დანარჩენს ცოლი მეტყვის!.. - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დანარჩენს ცოლი მეტყვის!..

სასწრაფო დახმარების ექიმი - პაციენტს: "ბებია, აბა რა გაწუხებთ?" "არაფერი, შვილო, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ". "თუ ასეა, სასწრაფო რატომ გამოიძახეთ?" "სწორედ ამაშია საქმე: ამდენი ხანია, თავი ასე კარგად არ მიგრძნია და მეშინია, რამე საშინელება არ მჭირდეს!"

images-1701861616.jpg

ახალ წლამდე რამდენიმე საათით ადრე ექიმს კანალიზაცია გაეჭედა. ურეკავს სანტექნიკოსს. "რა დროს კანალიზაციაა, ორ საათში ახალი წელია!" - ბუზღუნებს ხელოსანი. "აბა, ჩვენ რაღა ვქნათ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ამინდში, ქარსა თუ წვიმაში, რომ დავდივართ პაციენტებთან?!" - სინდისზე აგდებს ექიმი. "ოჰ, თქვენ ჩვენი უბნის ექიმი ბრძანდებით? ახლავე გეახლებით", - და მართლაც რამდენიმე წუთში მიდის. ყურადღებით ათვალიერებს ყველაფერს, შემდეგ ჯიბიდან რაღაც თეთრ ფხვნილს ამოაძვრენს და მილში ყრის: "თუ ერთ კვირაში უკეთესობა არ შეეტყო, აუცილებლად დამირეკეთ..."

images-siciliki-1701860350.jpg

ფსიქიატრიულში პაციენტები საინფორმაციო გადაცემას უყურებენ. ერთ-ერთი პაციენტი ყოველი სიუჟეტის შემდეგ მუხლებზე ხელებს ირტყამს და გაიძახის: "კიდევ კარგი, აქ ვარ!" "დროა გავწეროთ, - გადაულაპარაკებს ერთი ექიმი მეორეს, - გამოჯანმრთელების აშკარა ნიშნები ეტყობა".

images-2-1701862352.jpg

ჯანდაცვის სამინისტროში სხდომაა. თავმჯდომარე ამბობს: "ჯანდაცვა ისეთი გიგანტური ნაბიჯებით მიიწევს წინ, რომ მალე წამლების სიაში ორად ორი მედიკამენტი დარჩება - ასპირინი და სასაქმებელი საშუალება, პურგენი". ამ დროს ჭაღარა ფსიქიატრი დგება: "და სულით ავადმყოფების მკურნალობას რით აპირებთ?" თავმჯდომარე: "მათ პურგენის სამმაგ დოზას მივცემთ და სულიერი ტანჯვა სულ დაავიწყდებათ"

images-1701861616.jpg

ექიმი - პაციენტს: "სასწრაფოდ უნდა დაანებოთ თავი მოწევას; დალევით მხოლოდ დღესასწაულებზე დალიოთ, მაგრამ ზომიერად; სამუშაოზე დიდხანს ნუ გაჩერდებით..." "კარგი, ექიმო, კარგი, დანარჩენს ცოლი მეტყვის..."

images-siciliki-1701860350.jpg

"ჩემი მეუღლე საერთოდ არ მენდობა", - შესჩივის დედას ახალგათხოვილი ქალი. "ასეთი რა ჩაიდინა?" "დღეს სადილი მოვუმზადე, მან კი სტუმრად თავისი მეგობარი ექიმი მოიწვია! ასე მითხრა, ყოველი შემთხვევისთვისო..."

images-2-1701862352.jpg

მამაკაცი ფსიქოთერაპევტს ესაუბრება: "იცით, გუშინ ქალიშვილს შევხვდი: თვალები მაყვალს მიუგავს, მკერდი - ნესვს, ტუჩები - მარწყვს... მითხარით, ეს სიყვარულია?" "არა, ეს ავიტამინოზია, მეტი ხილი უნდა მიირთვათ!!!"

images-1701861616.jpg

ქირურგი - პაციენტს: "არ ინერვიულოთ. ეს ჩემი მეთექვსმეტე ოპერაციაა და ბოლოს და ბოლოს, რამე ხომ უნდა გამომივიდეს?!.."

images-2-1701862352.jpg

მოხუცი მამაკაცი ექიმს ყელის გამოწევით ეხვეწება: "ექიმო, ვიაგრას არ გამომიწერთ? ბევრი არ მინდა, დღეში ნახევარი ტაბლეტიც მეყოფა". ექიმი: "არა მგონია, ნახევარმა ტაბლეტმა სერიოზული ეფექტი მოგცეთ". "არაფერი დაშავდება. მთავარია, მოშარდვისას ჩუსტები არ დამისველდეს..."

images-1701861616.jpg

ნაშუაღამევს მორიგე აფთიაქის კარზე ახალგაზრდა ქალი ზარს რეკავს: "მომეცით, თუ შეიძლება, უძილობის საწინააღმდეგო საშუალება!" "რომელი გნებავთ?" "ორსულობის განმსაზღვრელი ტესტი!"

images-2-1701862352.jpg

მსუქანი ქალბატონი ექიმს ეკითხება, როგორ გახდეს.. ექიმი: "ბევრი არაფერია საჭირო, ერთადერთი მარტივი მოძრაობა უნდა აითვისოთ: თავს ატრიალებთ მარჯვნივ, მერე კი მარცხნივ". ქალი: "და ხშირად უნდა გავაკეთო?" ექიმი: "ყოველთვის, როცა კი სუფრას მიუჯდებით და კერძით სავსე თეფშს მოგიტანენ".

images-1701861616.jpg

პაციენტი: "დიდი მადლობა, ძვირფასო, მგონი, ახლა კი განვიკურნე კლეპტომანიისგან!" "მეც დიდი იმედი მაქვს, რომ სამუდამოდ დაკარგეთ ქურდობის სურვილი, მაგრამ რეციდივის შემთხვევაში იაპონურ ტელევიზორს თუ მომიტანთ, მადლიერი დაგრჩებით".

images-1701861616.jpg

გინეკოლოგთან ვიზიტიდან დაბრუნებული ქალი სარკის წინ დგება და საკუთარ თავს ათვალიერებს, ხან ერთ მხარეს მიბრუნდება, ხან მეორე მხარეს. ბოლოს და ბოლოს ქმარი ვეღარ უძლებს და ეკითხება: "ძვირფასო, ასეთი რა დაინახე?" ქალი: "იცი, ექიმმა მითხრა, რომ თხუთმეტი წლის ქალიშვილის მკერდი მაქვს!" ქმარი: "ჰმ... და ორმოცდაათი წლის უკანალზე არაფერი უთქვამს?" ცოლი: "არა, ძვირფასო, შენზე ერთი კითხვაც კი არ დაუსვამს!"