"ორი ხელით პულსს არ სინჯავენ, გოგონა" - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"ორი ხელით პულსს არ სინჯავენ, გოგონა"

Smile მიკროფონმომარჯვებული ჟურნალისტი ქუჩაში გამვლელ მამაკაცს აჩერებს: "მითხარით, ბატონო, სად მუშაობთ?" "სად და... გინეკოლოგი ვარ მე!"

 

Smile გინეკოლოგს ახალგაზრდა ქალმა მიმართა. ექიმმა შეატყო, რომ პაციენტს გასინჯვის პროცესისა ერიდებოდა და გადაწყვიტა, საუბრით შეექცია. "აი, შეხედეთ, ქალბატონო, - აჩვენა რეზინისხელთათმანებიანი ხელები, - იცით, ჩინეთში ამ ხელთათმანებს როგორ ამზადებენ? ოთახში დგას უზარმაზარი აბაზანა, რომელშიც გამდნარი ლატექსი ასხია, სხვადასხვა ფიზიკური მონაცემების ჩინელები მიდიან აბაზანასთან და ხელებს შიგ ყოფენ. ლატექსი მათ ხელებზე ეკვრის და ხმება. შემდეგ მზა ხელთათმანებს იხდიან და ზომების მიხედვით აწყობენ ყუთებში". უცბად ქალს სიცილი აუტყდა: "თქვენს თავზე ნუ მიიღებთ, ექიმო... უბრალოდ, წარმოვიდგინე, როგორ ამზადებენ ჩინელები პრეზერვატივებს..."

 

Smile მამაკაცი შეუშვეს პალატაში, სადაც მისი ცოლი და ახალდაბადებული შვილი წვანან. კაცმა ცოლს აკოცა, შემდეგ გვერდით მდგარ საწოლს გადახედა. ხედავს - ბავშვი შავია. მოულოდნელობისგან მამაკაცმა უკან დაიხია და კედელს აეკრა. ცოლმა გონს მოსვლა არ აცალა და დაუყვირა: "ოჰ, შე ბინძურო ღორო! იმედი მაქვს, ახლა მაინც არ მოჰყვები იმის უარყოფას, რომ ჩვენს შავკანიან მოახლესთან იწექი!.."

 

Smile კლინიკის ექთანი ეკითხება დაქალს, რომელიც სამშობიარო ბლოკში მუშაობს: "ვინ არის თქვენთან, მთელი დღე რომ ტირის? ის ოთხი ტყუპი ხომ არა, დღეს რომ დაიბადა?" "არა, - პასუხობს მეგობარი, - მათი მამაა..."

 

Smile ერთი ბავშვი მეორეს ეუბნება: "იცი, მამაჩემი არაჩვეულებრივი ქირურგია, პირდაპირ ოქროს ხელები აქვს! როცა დედას საშვილოსნოსგარე ორსულობა ჰქონდა, მამამ მუცელი გაუჭრა და ყველაფერმა კარგად ჩაიარა". "ეგ რა არის, აი, როცა დედაჩემს მამისგარეშე ორსულობა ჰქონდა, მამამ ტრეპანაცია გაუკეთა!"

 

Smile ორსული გინეკოლოგს ეკითხება: "ჩემს ქმარს სურს, მშობიარობას დაესწროს. შეიძლება?" "რატომაც არა? ძალიან კარგია, როცა მამა საკუთარი შვილის დაბადებას ესწრება". "აი, ეს კი სრულიად არ არის საჭირო, - გააპროტესტა ქალმა, - როცა იგი ჩემს ქმარს ხვდება, ყოველთვის ჩხუბობენ".

 

Smile ახალგაზრდა მამაკაცი შეყვარებულის მამას ეუბნება: "რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ფორმალობაა, მაგრამ მაინც გკითხავთ - ხომ არ იქნებით წინააღმდეგი, თქვენი ქალიშვილის ხელი რომ გთხოვოთ?" "ვინ მოგახსენათ, რომ ეს "მხოლოდ ფორმალობაა?" - კითხულობს განრისხებული მამა. "გინეკოლოგმა, ბატონო!"

 

Smile ოპერაციის შემდეგ პაციენტი გონს მოვიდა და ჩაილაპარაკა: "მადლობა ღმერთს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა!" "ასე დარწმუნებული ნუ იქნები, - შენიშნა მარჯვენა მეზობელმა, - მუცელში ბინტი ჩამიტოვეს და იძულებულნი გახდნენ, მეორედ გაეკეთებინათ ოპერაცია". "მეც მეორედ გამჭრეს, - თქვა მარცხენა მეზობელმა, - რაღაც ინსტრუმენტი ჩარჩათ და..." ამ დროს პალატის კარი გაიღო და ოთახში იმ ქირურგის თავი გამოჩნდა, ვინც მესამე პაციენტს გაუკეთა ოპერაცია: "ჩემი საათი ხომ არ გინახავთ?" - იკითხა მან. ახალნაოპერაციევმა პაციენტმა გონება დაკარგა...

 

Smile ექიმი პალატაში შევიდა და დაინახა ახალგაზრდა სიმპათიური ექთანი, რომელსაც ხელებით პაციენტი მამაკაცის ორივე მაჯა ეკავა. "ორი ხელით პულსს არ სინჯავენ, გოგონა", - შენიშნა მოღუშულმა ექიმმა. "არა, ბატონო, პულსს არ ვსინჯავ, - შეწუხდა ექთანი, - პირიქით, ვცდილობ, მისი იმპულსები შევაკავო!"

 

Smile ჯარში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ნაწილებში მომიწია სამსახურმა. ჩვენი რეჟიმი ვარჯიშს, თეორიულ მეცადინეობას და იარაღის ყოველდღიურად მზადყოფნას მოიცავდა. არავინ იცოდა, როდის მოვიდოდა უფროსობა შესამოწმებლად, ამიტომ ყოველდღე გვიწევდა ქვემეხების, ტყვიამფრქვევების, რაკეტების გაწმენდა. ერთხელაც სამი მებრძოლი ქვემეხს ვწმენდთ რაღაც ახალი ქიმიური ხსნარით. ხელთათმანებს ვინ მოგვაშავებდა, ჰოდა გვეწვის ხელები, მაგრამ ვუძლებთ. ერთ-ერთი ჯარისკაცი ტუალეტში გავიდა, ცოტა ხნის შემდეგ კი უადგილო ადგილი აეწვა. თავიდან ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ როცა ტკივილმა უმატა, ვეღარ მოითმინა და დახმარება გვთხოვა. ექიმი ადგილზე არ აღმოჩნდა და ისევ ჩვენ გავუწიეთ პირველი დახმარება - შესიებული და გაწითლებული ორგანო შეძლებისდაგვარად დავაბანინეთ, ბინტი არ გვქონდა, ამიტომ მაისურები დავხიეთ და იმით შევუხვიეთ. საწყალმა შარვალი ძლივს შეიბნია და "სანჩასტში" წავიდა. "მივედი და ერთი სიკვდილი გავათავე - მთელი უფროსობა იქ იყო თავმოყრილი, მაგრამ ისე ვიყავი გამწარებული, ყველაფერზე ხელი ჩავიქნიე, შევიხსენი შარვალი და ეს მორგვი პირდაპირ მაგიდაზე დავუდე ექიმს. რას ერჩოდიო? - მკითხა. ზარბაზანს ვწმენდდი-მეთქი, - დავიწყე, მაგრამ დამთავრება ვინ მაცალა - მთელი "სანჩასტი" სიცილისგან იატაკზე გაწვა".