სხვისას არ მიიღებთ? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სხვისას არ მიიღებთ?

მამაკაცმა, რომელსაც ძალიან ეშინოდა ჭექა-ქუხილის, როგორც იქნა გადაწყვიტა და ცნობილ ფსიქიატრს მიმართა. "ეს უკვე სასაცილოა! - გადაიხარხარა ექიმმა, - ჭექა-ქუხილი ისეთივე ბუნებრივი მოვლენაა, როგორიც თოვლი, ქარი და ბევრი სხვა, ამიტომ სულაც არ უნდა გეშინოდეთ მისი. როგორც კი გაიგონებთ ჭექა-ქუხილის ხმას, მოიქეცით ჩემსავით - თავი ბალიშის ქვეშ შემალეთ და ყველაფერი რიგზე იქნება!"

images-1701861616.jpg

"ძალიან კარგია, რომ შემოიარეთ, - ეუბნება მამაკაცს ფსიქიატრი, - როგორ გრძნობს თავს თქვენი მეუღლე? ჩემი რჩევების შედეგად კლეპტომანიისგან განიკურნა?" "ჯერ არა, ექიმო, - უპასუხა მამაკაცმა, - მაგრამ უკეთესობა შეიმჩნევა - ახლა მას გამოსადეგი ნივთებიც მოაქვს".

images-1-1701862022.jpg

გამოკვლევის შემდეგ ექიმი ეუბნება პაციენტ ქალბატონს: "თქვენ სავსებით ჯანმრთელი ბრძანდებით. ერთადერთი, რაც შემიძლია გირჩიოთ, სუფთა ჰაერზე ხშირად ყოფნა, ხოლო ზამთარში თბილად ჩაცმაა". შინ დაბრუნებულ ცოლს ქმარმა ჰკითხა, ექიმმა რა გითხრაო. "მირჩია, ყოველ ზაფხულს ზღვაზე დავისვენო, ზამთარში კი წაულას ქურქი ჩავიცვა!"

images-1-1701862022.jpg

ფსიქიატრი - პაციენტს: "ესე იგი, ყოველ ღამით საშინელი არსება გესიზმრებათ, რომელიც ჯერ დაგცინით, შემდეგ გიყვირით, თქვენს საცემად იწევს და ბოლოს ცომის საბრტყელებელს გირტყამთ თავში? სავარაუდოდ, ეს ზმანება გაღვიძებისთანავე ქრება..." "სწორედ მაგაშია საქმე, ექიმო! არ ქრება! დილით ის, როგორც წესი, ყვირის: "გეყოფა ხვრინვა, უსაქმურო, ახლავე წაიყვანე ბავშვები საბავშვო ბაღში!"

images-2-1701862352.jpg

ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მორიგე სანიტარი კროსვორდს ხსნის. კითხულობს: "კუნძული, სადაც დაიბადა ნაპოლეონი". დიდხანს იფიქრა, მერე თავი მოიქექა და ერთ-ერთ პაციენტს გასძახა: "ეი, შენ! სად დაიბადე?"

images-siciliki-1701860350.jpg

ერთხანს სასწრაფო დახმარების ექიმად ვმუშაობდი. სასწრაფოს პაციენტთა უმრავლესობას მოხუცებული მარტოხელა ადამიანები შეადგენდნენ, რომლებსაც სინამდვილეში უბრალოდ დამლაპარაკებელი სჭირდებოდათ. მოკლედ, მე და ერთი ფერშალი მოხუც ქალთან მივედით გამოძახებაზე. მე ლოგინთან ჩამოვუჯექი, ფერშალი კი ჩემოდნითურთ მაგიდასთან მოეწყო. "რას უჩივით, ბებია?" - ვკითხე მოხუცებულს. "რაღაც ხმები მესმის, შვილო..." ამ დროს ჩემმა ფელდშერმა ჩემოდნის სახურავის იქიდან დაიბუბუნა: "ექიმს ფუ-ული მიეცი, ფული მიეცი..." "ახლა თუ გესმით, ბებია, ხმები?" - ვკითხე ქალს. "არა, შვილო, არა, ახლა არაფერი გამიგონია..."

images-2-1701862352.jpg

მოსამართლე ბრალდებულს ეკითხება: "ბრალდებულო, რატომ დაარტყით კარის მეზობელს?" "თურმე სახლში ქათმებს ამრავლებდა, თანაც სად, არ იკითხავთ? ქალაქში, მეთორმეტე სართულზე! მე კი სამი თვე ვმკურნალობდი ფსიქიატრთან, მეგონა, ქათმების კრიახი და მამლების ყივილი ჩემი ავადმყოფური წარმოსახვის ნაყოფი იყო!"

images-2-1701862352.jpg "

ექიმო, მაქვს თუ არა უფლება, სიკვდილის შემდეგ საკუთარი სხეული სამეცნიერო გამოკვლევებისთვის გავყიდო?" "რა თქმა უნდა". "და... სხვის სხეულებს არ მიიღებთ? შემიძლია, ხვალ სატვირთო მანქანით მოგიტანოთ..."

images-siciliki-1701860350.jpg

ოკულისტი - პაციენტს: "თქვენთვის ორი ამბავი მაქვს, კარგი და ცუდი, რომლით დავიწყო?" "კარგით, ექიმო!" "მაშ, კარგი. მოკლედ, თქვენ მალე უსათვალოდ შეძლებთ კითხვას". "ღმერთო ჩემო, ექიმო! სასწაულია! კი მაგრამ... როგორ... მე ხომ ახლა სათვალითაც კი ვერაფერს ვარჩევ?!" "საქმეც მაგაშია, თითებით იკითხავთ, თითებით".

images-1701861616.jpg

მამაკაცმა სექსოპათოლოგს შესჩივლა: "ნაადრევი ეაკულაციით ვიტანჯები... არანაირი ოჯახური ცხოვრება, ცოლი უკმაყოფილოა..." ექიმმა ყურადღებით გასინჯა, რამდენიმე ანალიზი ჩამოუწერა და როცა ანალიზებში ვერაფერს მიაგნო, მცირე ხნის ფიქრის შემდეგ პაციენტს უთხრა: "მოდი, მეგობარო, სპორტული პისტოლეტი იყიდე". "პისტოლეტი რად მინდა?" "როცა შეატყობ, რომ ორგაზმამდე მიდიხარ, ჰაერში გაისროლე და მოგეშვება, სამაგიეროდ, პროცესის გაგრძელებას შეძლებ. შენც კმაყოფილი დარჩები და შენი ცოლიც". ორიოდე კვირის შემდეგ ექიმი და პაციენტი შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს, ყოფილ პაციენტს დანა პირს არ უხსნის: "ექიმო, ცოლს გავეყარე". "რატომ?!" "თქვენი რჩევით ვისარგებლე და პისტოლეტი ვიყიდე. საქმეს შევუდექით, შევატყვე - ცუდადაა ჩემი საქმე, მიახლოვდება... ამოვიღე პისტოლეტი და გავისროლე... ჰოდა, გაიღო კარადის კარი და ჩემი მეზობელი ჟორა ხელებაწეული გამოვიდა..."

images-2-1701862352.jpg

ექიმი პალატაში შედის და ესმის, რომ პაციენტი, რომელსაც მაღალი სიცხე ჰქონდა, ლოგინზე ჩამომჯდარ ცოლს ეუბნება: "ჩემო ლამაზო, ჩემო ჭკვიანო, არაჩვეულებრივო, ამქვეყნად ყველაზე მშვენიერო..." ექიმი ქალს ეკითხება: "დიდი ხანია, ბოდავს?"

images-1-1701862022.jpg

მამაკაცმა, რომელიც აფთიაქში რიგში იდგა, თვალი მოჰკრა, რომ მის წინ მდგომმა ქალმა ჰემოროიდული სანთლები იყიდა. როდესაც ქალი მისკენ მიბრუნდა, მიხვდა, რომ მამაკაცმა მის მიერ ნაყიდი პრეპარატი დაინახა და გაწითლდა... მამაკაცი არ დაიბნა და უთხრა: "ეს სამარცხვინო არ არის; სამაგიეროდ, ძალიან ლამაზი სასანთლე გაქვთ!.."