ექიმები ხუმრობენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ექიმები ხუმრობენ

.

  • ბაწარზე უნდა ჩამოეკიდოთ!

მოხდა ისე, რომ ექიმობის პირველი წლები რუსეთში, ერთ-ერთი სასჯელაღსრულებითი დაწესებულების სანიტარულ ნაწილში გავატარე. "თეთრი ბაირაღები", დარწმუნებული ვარ, ყველას წაუკითხავს, ნუნუ ექიმი და მისი განუყრელი ლუმინალიც ყველას ახსოვს. ჩვენც გვყავდა ერთი ასეთი ექიმი. ბუნებით ზემოხსენებული პერსონაჟის სრული ანტიპოდი გახლდათ, მაგრამ ყოველგვარი დაავადების სამკურნალოდ - ეტყობა, საბჭოთა მთავრობას პატიმრისთვის მეტი არაფერი ემეტებოდა - საფაღარათო პრეპარატებს იყენებდა. "ექიმო, გამუდმებით რაღაცის მეშინია. მეშველება რამე?" "აი ეს ტაბლეტები მიიღეთ (კუჭის ასაშლელ პრეპარატებს აწვდის) და მიზეზიც გექნებათ. შემდეგი!" "ექიმო, უძილობა მაწუხებს, ღამით მოძალებულ ფიქრებსაც ვერაფრით დავაღწიე თავი..." "აი, ეს მიიღეთ (მასაც იმავეს აძლევს), უძილობა სულ დაგავიწყდებათ და მხოლოდ ერთ რამეზე იფიქრებთ. შემდეგი!" "ექიმო, არც ფეხზე დგომა შემიძლია, არც წოლა და არც ჯდომა". "მაშინ მხოლოდ ერთი გზა გრჩებათ: ბაწარზე უნდა ჩამოეკიდოთ!"

sicili.jpg

  • ოთახში უკანალით შემოვიდნენ!

რუსეთში ერთმა ექიმმა ეპიდემიის აფეთქებისას რეკორდული რაოდენობის ინექცია გააკეთა, ბოლოს კი სასოწარკვეთილმა და სიქაგამძვრალმა კარზე განცხადება მიაკრა: "დროის ეკონომიის მიზნით პაციენტებს ვთხოვ, ოთახში უკანალით შემოვიდნენ!"

sicili.jpg

  • ზაფხულში რაღა ვქნათ?!

პროფესორი ლექციას კითხულობს მოყინვის შემთხვევაში მისაღები ღონისძიებების შესახებ. "მოყინული კიდური თოვლით უნდა დავიზილოთ..." უეცრად - დარბაზიდან: "და ზაფხულში რაღა ვქნათ?!"

sicili.jpg

"მოდით, გავარკვიოთ თქვენი ნევროზის მიზეზი, - ეუბნება ექიმი პაციენტს, - მითხარით, სად მუშაობთ?" "ფორთოხლებს ვაფასოებ, ექიმო". "ასე, ასე... აბა, უფრო დაწვრილებით მომიყევით". "მთელი დღე ჩემკენ მოგორავს ფორთოხლები. მე ვდგავარ და ვახარისხებ: დიდებს დიდ ყუთში ვაწყობ, საშუალოებს - საშუალოში, პატარებს - პატარაში". "ვერ მივხვდი, რა განერვიულებთ? ასეთი მშვიდი სამუშაო გქონიათ..." "ბოლოს და ბოლოს, იქნებ მიხვდეთ, რომ მთელი დღის მანძილზე მე უნდა მივიღო გადაწყვეტილება, გადაწყვეტილება, გადაწყვეტილება!.."

sicili.jpg

  • რა სჭირს ჩემს ქმარს?

ცოლი, დაინახავს თუ არა კაბინეტიდან გამოსულ ექიმს, მივარდება, ხალათში ჩასჭიდებს ხელს და ისტერიულად ეკითხება: "ექიმო, მითხარით, რა სჭირს ჩემს ქმარს?" "თქვენი ქმრისთვის აუცილებელია სრული სიწყნარე. ახლა მე გამოვწერ ძალიან ძლიერ დამამშვიდებელს..." "და როგორ უნდა მიიღოს?" ექიმს ჩაეცინა: "ქალბატონო, ეს წამალი თქვენ უნდა მიიღოთ!.."

sicili.jpg

  • ქმარი ძილში ლაპარაკობდა

ქალმა ნევროპათოლოგს აცნობა, რომ მისი ქმარი ძილში ლაპარაკობდა. "მე შემიძლია, გამოგიწეროთ წამალი, რომლის წყალობითაც თქვენი ქმარი ძილში ლაპარაკს თავს დაანებებს", - შესთავაზა ექიმმა. "თქვენ ვერ გამიგეთ, - იუარა ქალმა, - თუ შეგიძლიათ, ისეთი წამალი გამომიწერეთ, რომ ჩემმა ქმარმა ძილში უფრო გარკვევით ილაპარაკოს".

sicili.jpg

  • მას არ დავუშვებ!

