რა მოხდა გუშინ?!. - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა მოხდა გუშინ?!.

პაციენტმა ექიმს შესჩივლა, რომ ცხვირის სიწითლეს ვერაფერი მოუხერხა. ექიმმა ყურადღებით დაათვალიერა, მაგრამ საეჭვო ვერაფერი აღმოუჩინა და უთხრა: "თუ ეს ბავშვობიდან გაქვთ ან ტრავმის შედეგია, ამ შემთხვევაში მედიცინა უძლურია. თუ ალკოჰოლის ბრალია, მაშინ ნუ იდარდებთ - გააგრძელეთ სმა და მალე თქვენი ცხვირი იისფერს მიიღებს".

images-siciliki-1701860350.jpg

ალკოჰოლიკის დღიურიდან:

"საზიზღარი ღვიძლი ალკოჰოლს ერთ დღეში შლის. ამიტომ ყოველდღე მიწევს დალევა".

"ალკოჰოლი კლავს ტვინის უჯრედებს, მაგრამ ყველას კი არა, - მხოლოდ იმათ, რომლებიც დალევაზე უარს ამბობენ".

"სტატისტიკის მიხედვით, ავარიების 17% იმ მძღოლების გამო ხდება, რომლებიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებიან. აქედან გამომდინარე, ავარიების ძირითადი ნაწილი (83%) ფხიზელი მძღოლების მიზეზით ხდება".

"როცა ვხედავ ლოზუნგს: "ან დალიე, ან საჭეს მიუჯექი" - ყოველთვის მახსენდება, რომ მანქანა არ მყავს".

"გუშინ ვსვამდით არაყს. შემდეგ არაყი გაგვითავდა და ლუდი მოვიტანეთ. როცა ლუდიც გაგვითავდა, აღმოჩნდა, რომ მეგობარს კონიაკი ჰქონია შემონახული. შემდეგ კი ფუნთუშით მოვიწამლე..."

"ის, ვინც ფიქრობს, რომ "ბევრი უნდა სვა" და ის, ვინც ფიქრობს, რომ "ცოტა უნდა სვა", ერთ რამეში თანხმდებიან: "უნდა სვა!".

"მენდელეევმა ჯერ 40-გრადუსიანი არაყი აღმოაჩინა, მერე - 20-გრადუსიანი პორტვეინი, მერე კი ის, რომ მათი ერთმანეთში შერევა არ შეიძლება".

images-1701861616.jpg

განცხადება სამუშაოს თაობაზე: "ლიქიორ-არყის ქარხანა "კრისტალურ წვეთს" ესაჭიროება ექიმი-ნარკოლოგი. შრომის ანაზღაურება - შეთანხმებით, ნატურით".

images-1701861616.jpg

მამაკაცი ბარში შევიდა და ჭიქა ვისკი და ექვსი ცალი კოქტეილის ჩხირი შეუკვეთა. კოქტეილის ჩხირები ერთანეთს შეუერთა და ასე დაიწყო ვისკის სმა. გაოცებული ბარმენი ეკითხება: "ასე რატომ აკეთებთ?!" "ექიმმა მირჩია, ალკოჰოლისგან თავი შორს დავიჭირო!"

images-1701861616.jpg

ერთი ალკოჰოლიკი მეორეს ეუბნება: "როცა სვამ, თვალებს რატომ ხუჭავ?" "ექიმმა მითხრა, ჭიქისკენ არც კი გაიხედოო".

images-1701861616.jpg

შეშფოთებული ქალი ექიმს შესჩივის: "ექიმო, ჩემი ქმარი ყოველ დილით, საუზმეზე, ორმოცდაათ გრამ არაყს ითხოვს და ამბობს, რომ ეს ექიმმა ურჩია".

"იცით, ქალბატონო, ზოგჯერ მცირე დოზით ალკოჰოლი სასარგებლოც კია". "გასაგებია, ექიმო, მაგრამ სადილზე ის ომარ ხაიამის ციტირებას იწყებს!"

images-1701861616.jpg

დილის შემოვლაზე გაოცებული განყოფილების გამგე კითხულობს: "მთელი პალატა საწარმოო ტრავმამიღებული ადამიანებით არის სავსე, თანაც ყველანი ერთი საწარმოდან არიან..."

