ამ ფასად იმპორტული მეკუთვნის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ამ ფასად იმპორტული მეკუთვნის

 

Smile ფსიქიატრთან ახალი პაციენტი მიდის. დიდხანს უყვება რაღაც აბდაუბდას. ბოლოს და ბოლოს ექიმი  აჩერებს: "გეტყობათ, ჩემთან პირველად ხართ. იქნებ, ყველაფერი სულ-სულ თავიდან მომიყვეთ?" ავადმყოფი შუბლს იჭმუხნის და ოხვრით თანხმდება: "კარგი. მოკლედ, თავდაპირველად შევქმენი ცა და მიწა..."

 

Smile ყოფილი პაციენტი ფსიქიატრს ურეკავს: "ექიმო, მიშველეთ! ჩემს ცოლს ჰგონია, რომ როიალია!" "ერთ საათში სამსახურში ვიქნები, საჩქაროდ მოიყვანეთ", - პასუხობს ექიმი. "ხომ არ გაგიჟდი, ექიმო, ამხელა როიალს ლიფტში რა შეტენის?!"

 

Smile - ექიმო, მომეცით ტაბლეტები სიხარბისგან განსაკურნებლად. ბევრი, ბევრი, უფრო ბევრი!..

 

Smile მუზეუმის დირექტორი მხატვარს ურეკავს: "ორიოდე დღის წინ ერთმა სოლიდურმა პიროვნებამ თქვენი ნამუშევრები დაათვალიერა, შემდეგ ჩემთან მოვიდა და მკითხა: "თქვენი აზრით, რა ეღირება ეს ნახატები მისი ავტორის გარდაცვალების შემთხვევაში?" საწყის ფასთან შედარებით ათჯერ მაინც გაძვირდება-მეთქი, - ვუპასუხე. ამის გაგონებისთანავე საფულე ამოიღო და თქვენი ორმოცდახუთივე ნახატი იყიდა". "დაუჯერებელია! - სიხარულისგან პირი უშრება მხატვარს, - ამას რა სჯობს?! ეს ხომ არაჩვეულებრივია!" "დიახ, მაგრამ არის კიდევ ერთი დეტალი - ის სოლიდური მამაკაცი თქვენი მკურნალი ექიმი იყო..."

 

Smile ექიმის კაბინეტში სიმპათიური ქალიშვილი და მოხუცი ქალბატონი შედიან. ექიმი ახედ-დახედავს მომხიბლავ ახალგაზრდა ქალს და სიტყვის დაძვრასაც არ აცდის: "გაიხადეთ!" "ექიმო, ეს მე ვარ ავად", - მოკრძალებით უსწორებს ხანდაზმული ქალბატონი. "უკაცრავად, ბებია, მაშინ ენა მაჩვენეთ".

 

Smile განცხადება: "ვკურნავ ალკოჰოლიზმისა და ნარკოდამოკიდებულებისგან ერთი სეანსის განმავლობაში. მუდმივი კლიენტებისთვის გვაქვს შეღავათები".

 

Smile "ექიმო, თქვენმა კოლეგებმა სულ სხვა დიაგნოზი დამისვეს", - მიმართავს მკურნალ ექიმს დაბნეული პაციენტი. "ამაზე არ ინერვიულოთ, ძვირფასო, როდესაც გაგკვეთენ, ყველა ჩემი კოლეგა დარწმუნდება, რომ მართალი მე ვიყავი!"

 

Smile სტომატოლოგმა რაღაც მანიპულაციის დროს ტკივილი მიაყენა პაციენტს, სასწრაფოდ მოუბოდიშა და უთხრა: "დამშვიდდით, ბატონო, ახლავე ადგილობრივ ანესთეზიას გაგიკეთებთ". პასუხად პაციენტის აღშფოთებული ხმა გაისმა: "ექიმო! იმ ფასად, რასაც თქვენ იღებთ, შეგეძლოთ, იმპორტულიც გაგეკეთებინათ!.."

 

Smile ოკულისტი ასწავლის დამწყებ თანამშრომელს, როგორ უნდა გამოართვას პაციენტს ზედმეტი თანხა: "თუ სათვალის შერჩევისას ფასს გკითხავთ, ეუბნებით: - 75 დოლარი. თუ თვალიც არ დაახამხამა, აგრძელებთ: - ეს მხოლოდ ჩარჩოს ფასია, ლინზები კი 50 დოლარი ღირს. თუ კლიენტს ამის შემდეგაც ნორმალური გამოხედვა აქვს, ამატებთ: - თითო".

 

Smile ექთანი ჭკუას არიგებს საოპერაციოდ გამზადებულ ავადმყოფს: "თუ გინდათ, ექიმს პატივი სცეთ, გააკეთეთ ეს ოპერაციამდე, თორემ მერე შესაძლოა გვიანი იყოს..."

 

Smile კბილის ექიმთან: "ექიმო, საშინლად ვნერვიულობ. ცოლმა მითხრა, რომ თუ ქალებში სიარულს თავს არ დავანებებ, წინა კბილებს დავკარგავ. იქნებ ვენეროლოგთან უნდა მივსულიყავი?"

 

Smile "ექიმო, ძალიან ცუდად ვარ, მგონი, ცოლს რაღაც ავკიდე! ერთხელ ღამით ცოტა ნასვამი მივედი სახლში. ღრმად ჩამძინებია და ვერ გავიგე, ცოლმა კისერში მაგრად რომ მაკოცა. კარგა ხანს მეტყობოდა მოლურჯო-მოწითალო ნაკვალევი. თან გამოსაჩენ ადგილზე იყო და... ხომ იცით... თანამშრომლებსაც მეტი რა უნდათ, მაშინვე ჭორაობა გააჩაღეს. არადა, მეუღლის იქით არასოდეს გამიხედავს. მოკლედ, შურისძიება გადავწყვიტე და ზუსტად ასეთი ნაკოცნი, თუმცა არა გამოსაჩენ ადგილას... აი, უკან, ექიმო... ხომ მიმიხვდით? სწორედ იქ დავუტოვე". "ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ", - გაიღიმა ექიმმა. "მეც ასე მეგონა, მაგრამ მეორე დღეს იმ ადგილას ოთხი ასეთივე ლაქა დავთვალე!!!"