"რას კადრულობთ, ახალგაზრდავ?!"
საავადმყოფოს განყოფილებაში ტელეფონის ზარი გაისმა: "მითხარით, როგორ არის ის ავადმყოფი, რომლისთვისაც დღეს კუჭის ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ?" "არცთუ ისე კარგად. მოდი, პათანატომის ტელეფონს მოგცემთ, ყველაფერს ის აგიხსნით".
პაციენტი ექიმს შესჩივის, რომ ცხვირი აქვს წითელი და ეს ძალიან აწუხებს. ექიმი: "თუ სიწითლე დაბადებიდან ან ტრავმის შედეგად გაქვთ, მაშინ მედიცინა უძლურია, ხოლო თუ ალკოჰოლის გამო - არ ინერვიულოთ, ეს არც ისე საშიშია, განაგრძეთ სმა და ცოტა ხნის შემდეგ თქვენი ცხვირი იისფერს მიიღებს".
პაციენტმა ექიმს ძლიერი ხველების შესახებ შესჩივლა. ექიმმა გასინჯა და მკაცრად უთხრა: "თქვენ აუცილებლად უნდა დაანებოთ თავი მოწევას!" ავადმყოფმა კონვერტი მიუჩოჩა. ექიმმა კონვერტში ჩაიხედა და წამოიძახა: "თუმცა თავის ერთბაშად დანებებაც არ ივარგებს! სიგარეტის უცებ გადაგდება შესაძლოა საზიანოც კი აღმოჩნდეს! სჯობს, თანდათანობით, თანდათანობით..."
სექსოლოგის კაბინეტში ქალი შევიდა. "ექიმო, ბოლო დროს ქმარმა ჩემთან ურთიერთობა შეწყვიტა. ადრე თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო. სამწუხაროდ, წამოყოლაზე ვერ დავითანხმე. ეშველება რამე?" "გაიხადეთ!" - გასცა ბრძანება ექიმმა. ქალმა გაიხადა. "აი, იქ დადექით, დაჯექით, წამოდექით, ხელები მაღლა ასწიეთ, ახლა დასწიეთ და დოინჯი შემოირტყით, მიტრიალდით, მოტრიალდით... დახმარება ქმარს კი არა, თქვენ გჭირდებათ!.."
"ექიმო, ბოლო დროს ძალიან მიჭირს დაძინება. არც ერთმა ტაბლეტმა არ მიშველა". "თუ ასეა, მაშინ აი, ამ სანთლებს დაგინიშნავთ. სულ ახლახან მივიღეთ უცხოეთიდან და შესანიშნავი ეფექტი აქვს". ერთი კვირის შემდეგ: "თქვენ გაიხარეთ, ექიმო, ისე კარგად მოქმედებს ეს სანთლები, რომ თითის გამოღებასაც კი ვერ ვასწრებ!"
ხანდაზმული ქალბატონი პოლიკლინიკაში სრულიად ახალგაზრდა ექიმთან მოხვდა. რამდენიმე წუთის შემდეგ პაციენტი წყევლა-კრულვით გამოვარდა კაბინეტიდან და გასასვლელისკენ გაიქცა. გზად მოხუცი ექიმი შეხვდა. ამ უკანასკნელმა ქალი გააჩერა და ძლივს დაამშვიდა, მერე კი პირდაპირ ახალგაზრდა ექიმის კაბინეტისკენ გაემართა. "რას კადრულობთ, ახალგაზრდავ?! - მიმართა უმცროს კოლეგას, - ამ ქალბატონს ორიოდე დღის წინ 60 წელი შეუსრულდა, მოზრდილი ქალიშვილი ჰყავს, მალე შვილიშვილიც ეყოლება, და შენ ამ დროს ეუბნები, რომ ის ორსულადაა?!" ახალგაზრდა ექიმმა, რომელიც ბარათს ავსებდა, ისე უპასუხა, რომ წერა არც კი შეუწყვეტია: "მერე რა, სლოკინმა ხომ გაუარა?"
ნარკოლოგს ლოთმა მიმართა: "ექიმო, ასე ცხოვრება აღარ შემიძლია. იქნებ მეც მეშველოს რამე, გთხოვთ, უარს ნუ მეტყვით". "დღეში რამდენს სვამთ?" - დაინტერესდა ექიმი. "ასე, ორ ლიტრამდე". "და რამდენი ხანია რაც სმა დაიწყეთ?" "ბავშვობიდან ვსვამ, ექიმო". "ეს ცოტა რთული შემთხვევაა, თუმცა პრობლემის მოგვარება სავსებით შესაძლებელია, - უთხრა პაციენტს ექიმმა, - ოღონდ ერთი პირობით: ამიერიდან დღეში მხოლოდ ორას გრამს დალევთ და არც ერთი წვეთით მეტს".
რამდენიმე დღის შემდეგ განმეორებით კონსულტაციაზე დაბარებული ავადმყოფი, უარესად მთვრალი, ღიღინ-ღიღინით შევიდა ექიმის კაბინეტში. "ეს რას ჰგავს, - აღშფოთდა ექიმი, - ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ ორას გრამზე მეტს აღარ დალევდით?!" პაციენტმა ცბიერი გამომეტყველება მიიღო: "გგონიათ, მარტო თქვენთან ვმკურნალობ?.."
ხანშიშესულმა ქალბატონმა პლასტიკურ ქირურგს მიმართა: "ექიმო, ხომ არ შეგიძლიათ თქვენი ჯადოსნური საშუალებების გამოყენებით გააუმჯობესოთ ჩემი გარეგნობა?" ექიმი დიდხანს ყურადღებით ათვალიერებდა პაციენტს, ბოლოს ჩაილაპარაკა: "სამწუხაროდ, ვერაფრით დაგეხმარებით! ჩვენს ქვეყანაში თავის მოჭრა კანონით არის აკრძალული!"
საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ქირურგიული განყოფილების სანიტარი გამოიძახა. კაბინეტში შესვლა არ აცალა და გაბრაზებულმა დაუყვირა: "რატომ ერევით ექიმების საქმეში?! თქვენი ადგილი და მოვალეობა არ იცით?! რატომ უთხარით ავადმყოფს, თითქოს ჩვენ მისთვის ორივე ფეხის მოჭრა გვქონდა გადაწყვეტილი?!" სანიტარს სიცილი აუტყდა: "პატივცემულო, ეს პაციენტი ისტერიით იყო დაავადებული. მთელი ექვსი თვე ლოგინიდან არ ამდგარა, ჩვენმა ექიმებმაც ვერაფერი მოუხერხეს. ჩემი სიტყვების შემდეგ კი პალატიდან ისე მოკურცხლა, თვალიც ვერ შევასწარით!"
პროფესორო, თქვენ ხომ შემპირდით, რომ ალენ დელონს დავემსგავსებოდი? - მართალია! და რა პრეტენზია გაქვთ - ალენ დელონიც ხომ მოხუცებული და ავადმყოფია?!
ორი მეგობარი რესტორანში შედის. ერთ-ერთი შემწვარ ქათამს უკვეთავს. მეორე ეკითხება: "ქათმის გრიპი რომ დაგემართოს, არ გეშინია?" "მეგობარო, - უპასუხა ქათმის მოყვარულმა, რომელიც უკვე ნერწყვმორეული ათვალიერებდა მოტანილ ვარიკას, - ამ ქათამმა ახლა რომ დააცემინოს, გრიპისა რა გითხრა, ინფარქტი კი გარანტირებული მაქვს..."