ბალანსირებული დიეტა
ფრაზები
- თუ ადამიანს არ სურს, დილაობით ირბინოს, მას ვერაფერი შეაჩერებს!
- შესტენე შენი ოცნება მტერს - დაე, ის შეეწიროს მის რეალიზაციას!
- თუ პამპერსი წინიდან გიჭერს, ე. ი. ბავშვობა დამთავრდა!
- ცოლის მოყვანა ლატარია არ არის - ლატარიაში ერთი შანსი მაინც გაქვს.
- ჭამა უფრო საინტერესოა, ვიდრე გახდომა.
- ექიმი: "მე გეტყვით, თქვენ კი ეცადეთ, გამიგოთ".
- ამერიკელთა და გერმანელთა მესამედს გახდომა სურს, მესამედს - გასუქება, დანარჩენი მესამედი კი ჯერ არ აწონილა.
- სცადეთ გაიხსენოთ სკლეროზის საწინააღმდეგო თუნდაც ერთი წამალი... აი, მეც მაგას გეუბნებოდით!
- აი, სიბერეც დადგა... მაგრამ სადღაა სიბრძნე?
- აბანოს შემდეგ ძალიან კარგი განწყობა გეუფლება, განსაკუთრებით - პირველი ერთი თვის მანძილზე...
- დაე, იბანოს იმან, ვისაც ფხანა ეზარება!
- სულელები მამონტები არ არიან, ისინი არ გადაშენდებიან!!!
- შრომამ მართლაც შექმნა მაიმუნისგან ადამიანი, მაგრამ თვით შრომის იდეა მხოლოდ მაიმუნს თუ მოუვიდოდა თავში.
- თუ ცოლმა მიგატოვა, დაიმახსოვრე, როგორ მიაღწიე ამას!
- "ექსპერიმენტები ჩაატარეთ კატებზე!" - პავლოვის ძაღლები.
- თქვენ ყოველთვის ახალგაზრდა იქნებით, თუ იცხოვრებთ პატიოსნად, შეჭამთ ნელა, იძინებთ საკმარისად, იმუშავებთ სიამოვნებით, ილოცებთ გულწრფელად და, რა თქმა უნდა, უღმერთო ტყუილს იტყვით საკუთარი ასაკის შესახებ.
- ნუ მოჭრით ხეებს, მათზე ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ.
- წარწერა ტუალეტში: "ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება წუთი, როცა ქაღალდის პატარა ნაკუწსაც კი ოქროს ფასი ედება".
- აფთიაქში: - წამალი მომეცით.
- რომელი?
- თქვენი გემოვნებით შემირჩიეთ.
- თუ ადამიანს ღამით სინდისი არ აძინებს, დღისით უნდა დაიძინოს.
- - რატომ არიან მსუქნები ყოველთვის გულკეთილნი?
- მათ არც ჩხუბი შეუძლიათ და არც გაქცევა.
- თუ ლუდის ბოთლების გახსნა გასახსნელით დაიწყე, მაგრად დაბერებულხარ.
- გულით ახალგაზრდაა. ცოტა დანარჩენი ადგილებითაა უფროსი...
- ნუ გააღვიძებ ჩემში სკუნსს!!! (სკუნსი პატარა ცხოველია, რომელიც თავდაცვის დროს მტერს უკანა ტანს მიუშვერს და ისეთ მყრალ სითხეს ასხამს, რომ თავდამსხმელი რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ იშორებს საშინელ სუნს).
- ექიმთა მოხსენებებმა ჯერ ვერავინ აიძულა, თავი დაენებებინა მოწევისთვის. სამაგიეროდ, ბევრს გაუფუჭა მოწევისგან მიღებული სიამოვნების განცდა.
- სინდისი პირველი თოვლივით სუფთა მაქვს - მე მას საერთოდ არ ვიყენებ!