"დიახ, ბატონო პროფესორო, ყველა მათგანს თეთრი ცხელება აქვს".

"აბა რა ექნებათ, გენაცვალე, ისინი ხომ არყის ქარხნის თანამშრომლები არიან!"

images-2-1701862352.jpg

ერთმა კაცმა სმას თავი დაანება, მაგრამ დაახლოებით რამდენიმე ხნის შემდეგ სპეციფიკური იერის გამო მაინც გამოსაფხიზლებელში ამოყო თავი. შინ დაბრუნებულმა ცოლს შესჩივლა:

"წარმოგიდგენია, სამი თვეა, წვეთი არ დამილევია, ასეთი უსამართლობა გაგონილა?!"

ცოლი: "შე კაცო, მიკლუხო-მაკლაის სიცოცხლის ბოლო წლებში სიარული საერთოდ აღარ შეეძლო, მაგრამ დღემდე დიდ მოგზაურს უწოდებენ!"

images-1701861616.jpg

მამაკაცმა ოქროს თევზი დაიჭირა. თევზი ადამიანის ხმით ალაპარაკდა:

- ნუ მომკლავ, გამიშვი და ამისათვის სამ სურვილს შეგისრულებ!

მამაკაცი მცირე ხნით ჩაფიქრდა და უთხრა: "პირველი: მსურს, ალკოჰოლური ჰალუცინაციები აღარ მტანჯავდეს. მეორე... ო-ოჰ, სად ხარ, ოქროს თევზო?!"

images-siciliki-1701860350.jpg

1 იანვარი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის საერთაშორისო დღეა. ამ დღესასწაულის მფარველად ითვლება კიტრის მწნილის წვენი. დღესასწაული იწყება საღამოს 8 საათიდან. დღესასწაულის დაწყების სიგნალად ითვლება ზარი კითხვითურთ: "რა მოხდა გუშინ?"

images-2-1701862352.jpg

ძუნწი ორმაგს იხდის. გადაწყვიტა, თვითმფრინავის ბილეთი არ ეყიდა, ეკონომია გაეწია და თბილისი-ვლადივოსტოკის მატარებელს გაჰყვა. მომდევნო ორი თვე თეთრი ცხელების მკურნალობაში გაილია...

images-siciliki-1701860350.jpg

ექიმი: "რატომ დაიწყეთ სმა და ყოველდღე რატომ სვამთ?" "ე-ეჰ, ექიმო, ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტე, ცხოვრებისთვის ფხიზელი თვალით შემეხედა. მას შემდეგ ვსვამ..."

images-2-1701862352.jpg

საავადმყოფოდან წერენ გამოჯანმრთელებულ ალკოჰოლიკთა მორიგ პარტიას. მათთან გამოსამშვიდობებლად მთავარი ექიმი გამოდის, რომელიც ჯიბიდან ბოთლს იღებს, შიგთავსს ჭიქებში ასხამს და სადღეგრძელოს ამბობს: - მოდით, დავლიოთ იმის სადღეგრძელო, რომ თქვენ არასდროს აღარ გქონდეთ დალევის ასეთი მიზეზი!

images-1701861616.jpg

"გინდა, მხნეობა მთელი დღით შეინარჩუნო? დილით ყავაში ერთი კოვზი კონიაკი შეურიე".

"ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა".

"მართლა? საერთოდ ვერ გიშველა?"

"არ ვიცი, არ მიცდია. უბრალოდ, ვერა და ვერ მოვახერხე ერთი კოვზი კონიაკის დილამდე შენახვა!"

images-1701861616.jpg

ღორის გრიპისგან 1742 კაცი დაიღუპა. მსოფლიოში უკვე ახალ ვაქცინას ცდიან. ალკოჰოლური მოწამვლისგან მსოფლიოში ყოველწლიურად რამდენიმე ათეული ათასი კაცი კვდება. როდის გამოჩნდება ალკოჰოლის საწინააღმდეგო ვაქცინა?!

images-2-1701862352.jpg