საინტერესო ეფექტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საინტერესო ეფექტი

Laughing ექიმი ნარკოლოგი პაციენტს ეკითხება: - ჰალუცინაციებამდე ოდესმე მიგიღიათ ალკოჰოლი? - არა, ექიმო, მაგრამ, აი, ჩემი მეგობარი იმდენს სვამდა, ეჩვენებოდა, რომ მის სახლში მაჯლაჯუნები დარბოდნენ და დასაჭერად დასდევდა. საკუთარი თვალით ვნახე! დაჭერაში მეც ვეხმარებოდი...

Laughing სამედიცინო ინსტიტუტში გამოცდაზე სტუდენტი ორსულობის ნიშნებს აღწერს. მას კარნახობენ: "თმა ცვივა, ფეხები მრუდდება, მუცელი იზრდება..." ის სიტყვასიტყვით იმეორებს ნაკარნახევს. პროფესორი ფეხზე დგება, რომ სტუდენტმა კარგად შეათვალიეროს: - ფეხები მრუდე მაქვს? - დიახ, ბატონო პროფესორო, - პასუხობს დაბნეული სტუდენტი. - თმა მცვივა? - დიახ... - მუცელი დიდი მაქვს? - დიახ, საკმაოდ... - ჰოდა, თუ ასეა, როცა ბავშვს გავაჩენ, ჩათვალე, რომ გამოცდა ჩაბარებული გაქვს.

Laughing მამაკაცი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მიდის ნათესავის მოსანახულებლად. კლინიკის დერეფანში ცოცხზე ამხედრებული ახალგაზრდა გადაუდგება წინ, თვალებს უბრიალებს და ეუბნება: "შემომიჯექი, პალატამდე მიგიყვან". შეშინებული მამაკაცი ცოცხს შემოაჯდება და პალატამდე გულამოვარდნილი მიირბენს. "მძღოლი" მომსახურების საფასურს გამოართმევს და თვალს მიეფარება. პალატასთან მნახველს მეორე ახალგაზრდა შეეჩეხება: "გეტყობა, წნევა გაქვს მაღალი, უნდა გიმკურნალო". მერე ხელებს რამდენიმეჯერ აუქნევს თავს ზემოთ, "მკურნალობის" საფასურს გამოართმევს და მიდის. გაბრაზებული მამაკაცი მთავარ ექიმთან გარბის საჩივლელად და დაუდევრობისთვის მაგარ-მაგარი სიტყვებით ამკობს. "ნუ ღელავთ, - უღიმის ექიმი, - ჩვენი პაციენტები პალატებში არიან გამოკეტილნი. ეს სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტები აკეთებენ ფულს..."

Laughing ახალშეუღლებულებს რომელიღაც დაავადების თითქმის ერთნაირი სიმპტომები გამოაჩნდათ: თავბრუხვევა, გულისრევა, სისუსტე... ფულის დაზოგვის მიზნით გადაწყვიტეს, ექიმთან ქალი წასულიყო. უკან დაბრუნებულს ქმარი მოუთმენლად ეკითხება: - აბა, რა თქვა ექიმმა, რა გვჭირს? - უნდა გაგახარო, ძვირფასო, ჩვენ ორსულად ვართ!!!

Laughing - ექიმო, მგონი, ჩემს მეუღლეს არასრულფასოვნების კომპლექსი აქვს... - გინდათ, განვკურნო? - არავითარ შემთხვევაში! ისე ქენით, რომ ამაში მტკიცედ იყოს დარწმუნებული!

Laughing - ექიმო, დეპრესია მაწუხებს. - საუკეთესო წამალი შრომაა, მთელი არსებით სამუშაოში უნდა გადაეშვათ. - იქნებ, სხვა გზაც არსებობდეს, ექიმო, მე ხომ ბეტონის შემრევად ვმუშაობ!

ჟ ჟ ჟ

- ექიმო, ნათესავებს შეშლილი ვგონივარ იმის გამო, რომ ძალიან მიყვარს სოსისი. - რა სისულელეა! სოსისი მეც მიყვარს! - მართლა, ექიმო? თუ ასეა, მაშინ წამობრძანდით, ჩემს კოლექციას გაჩვენებთ.

Laughing ფსიქიატრთან მიღებაზე: - როდის გაგიჩნდათ ის აზრი, რომ ძაღლი ბრძანდებით?  - მაშინ, როცა ჯერ კიდევ ლეკვი ვიყავი.

Laughing ექიმების საუბრიდან: - კოლეგა, ოდესმე გიცდიათ დასაძინებელი და კუჭში გამხსნელი საშუალებების ერთდროულად დანიშვნა? საკმაოდ საინტერესო ეფექტს მიიღებთ...

Laughing საავადმყოფოში მორიგი პაციენტი მიიყვანეს. პროფესორმა ყურადღებით გასინჯა და კოლეგებს ჰკითხა: - აბა, კოლეგებო, დავიწყოთ მკურნალობა თუ იცოცხლოს?

Laughing კბილის ექიმის კაბინეტში: - დათუნა, ძვირფასო, აბა, გააღე პირი და თქვი: "ა-ა-ა", - რომ ბიძიამ თითი გამოიღოს.

Laughing სამედიცინოს სტუდენტი კურაციოზე პაციენტს ეკითხება: - თავი როგორ გაიტეხეთ და პარალელურად დუნდულები როგორ დაიწვით? - როგორ, ექიმო, და, ნეილონის მაისური ვიყიდე და სულ ახალი ჩაცმული მაზუთით დამესვარა. სახლში დავბრუნდი, მაგრამ ვერაფრით გამოვრეცხე. აცეტონში ჩავალბე და სამუშაოზე დავბრუნდი. ამასობაში მეუღლე სახლში მისულა და უნახავს, რომ თასში მხოლოდ ფოლაქები დაცურავდა. ამდგარა და თასის შიგთავსი უნიტაზში ჩაუსხამს. საღამოს მეც დავბრუნდი შინ და მაისური მოვიკითხე. მეუღლემ მითხრა, რაც მომხდარიყო. გაბრაზებულ გულზე ტუალეტში შევედი და  სიგარეტი გავაბოლე. ჩავაგდე თუ არა ანთებული ნამწვი უნიტაზში, იქაურობა მაშინვე ნამსხვრევებად იქცა, მე კი ტუალეტის კარი თავით გავანგრიე...