საახალწლო კურიოზები

გართობასა და სიამოვნებას დაუთმო. ამ დროს ზოგი საცივსა და გოზინაყზე ფიქრობს, ზოგი ტელეეკრანს მისჯდომია და საახალწლო გადაცემებით ირთობს თავს. მაგრამ არსებობს სამსახურები, რომლებიც ახალი წლის უქმეებზეც კი დღედაღამ მუშაობენ. ზოგი ამოიხვნეშებს: "ეჰ, ახალი წელია, მე კი ისევ სამუშაოზე ვარ წასასვლელი..." ზოგი კი, პირიქით, ხალისით ელოდება საახალწლო მორიგეობას - ამ დროს ხომ ხალხი უფრო თბილი და კეთილგანწყობილია, სახალისო სიტუაციებიც ხშირია... მხიარული ამბების მოსასმენად რამდენიმე ძველ ნაცნობს დავუკავშირდი.
გიორგი ცაბაძე, ნარკოლოგი
- სასწრაფო დახმარების ცენტრალურ სადგურში მოვიდა სამადლობელი წერილი. სიტყვასიტყვით გადმოგცემთ მის შინაარსს: "ახალი წლის ღამეს ჩვენს სტუმარს გულის შეტევა დაემართა. იძულებული გავხდით, სასწრაფო დახმარება გამოგვეძახებინა. მოვიდა ექიმი - ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ალკოჰოლით ისე იყო გაჟღენთილი, ფეხზე ძლივს იდგა. კარადაში მოშარდა, მაგნეზიის ნემსი დივანს გაუკეთა, ზრდილობიანად დაგვემშვიდობა და წავიდა. იმდენი ვიცინეთ, რომ ავადმყოფსაც კი გაუარა ტკივილმა. მადლობას გიხდით მიღებული სიამოვნებისთვის. თოვლის ბაბუას გამოძახებაც კი აღარ დაგვჭირვებია".
- პატარა ბიჭუნამ თოვლის ბაბუას წერილი გაუგზავნა: "გთხოვ, ძმა გამომიგზავნე". თოვლის ბაბუამ უპასუხა: "ეს არც ისე ძნელია. დედაშენი გამომიგზავნე..."
- რას არ ჩაადენინებს კაცს ალკოჰოლი... ახალი წელია, ღამის სამი საათი. სიმთვრალემ პიკს მიაღწია. ერთ-ერთმა სტუმარმა სახლში წასვლა აიკვიატა. მეგობარმა მისი გაცილება გადაწყვიტა. რამდენიმე წუთის შემდეგ გამცილებელი დაბრუნდა და გამოაცხადა, რომ ყველაფერი რიგზეა - მეგობარი ტაქსიში ჩასვა, ფული გადაუხადა და სახლისკენ გაამგზავრა. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ "გამგზავრებულმა" კარზე დააკაკუნა... როგორც ჯვარედინი დაკითხვის შედეგად გაირკვა, ის ლიფტში (!) ჩაუსვამთ და მთელი ამ ხნის განმავლობაში ჯერ სარდაფში უბორიალია, მერე კი მეთერთმეტე სართულზე ფეხით ამოსულა. ერთადერთი კითხვაღა დარჩა პასუხგაუცემელი: ვის გადაუხადეს ფული?
- ადამიანის საზრიანობას ზღვარი არ აქვს. საახალწლო სუფრაზე: "დალევის დროს რატომ ხუჭავ თვალებს?" - "ცოლს შევპირდი, ახალ წელს ჭიქაში არც კი ჩავიხედავ-მეთქი".
ისევ ალკოჰოლის თემაზე.
- ერთი მეგობარი მეორეს ეკითხება: "ახალ წელს როგორ შეხვდი?" "საჩუქარივით". "ეგ როგორ?" "მთელი ღამე ნაძვის ხის ქვეშ ვეგდე".
- 2000 წლის 1 იანვარი. დილა. ახალი წლის ტრადიციული შეხვედრის შემდეგ სახეშესივებული, თვალებჩაწითლებული და თმააჩეჩილი მამაკაცი სარკის წინ დგას, ერთხანს ყურადღებით ათვალიერებს თავის ანარეკლს და მერე ამბობს: - აი, თურმე როგორი ყოფილხარ, მესამე ათასწლეულის ადამიანო!
- საქართველოში ყველაზე ექსტრემალური თვე იანვარია - ახალი წელი, შობა, ძველით ახალი წელი... - ეს ძველით ახალი წელი რაღა საჭიროა?! - ეს საკონტროლო გასროლაა... ღვიძლში!
დავით ბაზღაიძე, ფსიქიატრი
- კუჭის აშლილობამ შემოგიტიათ? საახალწლო ნაძვის ხეზე?! ფილარმონიაში?! კურდღლის კოსტიუმში?!! თოვლის ბაბუისგან მეორე წრეში?!!! ჰოდა, დაგერხათ!
- სამშობიარო სახლში პროფესორის შემოვლაა. პალატა. ეკითხება, პასუხობენ... აღმოჩნდა, რომ მშობიარობა ყველას 1 ოქტომბერს უწევს. პროფესორი გაოცებულია. მას უხსნიან: "ჩვენ ერთად შევხვდით ახალ წელს".
- ახალი წლის ღამეს ფსიქიატრის კარზე ზარია. ექიმი კარს აღებს და თოვლის ბაბუას ხედავს, რომელიც მუდარით შეჰყურებს: "დამეხმარეთ! დამეხმარეთ დავიჯერო, რომ ვარსებობ!!!"
- ბოლო დროს ხალხში გავრცელებული რწმენა: "თუ თქვენ ხედავთ ფხიზელ თოვლის ბაბუას, ესე იგი ის ნამდვილი სანტა-კლაუსია".
- ზამთარი. ახალი წლის წინა დღეები. გზაზე შუახნის ქალბატონი მოდის, ორივე ხელში ოთხ-ოთხი ჩანთა უჭირავს. მოულოდნელად სადარბაზოდან ექსჰიბიციონისტი გამოხტება და პალტოს გადაიღეღავს. ქალბატონი დაღლილი მზერით აათვალ-ჩაათვალიერებს და ამოიხვნეშებს: "ჯანდაბა ჩემს თავს, ძეხვი დამავიწყდა!"
- 31 დეკემბერს სასწრაფო დახმარების სადგურში ტელეფონის ზარი გაისმის. ყურმილში ბავშვის ხმაა: "ალო, სასწრაფოა? ჩქარა მოდით. მამაჩემი ჭკუიდან შეიშალა - წითელი ხალათი და ბოტები ჩაიცვა და ყველას უმტკიცებს, რომ თოვლის ბაბუაა".