფულით გაუვსეთო. დოლში 50 ათასი ჩაეტია, ტრომბონებში, დიდი ზომის საყვირებში - 30 ათასი, ჩემს კლარნეტში კი - ორიოდე დოლარის შესაბამისი ხურდა ფული. შემდეგ ევროპაში ვიმოგზაურეთ. დიდი ბრიტანეთის რომელიღაც ქვეყანაში პრემიერ-მინისტრს ისე მოეწონა ჩვენი დაკრული, რომ ინსტრუმენტების გირვანქა სტერლინგებით ავსება ბრძანა. დოლში დაახლოებით 50 ათასი ჩაეტია, საყვირებში - 30 ათასამდე, ვიოლინოში - 3 ათასამდე, ჩემს კლარნეტში კი სულ - ორიოდე გირვანქა. შემდეგ რუსეთში ვიყავით, მაგრამ იქ ჩვენი დაკრული არ მოიწონეს და იქაურმა ხელისუფალმა ბრძანა, თავისივე ინსტრუმენტები უკან გაუკეთეთო. დოლს, საყვირს და ვიოლიონოს, აბა, როგორ გაუკეთებდნენ, ჩემი კლარნეტი კი სი ბემოლამდე შეეტია...