თქვენი მედიცინისა რა ვთქვი! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თქვენი მედიცინისა რა ვთქვი!

 

SmileSmileSmile

შვეიცარიის ერთ-ერთი პატარა ქალაქის შესასვლელში, გზის პირას, დგას ბოძი წარწერით: "გთხოვთ, მანქანა ატაროთ ფრთხილად და ყურადღებით! ექიმიც და მეკუბოვეც შვებულებაში არიან".

SmileSmileSmile

"თქვენ ჩემთან ერთხელ იყავით, - ურეკავს პაციენტი ექიმს, - ხოლო ანგარიში ორი ვიზიტისთვის წარმომიდგინეთ. რაშია საქმე?" "როგორ თუ ერთხელ? - ხმაში გაღიზიანება დაეტყო ექიმს, - არ გახსოვთ, რომ მე თქვენთან შლაპა დამრჩა და იძულებული გავხდი, დავბრუნებულიყავი?!"

SmileSmileSmile

ექიმი ქუჩაში პაციენტის ცოლს შეხვდა: "მითხარით, - მიმართა ქალს, - როგორ გრძნობს თავს თქვენი მეუღლე? დაბნეულობას თავი დააღწია?" "ეტყობა, ჯერ არა, ექიმო, - დილით სამზარეულოში რომ შემოდის, ჯერ კოვზს ჩამკრავს თავში, მერე კი თოხლო კვერცხს კოცნის".

SmileSmileSmile

სტომატოლოგი პაციენტს სინჯავს: "ღმერთო ჩემო, რამხელა ფუღუროა! რამხელა ფუღუროა! რამხელა ფუღუროა!" "სამჯერ რატომ გაიმეორეთ, ექიმო?" - ეკითხება გაკვირვებული პაციენტი. "არა, ძვირფასო, მე მხოლოდ ერთხელ ვთქვი, ორჯერ კი თქვენს კბილში არსებული ფუღუროდან წამოსულმა ექომ გაიმეორა".

SmileSmileSmile

"განცხადება: იყიდება თირკმელი, კარგ მდგომარეობაში, 1970 წლის გამოშვება, გარბენი - 12000 ლიტრი ლუდი".

SmileSmileSmile

ორი ცნობილი საავადმყოფოს მთავარი ექიმი ერთმანეთს შეხვდა. ერთ-ერთი ამბობს: "წარმოგიდგენია, ჩემს ექიმებს უკვე ექვსი თვეა ხელფასს არ ვაძლევ, ისინი კი სამუშაოზე ისევ ჯიუტად დადიან!" მეორე დაფიქრდა: "მომისმინე, იქნებ საავადმყოფოში შემოსვლისთვის გადასახადი დავუწესოთ?!"


 

SmileSmileSmile

პაციენტი - ექიმს: "როგორ დავიცვა თავი შიდსისგან?" "არსებობს უტყუარი მეთოდი: უნდა გაიკეთოთ პრეზერვატივი, წაუსვათ მცენარეული ზეთი, ზემოდან ჩამოიცვათ მეორე, წაისვათ იოდი, შემდეგ ბინტით შეიხვიოთ და წაისვათ ეპოქსიდური წებო. რაც მთავარია, არავითარი სქესობრივი კონტაქტი!"

SmileSmileSmile

ექიმის კაბინეტში: "არ უნდა დალიოთ, სიგარეტი არ უნდა მოსწიოთ, ცხიმიანი, ნიგვზიანი, შემწვარი და მოხრაკული საჭმელი გეკრძალებათ, ქალებიც..." "დიდხანს გაგრძელდება ასე, ექიმო?" "ჰმ... როგორ გითხრათ... თუ ბედმა გაგიღიმათ, არც ისე..."

SmileSmileSmile

მაჩვმა სამუშაო ადგილი შეიცვალა - "ქოლგეითის" რეკლამიდან "ბლენდამედის" რეკლამაში გადავიდა. "ვა, მაჩვო, რა თეთრი და მაგარი კბილები გაქვს?!" "შენ კვერცხები უნდა ნახო".

 

SmileSmileSmile

დასახიჩრებული კაცი ექიმთან მივიდა. "რა მოგივიდა?" "ცხენიდან გადმოვვარდი, ექიმო". "კი მაგრამ, ასე დამტვრევა როგორ მოახერხე?!" "ცხენიდან რომ გადმოვვარდი, შემდეგ ირემი დამეჯახა, მერე - ლომი და ბოლოს - რაკეტა". "მეკაიფები?!" "როგორ გეკადრებათ, ექიმო, უბრალოდ, კარუსელზე ვიჯექი".

SmileSmileSmile

ყელ-ყურის ექიმთან მამაკაცი მივიდა: "ექიმო, ახალგაზრდა ცოლი მყავს, მაგრამ ბოლო დროს, მგონი, ყურს დააკლდა: დადის, ხმას არ იღებს, რამეს რომ ვკითხავ - პასუხს არ იძლევა". "მოდით, ასე მოვიქცეთ: თავდაპირველად სიყრუის ხარისხი დავადგინოთ. სახლში რომ მიხვალთ, ზღურბლიდანვე ჰკითხეთ რამე. თუ არ გიპასუხებთ, უფრო ახლოს მიდით და იგივე გაუმეორეთ". კმაყოფილი მამაკაცი შინ დაბრუნდა, ხედავს, ცოლი მისკენ ზურგშექცევით დგას და აუთოებს. "რა გვაქვს დღეს სადილად?" - კარებშივე ჰკითხა კაცმა. ცოლმა პასუხი არ გასცა. კაცი ცოტა ახლოს მივიდა და ისევ იკითხა: "დღეს შევჭამთ რამეს?" პასუხი ისევ არ არის. უკვე ძალიან ახლოს მისულმა კაცმა მესამედაც იკითხა: "დღეს რას შევჭამთ?" ქალი მობრუნდა და ქმარს ყურში ჩასძახა: "უკვე მესამედ გეუბნები: შემწვარ კარტოფილს!!!"

SmileSmileSmile

ფსიქიატრმა პაციენტს გამოჯანმრთელება მიულოცა: "თქვენ უკვე კარგად გრძნობთ თავს, ჰოდა, გადავწყვიტე, დღეს სახლში გაგწეროთ". "თქვენი მედიცინისა რა ვთქვი! - გამწარდა პაციენტი, - სამი თვის წინ იმპერატორი ვიყავი, ახლა კი ვინ ვარ? - არაფერი!"

SmileSmileSmile

"ექიმო, თქვენი გამოწერილი წამალი ძალიან დამეხმარა!" "აბა, რა გითხრათ... ხდება ხოლმე".

SmileSmileSmile

ექიმის კაბინეტში მამაკაცი შედის, თვალში ჩანგალი აქვს ჩარჭობილი. ექიმი: "აბა, რას ვუჩივით?"

SmileSmileSmile

მამაკაცი საავადმყოფოში მოხვდა. მეორე დღეს მომვლელმა ქალმა სადილი მიუტანა - ცოტა პური, პომიდვრის მეოთხედი, ნახევარი კვერცხი და ერთი კოვზი ფაფა. პაციენტი ცოტა ხანს ამრეზით უყურებდა სადილს, შემდეგ კი მომვლელს დაურეკა: "საფოსტო მარკა თუ გაქვთ, ქალბატონო?" "მარკა რაში გჭირდებათ?" "სადილის შემდეგ კითხვას ვარ მიჩვეული".