/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ექიმები ხუმრობენ

"ორი ხელით პულსს არ სინჯავენ, გოგონა"

"ორი ხელით პულსს არ სინჯავენ, გოგონა"
რუბრიკის სტუმარია ექიმი-გინეკოლოგი ვახტანგ კაკილაშვილი. მამაკაცი სამშობიარო სახლის დერეფანში ბოლთას სცემს, სიგარეტს სიგარეტზე ეწევა.

როგორც იქნა, გაიღო სამშობიარო ბლოკის კარი და ექთანმა მამას შავკანიანი ახალშობილი აჩვენა. "აი, ხომ ვამბობდი, - სიმწრისგან კედელს მუშტი მიარტყა მამაკაცმა, - ჩემი ცოლისგან მეტს რას უნდა ელოდე? მას ხომ ყველაფერი ეწვება!"

მიკროფონმომარჯვებული ჟურნალისტი ქუჩაში გამვლელ მამაკაცს აჩერებს: "მითხარით, ბატონო, სად მუშაობთ?" "სად და... გინეკოლოგი ვარ მე!"

გინეკოლოგს ახალგაზრდა ქალმა მიმართა. ექიმმა შეატყო, რომ პაციენტს გასინჯვის პროცესისა ერიდებოდა და გადაწყვიტა, საუბრით შეექცია. "აი, შეხედეთ, ქალბატონო, - აჩვენა რეზინისხელთათმანებიანი ხელები, - იცით, ჩინეთში ამ ხელთათმანებს როგორ ამზადებენ? ოთახში დგას უზარმაზარი აბაზანა, რომელშიც გამდნარი ლატექსი ასხია, სხვადასხვა ფიზიკური მონაცემების ჩინელები მიდიან აბაზანასთან და ხელებს შიგ ყოფენ. ლატექსი მათ ხელებზე ეკვრის და ხმება. შემდეგ მზა ხელთათმანებს იხდიან და ზომების მიხედვით აწყობენ ყუთებში". უცბად ქალს სიცილი აუტყდა: "თქვენს თავზე ნუ მიიღებთ, ექიმო... უბრალოდ, წარმოვიდგინე, როგორ ამზადებენ ჩინელები პრეზერვატივებს..."

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მამაკაცი შეუშვეს პალატაში, სადაც მისი ცოლი და ახალდაბადებული შვილი წვანან. კაცმა ცოლს აკოცა, შემდეგ გვერდით მდგარ საწოლს გადახედა. ხედავს - ბავშვი შავია. მოულოდნელობისგან მამაკაცმა უკან დაიხია და კედელს აეკრა. ცოლმა გონს მოსვლა არ აცალა და დაუყვირა: "ოჰ, შე ბინძურო ღორო! იმედი მაქვს, ახლა მაინც არ მოჰყვები იმის უარყოფას, რომ ჩვენს შავკანიან მოახლესთან იწექი!.."

კლინიკის ექთანი ეკითხება დაქალს, რომელიც სამშობიარო ბლოკში მუშაობს: "ვინ არის თქვენთან, მთელი დღე რომ ტირის? ის ოთხი ტყუპი ხომ არა, დღეს რომ დაიბადა?" "არა, - პასუხობს მეგობარი, - მათი მამაა..."

ერთი ბავშვი მეორეს ეუბნება: "იცი, მამაჩემი არაჩვეულებრივი ქირურგია, პირდაპირ ოქროს ხელები აქვს! როცა დედას საშვილოსნოსგარე ორსულობა ჰქონდა, მამამ მუცელი გაუჭრა და ყველაფერმა კარგად ჩაიარა". "ეგ რა არის, აი, როცა დედაჩემს მამისგარეშე ორსულობა ჰქონდა, მამამ ტრეპანაცია გაუკეთა!"

ორსული გინეკოლოგს ეკითხება: "ჩემს ქმარს სურს, მშობიარობას დაესწროს. შეიძლება?" "რატომაც არა? ძალიან კარგია, როცა მამა საკუთარი შვილის დაბადებას ესწრება". "აი, ეს კი სრულიად არ არის საჭირო, - გააპროტესტა ქალმა, - როცა იგი ჩემს ქმარს ხვდება, ყოველთვის ჩხუბობენ".

