”გააფრთხილეთ ათი თვით ადრე...” - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

”გააფრთხილეთ ათი თვით ადრე...”

Laughing ცნობილი ნევროლოგის კაბინეტის კარზე განცხადებაა გამოკრული: ”მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ურიგოდ შესვლას კაბინეტში სიტყვებით: ”მხოლოდ ერთ შეკითხვა მაქვს!”, ”ანალიზის პასუხი მინდა ვაჩვენო!” - ადგილზე იქნებიან ლიკვიდირებულნი მორიგე სანიტარის მიერ.

Laughing ტანსაცმელამოჩაჩული ნასვამი მამაკაცი პატარა ბოთლით არაყს ყიდულობს და ბუზღუნებს: ”ექიმის ხელფასით შორს ვერ წახვალ...” ”თქვენ ექიმი ბრძანდებით?!” - ეკითხება გაკვირვებული გამყიდველი. ”არა-ა, ჩემი ცოლია ექიმი...”

Laughing 2025 წელი. ევროპელი ადამიანის განავლის ანალიზის პასუხი: ”მიღებული მასალის შემადგენლობა: წყალი; ორგანული შემავსებელი: ყავისფერი საღებავი; შემასქელებელი (ე457); კონსერვანტი (ე205); ნატურალურის იდენტური არომატიზატორი”.

Laughing დამწყებმა ექიმმა უფროს კოლეგას სთხოვა, ჩემი ერთი პაციენტი მძიმე მდომარეობაშია და იქნებ როგორმე ყველაფერი რბილად აუხსნაო. უფროსი კოლეგა დახმარებას დაჰპირდა. მეორე დღეს პალატების შემოვლის დროს მძიმე ავადმყოფს მიუახლოვდა და ჰკითხა: ”მითხარით, იმ ქვეყნად ნათესავები გყავთ?” ”დიახ, ექიმო, რატომ მეკითხებით?” ”იცით, ვიზა გამოგიგზავნეს...”

Laughing პაციენტი კარდიოლოგიური განყოფილების დერეფანში მისეირნობს. თავს უკვე კარგად გრძნობს. ერთი სული აქვს, როდის გაწერენ. ხვდება ექთანი. ”ძვირფასო, თუ იცი, როდის გამწერენ?” ”როცა თქვენი კარდიოგრამა გასწორდება”. პაციენტი ხელახლა ხდება სამკურნალო...

Laughing მამაკაცი საავადმყოფოში მეგობარს - ექიმს შეხვდა. ”აქ რა გინდა, ხომ მშვიდობაა?” - ეკითხება ექიმი. ”ბავშვები მოვიყვანე. ჭადრაკს თამაშობდნენ წკიპურტებზე - ერთს თითი აქვს მოტეხილი, მეორეს ტვინის შერყევა აქვს...”

Laughing ”თუ შეიძლება, აბუსალათინის ზეთი (სასაქმებელი საშუალებაა) მომეცით”, - მიმართავს აფთიაქარს მყიდველი. აფთიაქარი: ”რამდენი წლის ბრძანდებით?” ”ოცდათოთხმეტის”. ფარმაცევტმა ზეთის რაოდენობა მენზურით გაზომა. ”სად ცხოვრობთ?” ”აფთიაქიდან ერთი კვარტალი იქნება”. ფარმაცევტმა ქილაში ზეთის რამდენიმე წვეთი ჩაამატა. ”რომელ სართულზე ცხოვრობთ?” ”მეხუთეზე”, - პასუხობს გაკვირვებული მყიდველი, ”სადარბაზოში ლიფტი არის?” ”არა”. ფარმაცევტმა ქილიდან ცოტაოდენი ზეთი გადაღვარა. ”ბინა საერთო ხომ არ არის?” ”არა”. აფთიაქარმა ისევ გადაღვარა ქილიდან ზეთი. ”დიდი ოჯახი გაქვთ?” ”დიახ, სიდედრი, მეუღლე, ოთხი შვილი”. აფთიაქარმა ისევ გადაღვარა ცოტაოდენი ზეთი. ”თუმცა სიდედრი ცოტა ხნის წინ სოფელში გაემგზავრა”. ფარმაცევტმა ამჯერად ქილაში ზეთი დაამატა და მყიდველს უთხრა: ”გადაიხადეთ სამი ლარი და ოცდაათი თეთრი და შეგიძლიათ დალიოთ”. მეორე დღეს აფთიაქში ტელეფონის ზარი გაისმა. ფარმაცევტმა ყურმილი აიღო და აღფრთოვანებული კლიენტის ხმა გაიგონა: ”გენიოსი ხართ, ბატონო! სულ რაღაც ნახევარი მეტრით შეცდით!..”

Laughing ამონარიდი ერთ-ერთი საწარმოს ადმინისტრაციის შენობაში გაკრული განცხადებიდან: ”შრომის ახალმიღებული კანონიდან გამომდინარე... ვბრძანებ... დეკრეტში წამსვლელმა ქალბატონებმა ადმინისტრაცია უნდა გააფრთხილონ ათი თვით ადრე...”

Laughing ”წარმოგიდგენიათ, როგორ წავიდა წინ მედიცინა?! - ამბობს მოხუცი ქალბატონი, - ახალგაზრდობაში ექიმთან ყოველთვის ტანთ მახდევინებდნენ, ახლა კი ენის ჩვენებაც საკმარისია”.

Laughing ყელ-ყურის კაბინეტში ახალგაზრდა ქალი შევიდა. ექიმი გაზეთს კითხულობს. ”გამარჯობა, ექიმო, მე თქვენთან ვარ”. ექიმი - კითხვის შეუწყვეტლად: ”გაიხადეთ!.. გაიხადეთ?” ”დიახ!” ”ახლა ჩაიცვით”. ”კი, მაგრამ...” ”ყველაფერი რიგზეა, სმენის პრობლემა არ გაქვთ”.

Laughing შეწუხებული მამაკაცი ექიმს მიმართავს: ”ექიმო, ჩემს ცოლს არ სიამოვნებს, რომ ვხვრინავ...” ”აჰ, აი თურმე რა... მაშინ პირდაპირ გკითხავთ: უფრო მეტად რომლის მოცილება გინდათ, ხვრინვის თუ ცოლის?”