პაციენტი, რომელსაც სახეზე ეტყობა, რომ მაგარი მსმელია, ექიმს ეკითხება: "ალალად მითხარით, თუ დავლევ, სისხლძარღვები გამიფართოვდება?" "საერთოდ, კი, გაგიფართოვდებათ", - დაუდასტურა ექიმმა. "ესე იგი, წნევაც დამიწევს, ხომ?" "რა თქმა უნდა, წნევა მართლაც დაიწევს". "სწორედ ეს მინდოდა გამეგო. კარგად ბრძანდებოდეთ!" "მოიცადე, გენაცვალე... შემდეგ ხომ სისხლძარღვები მაინც შევიწროვდება?!" "ნუ ღელავთ, ამას არ დავუშვებ!" - და პაციენტმა კარი გაიხურა.

sicili.jpg

  • აჰ, პლევრიტი, ხომ

"მგონი, თქვენ ჩემთან უკვე იყავით, არა? - ეკითხება ექიმი პაციენტს, - გამახსენეთ თქვენი გვარი..." "ნოზაძე, ექიმო". "აჰ, პლევრიტი, ხომ?" "არა, ბატონო, გიორგი..."

sicili.jpg

  • ხანდახან ოთხის ნახევრამდეც

"როგორ გძინავთ? - ეკითხება ექიმი ახალ პაციენტს. "ძალიან კარგად, სამამდე ვითვლი და ვიძინებ". "როგორ, მხოლოდ სამამდე?!" "ხანდახან ოთხის ნახევრამდეც".

sicili.jpg

  • მოკლედ, წოპესთან წავედი

ერთ ოჯახში იდეალური ცოლქმრობა სუფევდა. ცოლს ცოტა დიდი ცხვირი ჰქონდა და ქმარი ხშირად ეხუმრებოდა, როცა ცოლი რაიმე ჭორს მოუყვებოდა: სხვის საქმეში ცხვირს ნუ ყოფო; როცა რაიმეში გინდა დამაჯერო - ცხვირი დაიფიცეო. ქალს ხუმრობა ოდნავადაც არ სწყინდა, მაგრამ ერთხელაც შინ გვიან დაბრუნებულ ქმარს წერილი დახვდა მაგიდაზე. კაცს ეცნო ცოლის ხელწერა, ბარათი ნაჩქარევად იყო დაწერილი: "დიდხანს ვიფიქრე და გადავწყვიტე. მართალია, მიმძიმს, ძნელი გადასატანია, მაგრამ რა ვქნა? ვეღარ გავუძელი შენს ამდენ საყვედურს ჩემს ცხვირზე და... მოკლედ, წოპესთან წავედი. დოდო!" ქმარს ელდა ეცა. სიბრაზისგან კბილები დააღრჭიალა: "ვინ არის წოპე? საქვეყნოდ მომჭრეს თავი. მე მაგათ ვაჩვენებ!.." ამ დროს კარებზე ზარი გაისმა. კაცს ბავშვობის მეგობარი ესტუმრა. "რქებდადგმულმა" შემოსვლაც არ აცალა, ისე მიაყარა:

- წარმოგიდგენია, რა გამიკეთა დოდომ? მიღალატა, გამექცა. ისე, აუტანელი ხასიათი კი ჰქონდა, მე თვითონ ვაპირებდი გაყრას... - და კიდევ სხვა ათასგვარი რაღაც მიაყოლა, უამრავი რამ დააბრალა, მოკლედ, გული ასე მოიფხანა ქმარმა. მეგობარმა სწრაფად გადაიკითხა ბარათი და სიცილი აუტყდა:

- ბიჭო, რამ გაგაგიჟა? შენ რა, წოპე არ გაგიგია? ცხვირის პლასტიკური ოპერაციის სპეციალისტი? - მიმართა მეგობარს.

კაცი შეცბუნდა, მიხვდა, რა უმიზეზოდ და განუკითხავად გალანძღა საკუთარი მეუღლე და მორცხვად წაიბუტბუტა: - თუ ის წოპე ენასაც ამოკლებს, მაშინ ახლავე გავიქცევი მასთან.

sicili.jpg