ახალგაზრდა მამაკაცი შეყვარებულის მამას ეუბნება: "რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ფორმალობაა, მაგრამ მაინც გკითხავთ - ხომ არ იქნებით წინააღმდეგი, თქვენი ქალიშვილის ხელი რომ გთხოვოთ?" "ვინ მოგახსენათ, რომ ეს "მხოლოდ ფორმალობაა?" - კითხულობს განრისხებული მამა. "გინეკოლოგმა, ბატონო!"

ოპერაციის შემდეგ პაციენტი გონს მოვიდა და ჩაილაპარაკა: "მადლობა ღმერთს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა!" "ასე დარწმუნებული ნუ იქნები, - შენიშნა მარჯვენა მეზობელმა, - მუცელში ბინტი ჩამიტოვეს და იძულებულნი გახდნენ, მეორედ გაეკეთებინათ ოპერაცია". "მეც მეორედ გამჭრეს, - თქვა მარცხენა მეზობელმა, - რაღაც ინსტრუმენტი ჩარჩათ და..." ამ დროს პალატის კარი გაიღო და ოთახში იმ ქირურგის თავი გამოჩნდა, ვინც მესამე პაციენტს გაუკეთა ოპერაცია: "ჩემი საათი ხომ არ გინახავთ?" - იკითხა მან. ახალნაოპერაციევმა პაციენტმა გონება დაკარგა...

ექიმი პალატაში შევიდა და დაინახა ახალგაზრდა სიმპათიური ექთანი, რომელსაც ხელებით პაციენტი მამაკაცის ორივე მაჯა ეკავა. "ორი ხელით პულსს არ სინჯავენ, გოგონა", - შენიშნა მოღუშულმა ექიმმა. "არა, ბატონო, პულსს არ ვსინჯავ, - შეწუხდა ექთანი, - პირიქით, ვცდილობ, მისი იმპულსები შევაკავო!"

ჯარში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ნაწილებში მომიწია სამსახურმა. ჩვენი რეჟიმი ვარჯიშს, თეორიულ მეცადინეობას და იარაღის ყოველდღიურად მზადყოფნას მოიცავდა. არავინ იცოდა, როდის მოვიდოდა უფროსობა შესამოწმებლად, ამიტომ ყოველდღე გვიწევდა ქვემეხების, ტყვიამფრქვევების, რაკეტების გაწმენდა. ერთხელაც სამი მებრძოლი ქვემეხს ვწმენდთ რაღაც ახალი ქიმიური ხსნარით. ხელთათმანებს ვინ მოგვაშავებდა, ჰოდა გვეწვის ხელები, მაგრამ ვუძლებთ. ერთ-ერთი ჯარისკაცი ტუალეტში გავიდა, ცოტა ხნის შემდეგ კი უადგილო ადგილი აეწვა. თავიდან ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ როცა ტკივილმა უმატა, ვეღარ მოითმინა და დახმარება გვთხოვა. ექიმი ადგილზე არ აღმოჩნდა და ისევ ჩვენ გავუწიეთ პირველი დახმარება - შესიებული და გაწითლებული ორგანო შეძლებისდაგვარად დავაბანინეთ, ბინტი არ გვქონდა, ამიტომ მაისურები დავხიეთ და იმით შევუხვიეთ. საწყალმა შარვალი ძლივს შეიბნია და "სანჩასტში" წავიდა. "მივედი და ერთი სიკვდილი გავათავე - მთელი უფროსობა იქ იყო თავმოყრილი, მაგრამ ისე ვიყავი გამწარებული, ყველაფერზე ხელი ჩავიქნიე, შევიხსენი შარვალი და ეს მორგვი პირდაპირ მაგიდაზე დავუდე ექიმს. რას ერჩოდიო? - მკითხა. ზარბაზანს ვწმენდდი-მეთქი, - დავიწყე, მაგრამ დამთავრება ვინ მაცალა - მთელი "სანჩასტი" სიცილისგან იატაკზე გაწვა".

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

"ორი ხელით პულსს არ სინჯავენ, გოგონა" - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები