რუბრიკის სტუმარია ექიმი-თერაპევტი მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ელგუჯა გობრონიძე
"ყველაფერი რიგზე იქნება, - ამშვიდებს ექიმი პაციენტს, - ოღონდ უფრო მეტი იარეთ ფეხით, დღეში ერთი საათი მაინც, განურჩევლად იმისა, როგორი ამინდი იქნება". "სიამოვნებით, ექიმო, - პასუხობს პაციენტი, - ოღონდ როდის - ვიდრე ფოსტას დავარიგებ თუ ფოსტის დარიგების შემდეგ?"
შვეიცარიის ერთ-ერთი პატარა ქალაქის შესასვლელში, გზის პირას, დგას ბოძი წარწერით: "გთხოვთ, მანქანა ატაროთ ფრთხილად და ყურადღებით! ექიმიც და მეკუბოვეც შვებულებაში არიან".
"თქვენ ჩემთან ერთხელ იყავით, - ურეკავს პაციენტი ექიმს, - ხოლო ანგარიში ორი ვიზიტისთვის წარმომიდგინეთ. რაშია საქმე?" "როგორ თუ ერთხელ? - ხმაში
ექიმი ქუჩაში პაციენტის ცოლს შეხვდა: "მითხარით, - მიმართა ქალს, - როგორ გრძნობს თავს თქვენი მეუღლე? დაბნეულობას თავი დააღწია?" "ეტყობა, ჯერ არა, ექიმო, - დილით სამზარეულოში რომ შემოდის, ჯერ კოვზს ჩამკრავს თავში, მერე კი თოხლო
სტომატოლოგი პაციენტს სინჯავს: "ღმერთო ჩემო, რამხელა ფუღუროა! რამხელა ფუღუროა! რამხელა ფუღუროა!" "სამჯერ რატომ გაიმეორეთ, ექიმო?" - ეკითხება გაკვირვებული პაციენტი. "არა, ძვირფასო, მე მხოლოდ ერთხელ ვთქვი, ორჯერ კი თქვენს კბილში არსებული ფუღუროდან წამოსულმა ექომ გაიმეორა".
"განცხადება: იყიდება თირკმელი, კარგ მდგომარეობაში, 1970 წლის გამოშვება, გარბენი - 12000 ლიტრი ლუდი".
ორი ცნობილი საავადმყოფოს მთავარი ექიმი ერთმანეთს შეხვდა. ერთ-ერთი ამბობს: "წარმოგიდგენია, ჩემს ექიმებს უკვე ექვსი თვეა ხელფასს არ ვაძლევ, ისინი კი სამუშაოზე ისევ ჯიუტად დადიან!" მეორე დაფიქრდა: "მომისმინე, იქნებ საავადმყოფოში შემოსვლისთვის გადასახადი დავუწესოთ?!"