ზოგჯერ ექიმიც ცდება... - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზოგჯერ ექიმიც ცდება...

იმ დროს უცხოეთში გამგზავრება საკმაოდ რთული გახლდათ. უამრავი ცნობის გარდა აუცილებელი იყო სხვადასხვა სპეციალობის ექიმებთან ვიზიტიც. ოჯახის სუსტი ნახევარი კონსულტაციისთვის გინეკოლოგთან გაუშვეს. 12 წლის გოგონა ექიმთან პირველად მოხვდა, მაგრამ დედას რატომღაც დაავიწყდა ეთქვა, როგორ უნდა მოქცეულიყო ექიმთან. ბავშვი კაბინეტში შევიდა, აძვრა გინეკოლოგიურ სავარძელზე და მუცელზე დაწვა, ხელ-ფეხი კი სხვადასხვა მხარეს გაფარჩხა. ექიმმა ხელები დაიბანა, თეჯირის უკან, - იქ, სადაც სავარძელი იდგა, - შევიდა და ადგილზე გაშეშდა. "საით მიფრინავთ?" - ამის კითხვაღა შეძლო. "იტალიაში", - გაისმა აკანკალებული და დარცხვენილი პატარას პასუხი.

ფიქრებში წასული ქალბატონი პოლიკლინიკაში შევიდა და კართან მდგომ მამაკაცს უთხრა: "უკაცრავად, გინეკოლოგთან რიგში ბოლო თქვენ ბრძანდებით?" "დიახ, ქალბატონო, მხოლოდ ჯერ ქირურგთან უნდა შევირბინო და სქესი შევიცვალო..."

ექიმის კაბინეტში მამაკაცი შევიდა. "მეგობარო, თქვენ ნამდვილად გჭირდებათ სათვალე ძალიან ძლიერი გამადიდებელი ლინზებით!" "საიდან იცით? - გაიკვირვა პაციენტმა, - მე ხომ ეს-ესაა შემოვედი?!" "იცით, ბატონო, ამას პროფესიონალიზმი ჰქვია... თანაც მე გინეკოლოგი გახლავართ..."

სატვირთო მანქანის მძღოლი შუა ზამთარში, ოცგრადუსიან ყინვაში, მისაბმელის გახეთქილ საბურავს ცვლის და ხმამაღლა ილანძღება: "უჰ, მე ამის!.. დამეჯერებინა დედისათვის, როცა მეჩიჩინებოდა: ისწავლე, შვილო, ისწავლე, სამედიცინოზე ჩააბარე, გინეკოლოგიურზე, ჯიბეში ფული გექნება, ხელები კი - სითბოშიო!.."

ექიმი სამშობიარო ბლოკში შევიდა და მოულოდნელობისგან ადგილზე გაშეშდა - ერთ-ერთ ლოგინზე მამაკაცი იწვა. "აქ როგორ მოხვდით?" - იკითხა გაოცებულმა ექიმმა. "არ დაიჯერებთ, მაგრამ ყველაფერი ჭურჭლის რეცხვიდან დაიწყო..."

ორი პრაქტიკოსი ექიმი შეხვდა ერთმანეთს. ერთ მათგანს აშკარად ეტყობა, რომ ცუდ გუნებაზეა. "რა მოხდა?" - ჰკითხა კოლეგამ. "წარმოგიდგენია, გუშინ ჩემს სიცოცხლეში პირველად დავუშვი სამედიცინო შეცდომა". "პაციენტი გარდაგეცვალა?" "არა, პირიქით, ორ დღეში განვკურნე. არადა, მილიონერი ყოფილა, ბიჭო..."

პოლიკლინიკაში შუადღის შესვენებაა. გადასახვევ კაბინეტთან რიგი დგას. გვერდით ვენეროლოგის კაბინეტია. კაბინეტთან ახალგაზრდა მამაკაცი მიდის და მთელი ძალით აბრახუნებს კარზე. კარს ზორბა ტანის ექიმი აღებს და რიგში მდგარი ადამიანები შემდეგი დიალოგის მოწმენი ხდებიან: "რა გინდა?" "იცით, ექიმო... აი, ის... ის მტკივა..." "რა გტკივათ?" "აი, ის", - პაციენტი თითს სხეულის ქვედა ნაწილისკენ მიმართავს. "ა-ა-ა, მაინც როგორ გტკივა?" "საშინლად მექავება, ექიმო". "იცი, რა, მე ახლა ჩაის სმას დავასრულებ, შენ კი მანამდე... აი, თუნდაც აქ დაჯექი და რამდენიც გინდა, იფხანე!"

ექიმი დაზარალებულს სინჯავს და მხიარულად ეუბნება: "მეგობარო, თქვენ მხოლოდ ერთი სასიკვდილო ჭრილობა გაქვთ, დანარჩენებს კი ვუმკურნალებთ".

მამაკაცი ავტოავარიაში მოყვა. მაშინვე საავადმყოფოში გააქანეს, მაგრამ სერიოზული ტრავმა ვერ აღმოუჩინეს და მეორე დღესვე გაუშვეს. იმავე საღამოს მის სახლში ტელეფონის ზარი გაისმა: "თქვენი მკურნალი ექიმის თხოვნით ვრეკავ. ხომ არ შეგიძლიათ, საავადმყოფოში დაბრუნდეთ? საქმე ის არის, რომ დღეს თქვენი ავარიის ადგილიდან ტელერეპორტაჟი გადმოსცეს... აღმოჩნდა, რომ თქვენთვის აუცილებელია რამდენიმე სასწრაფო ოპერაცია..."

ვენეროლოგის კაბინეტში მამაკაცი შედის, იატაკზე სათევზაო მოწყობილობების გორას აყენებს და ამბობს: "ექიმო, ნებისმიერ თანხას გადავიხდი, ოღონდ ამიხსენით, ამ ყველაფრისგან როგორ შეიძლება გონორეით დაავადება". "მაპატიეთ, ვერ გავიგე..." "გაუგებარი რა არის, ექიმო, ცოლთან რაღაცით ხომ უნდა ვიმართლო თავი?!"

სამედიცინო ინსტიტუტში ლექციაა. ხანში შესული პროფესორი ამბობს: "ვიდრე დღევანდელი ლექციის თემას დაგისახელებთ, მინდა, საკუთარი ცხოვრებიდან ერთი პატარა ისტორია გიამბოთ. როცა სტუდენტი გახლდით, ერთი გოგონა მომწონდა. ეს გოგო სხვა ბიჭსაც მოსწონდა. გოგონამ უპირატესობა იმ ბიჭს მიანიჭა. მე ცხვირჩამოშვებული დავრჩი, ის ახალგაზრდა კი - უცხვიროდ. მაშ ასე, ჩვენი დღევანდელი ლექციის თემაა - "სიფილისი და მისი გართულებები".

ქმარი სამი დღის განმავლობაში სახლში არ მოსულა. მეოთხე დღეს ცხვირჩამოშვებული გამოჩნდა. ცოლი ეკითხება: "სად დაეთრეოდი?" "წარმოგიდგენია, ეს ბენ ლადენი რა საზიზღარი ყოფილა! ჩვენთან სამუშაოზე წერილი გამოაგზავნა. გავხსენი, მასში კი თეთრი ფხვნილი იყო!" "ციმბირის წყლული?" "უარესი... გონორეა".