ზოგი თვალხილულიც ბრმაა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზოგი თვალხილულიც ბრმაა

 

Laughing "რა მოხდა, რატომ ხარ ასე მოწყენილი?" "მოწყენილი კი არა, სასოწარკვეთილი ვარ! დღეს ექიმთან მივედი, ვიაგრა გამომიწერე-მეთქი, მაგრამ უარი განაცხადა, მითხრა, რომ ჩემთვის ვიაგრის გამოწერა იგივეა, რაც ახალი დროშის აღმართვა ფსკერისკენ მიმავალ გემზე!"

Laughing პაციენტმა რეგისტრაციის ფანჯარაში შეყო თავი: "გამარჯობათ, უროლოგი და თვალის ექიმი პაციენტებს სად იღებენ?" "რა გაწუხებთ, ბატონო?" "სიმართლე გითხრათ, ჯერ არ ვიცი - ან დალტონიკი ვარ, ან შარდი მაქვს ცისფერი..."

Laughing ახალგაზრდა კაცმა სექსოლოგს შესჩივლა: "ექიმო, იცით, ქალები ამბობენ, რომ საწოლში არაფრად ვვარგივარ. არ მესმის, როგორ ასწრებენ ამის დადგენას სულ რაღაც 10 წამის განმავლობაში?!"

Laughing "ექიმო, მეექვსე პალატაში მყოფმა პაციენტმა თავი ცეზარად გამოაცხადა და კართაგენის გასანადგურებლად იწევს!" "დამამშვიდებელი ხალათი ჩააცვით". "მერვე პალატაში კი პაციენტი თავს დონ ჟუანად თვლის..." "მაგას სასწრაფოდ - დამამშვიდებელი შარვალი!"

Laughing ფსიქიატრიული საავადმყოფოს დერეფნის საპირისპირო ბოლოებიდან ერთმანეთისკენ გაშლილი ხელები-ფრთებით, ფორსაჟის გუგუნითა და ვიბრირებით ორი "თვითმფრინავი" მიფრინავს. დერეფნის შუაში შუბლით ასკდებიან ერთმანეთს და გათიშულები იატაკზე ენარცხებიან. სასწრაფოდ გამოძახებულ მორიგე ექიმს, რომელმაც "ასები" გასინჯა, ექთანი ეკითხება: "ყველაფერი რიგზეა?" "ჰო, ისეთი არაფერია. კიდევ კარგი, ჰაერში არ შეასკდნენ ერთმანეთს!"

Laughing ყურადღებით გასინჯვის შემდეგ ექიმი პაციენტ მამაკაცს ეუბნება: "არ უნდა დალიოთ, არ უნდა მოსწიოთ და ქალებში სიარულზე ფიქრიც კი არ გაბედოთ!" "ეს დიდხანს გაგრძელდება, ექიმო?" "თუ გაგიმართლათ, არცთუ ისე დიდხანს..."

Laughing ავადმყოფი: "ექიმო, მე... რა ჰქვია, კაცო... ჰო, დათო ვარ. მე... აი, ის... სკლეროზი მაქვს!" ექიმი: "ა... გივი! მოკლედ, თქვენს... როგორ თქვით... კუჭის აშლას, ხომ?.. აი, იმასთან... ოკულისტთან მიდით".

Laughing "ექიმო, მიშველეთ! ყოველ ღამე ერთი და იგივე კოშმარი მესიზმრება - თითქოს მიჭერენ და თვითმფრინავიდან მაგდებენ!" "ძილის წინ პარაშუტი გაიკეთეთ!"

Laughing ერთმა ფსიქიატრმა თავის მოსწავლეს საინტერესო ამბავი უამბო პაციენტის შესახებ, რომელსაც თავი მაღვიძარა ეგონა: "წარმოიდგინე, თუ საღამოს არ მომართავდი, მეორე დილით, ზუსტად შვიდ საათზე, "დარეკვის" მაგივრად კრუნჩხვაში ვარდებოდა". "როგორ განკურნეთ?" - დაინტერესდა სტუდენტი. "ყოველ საღამო უფრო და უფრო ნაკლებად "ვმართავდი". ერთ საღამოს ბოლომდე "მოვმართე", მეორე საღამოს - უფრო ნაკლებად, შემდეგ - კიდევ უფრო ნაკლებად და დადგა დრო, როცა საერთოდ არ "მომიმართავს". არ დაიჯერებ, ამ მეთოდმა გაამართლა და პაციენტი გამოჯანმრთელდა". გავიდა რამდენიმე ხანი და ფსიქიატრის ყოფილმა მოსწავლემ თავი გაართვა არანაკლებ რთულ საქმეს - მან განკურნა პაციენტი, რომელიც თავს საათის ისრად მიიჩნევდა. ახლა მოხუცი ფსიქიატრის გაკვირვების დრო დადგა. ყოფილმა მოსწავლემ აუხსნა: "რთული მხოლოდ მკურნალობის პირველი ნაწილი აღმოჩნდა - დავარწმუნეთ, რომ ის უბრალო ისარი კი არა, მაღვიძარა იყო, მერე კი საქმე გაიოლდა - "მაღვიძარების" მკურნალობა თქვენი წყალობით უკვე ვიცოდი..."

Laughing "როგორ ფიქრობთ, - ეკითხება ახალმოსული ქალბატონი პალატის მეზობელს, - ასეთ ძვირადღირებულ სანატორიუმში მკურნალობა ვინმეს უხდება?" "რა თქმა უნდა! ერთი შეხედეთ, რა არაჩვეულებრივად გამოიყურება მომსახურე პერსონალი!"

Laughing მამაკაცმა ავტოკატასტროფაში მოხვედრილი მეგობარი ინახულა. პალატის კართან სიმპათიურ ექთანს შეეჩეხა, განზე გაიხმო და ჩურჩულით ჰკითხა: "რას იტყვით, აქვს რამე შანსი?" "არავითარი! ჩემს გემოვნებაში კატეგორიულად არ ჯდება!"

Laughing მამაკაცი - ექიმს: "ექიმო, ჩემს შვილს რამდენიმე დღის წინ ექვსი თვე შეუსრულდა, მაგრამ თვალები ჯერაც არ აუხელია!" ექიმი: "ჩემი აზრით, თვალები თქვენ თვითონ უნდა გაახილოთ. ვერ ხედავთ, რომ ეს ბავშვი ჩინელია?!"

Laughing "ექიმო, ყურადღებას არავინ მაქცევს! მეჩვენება, რომ საშინელი შესახედავი ვარ! მთელი დღე ლოგინში ვწევარ, გამუდმებით ამაზე ვფიქრობ და ვკომპლექსდები. როგორ მოვიქცე?!" "იცით, რა... სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემით! არცთუ ისე შეუხედავი ბრძანდებით. უბრალოდ, უფრო მეტი იმუშავეთ, იმუშავეთ, იმუშავეთ. შრომამ ხომ ადამიანი შექმნა... აი, იმისგან... მოკლედ, თავადაც კარგად იცით..."