როგორც იქნა, ისწავლა! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორც იქნა, ისწავლა!

Laughing ეს კურიოზი ერთ-ერთი საავადმყოფოს ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში მოხდა. პალატაში მძიმე პაციენტები წვანან. ზოგი თავიდან ფეხებამდე თაბაშირშია, ზოგს გირები ჰკიდია... მოკლედ, მოწყენილობაა. მათ ცხოვრებას ოდნავ ახალისებს მარტოხელა ტარაკანა, რომელსაც მოფერებით პეტროვიჩს ეძახიან. ყველა პაციენტმა იცის მისი საყვარელი გზა ფანჯრის რაფაზე და ფანჯარასთან ყველაზე ახლოს მწოლიარე ავადმყოფის ხელით ამ გზაზე გემრიელ ნამცეცებს უწყობენ. ერთ მშვენიერ დღეს, გამთენიისას, პალატაში ძლიერ ნასვამი ორივე ფეხმოტეხილი მამაკაცი შემოიყვანეს. უკვე თაბაშირის ნახვევები ედო, მაგრამ ალკოჰოლისგან იყო გათიშული. კარის მახლობლად იწვა, ეძინა და ოთახს პირიდან ამომავალი ალკოჰოლის ოხშივარით ავსებდა. გათენდა, ექიმები სამსახურში გამოცხადდნენ და აი, დილის შემოვლაზე მოხდა ყველაზე საინტერესო რამ - პალატაში შემოდის განყოფილების გამგე, რომელიც სინჯავს პაციენტებს და უცებ ფანჯრის რაფაზე მოსიარულე ტარაკანს ამჩნევს, რომელიც გემრიელი სასუსნავის ძებნაში საკუთარ მარშრუტს მიუყვება. ექიმმა, რომელიც სანიტარიული პირობების ასეთი სასტიკი დარღვევის გამო საშინლად გაბრაზდა, ფეხსაცმელი გაიძრო და ტარაკნისკენ გაექანა... პალატაში მწოლი პაციენტები ერთხმად აღრიალდნენ: "გაიქეცი, პეტროვიჩ, გაიქეცი!!!" - და ისიც გაიქცა, დილით შემოყვანილი ფეხებმოტეხილი მამაკაცი, რომელიც შემთხვევით მართლა პეტრეს ძე აღმოჩნდა. ნახევარი საათის ძებნის შედეგ ძლივს მიაგნეს - ერთი სართულით ზემოთ, ქალთა განყოფილებაში იყო შეყუჟული...

Laughing მორგში ტელეფონი რეკავს. ყურმილში მამაკაცის ხმა ისმის: - ალო, მორგია? თქვენთან ესა და ეს ქალბატონი (სახელს და გვარს ამბობს) მოიყვანეს? - ახლავე ვნახავ... დიახ, დიახ, დღეს დილით მოუყვანიათ. - როგორ არის?..

Laughing ეს კურიოზი რუსეთში მუშაობისას მოვისმინე. პეტერბურგი, იმხანად - ჯერ კიდევ ლენინგრადი. ბავშვთა ერთ-ერთი საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების საოპერაციოში გამალებული მუშაობაა. მაშინ ფართობით დიდ საოპერაციოში რამდენიმე მაგიდა გვერდიგვერდ იდგა და ქირურგების რადენიმე ბრიგადა ერთდროულად მუშაობდა. ახლაც ორი ოპერაცია მიმდინარეობს. ერთზე ახალგაზრდა ქირურგი ქალი ბავშვს სასქესო ასოს ოპერაციას უკეთებს. ასისტენტად დამწყები ექიმი ჰყავს, რომელიც ორიოდე წელია რაც მუშაობს. მეზობელ მაგიდაზე კი ოპერაციას "ბებერი მგელი" აკეთებს. მოულოდნელად ახალგაზრდა ქალი მეზობელი მაგიდისკენ ბრუნდება და უფროს კოლეგას ხმამაღლა მიმართავს: "წარმოგიდგენიათ, კოლეგა, ვასილ ივანიჩი უკვე ორი წელია ჩვენთან მუშაობს და როგორც იქნა, ასოს ხელში სწორად დაკავება ისწავლა!" ბუნებრივია, ეს ფრაზა ექიმების ფრთიან გამონათქვამებს მიემატა, ჯერ - მთელ საავადმყოფოში, შემდეგ - მთელ ქალაქში, დაბოლოს - მთელ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთაც გახდა ცნობილი.

Laughing კონსულტაციისთვის მისულმა მამაკაცმა ექიმს შესჩივლა: "დილაობით ხველა მახრჩობს, ლამის სული გამაცხებინოს..." "ალბათ, ეწევით", - უთხრა ექიმმა, თან ხალათის ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და თითებით მოსრისა. პაციენტს სახე გაუნათდა: "დიახ, დიახ, ექიმო, ვეწევი". "ბევრს?" "ბევრს". მკურნალმა სიგარეტს მოუკიდა, გემრიელად დაარტყა ნაფაზი, ბოლი გამოუშვა და პაციენტს უთხრა: "ჰოდა, მოწევას თავი უნდა დაანებოთ!" "კი მაგრამ, თქვენ თვითონ რომ ეწევით?" - გაუკვირდა პაციენტს. "მართალია, ვეწევი, მაგრამ მე ექიმებთან არ დავრბივარ!.."

Laughing სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი ანატომიაში აბარებს გამოცდას და დაფაზე მამაკაცის ანატომიას ხატავს. ადამიანის ორგანიზმისთვის ერთ-ერთი მთავარი დეტალის დახატვა დაავიწყდა. მოხუცმა პროფესორმა "ტექნიკურად" უკარნახა: - წარმოიდგინეთ, რომ გოგონასთან ერთად მისეირნობთ და თქვენ გიძგერთ... რა-ა? სტუდენტი წამოწითლდა და დავიწყებული დეტალი მიახატა ორგანიზმს. შემცბარმა პროფესორმა თავისთვის ჩაიბურდღუნა: - მდა, ჩემს ახალგაზრდობაში მე გული მიძგერდა...